კანის აქერცვლა ხელებზე ეპიდერმისის დაზიანების გამო

რა იწვევს კანის აქერცვლას და როგორ ვუმკურნალოთ მას

თაკო ფხაკაძე
თაკო ფხაკაძე - სილამაზის რედაქტორი
1 წუთიანი წაკითხვა
გაზიარებაFacebookLinkedInXTelegramWhatsApp

სხეულზე კანი მაშინ იქერცლება, როდესაც ხდება ეპიდერმისის ზედა, რქოვანა ფენის უჯრედების გაძლიერებული მოცილება. ეპიდერმისი წარმოადგენს კანის გარეთა შრეს, რომელიც, თავის მხრივ, რამდენიმე ფენისგან შედგება.

საბოლოოდ, რა იწვევს კანის აქერცვლას?

  • კანის პარაზიტული დაზიანება (მუნი);
  • კანის სოკოვანი დაავადება;
  • ინფექცია (ქუნთრუშა);
  • ვენერული დაავადებები (ათაშანგი);
  • ინფექციურ-ალერგიული ბუნების დაავადებები (რეიტერის სინდრომი);
  • აგრესიული გარეგანი ფაქტორების ზემოქმედება (ქრონიკული კონტაქტური დერმატიტი);
  • კანის ალერგიული დაავადებები (ქრონიკული ალერგიული დერმატიტი, ქრონიკული ეგზემა, ატოპიური დერმატიტი);
  • თანდაყოლილი დერმატოზი (იქთიოზი);
  • კანის სპეციფიკური დაავადებები (ფსორიაზი, წითელი ბრტყელი ლიქენი);
  • შემაერთებელი ქსოვილის სისტემური დაავადება (ქვემწვავე წითელი მგლურა);
  • ცილების, ვიტამინებისა და მიკროელემენტების უკმარისობა.

- Advertisement -
Ad imageAd image

მივმართოთ ექიმს, რათა გაირკვეს პრობლემის მიზეზი და დაინიშოს ადეკვატური მკურნალობა. დიაგნოსტიკისთვის მნიშვნელოვანია დაზიანების ლოკალიზაცია. მაგალითად, კანის აქერცვლა ხელის თითებს შორის უმეტესად მუნზე მეტყველებს, ხოლო ფეხის თითებს შორის – სოკოვან დაავადებაზე. სადიაგნოზო მნიშვნელობა აქვს დაზიანების კერის რაგვარობასაც.

ყოველივე ამასთან ერთად, დიაგნოსტიკური მნიშვნელობა ენიჭება ადამიანის ზოგად მდგომარეობას, თანმხლებ სიმპტომებს (თირკმელების დაზიანება სისტემური წითელი მგლურას დროს, თვალის დაზიანება რეიტერის სინდრომის დროს, სებორეა ლიქენის დროს). საბოლოო დიაგნოზს, წესისამებრ, ლაბორატორიული კვლევების საფუძველზე სვამენ (მიკროსკოპიული კვლევა სოკოვანი დაავადების დროს, ვასერმანის რეაქცია ათაშანგის დროს და სხვა.

წყარო: https://mkurnali.ge/

- Advertisement -
Ad imageAd image

#drpkhakadze  #shenisilamaze  #gochadze 

სკანირება
QR კოდი
shenisilamaze.ge
სტატიის ციტირება

შენი სილამაზე. (2024). რა იწვევს კანის აქერცვლას და როგორ ვუმკურნალოთ მას. 9 მარტი, 2024. https://shenisilamaze.ge/%e1%83%a0%e1%83%90-%e1%83%98%e1%83%ac%e1%83%95%e1%83%94%e1%83%95%e1%83%a1-%e1%83%99%e1%83%90%e1%83%9c%e1%83%98%e1%83%a1-%e1%83%90%e1%83%a5%e1%83%94%e1%83%a0%e1%83%aa%e1%83%95%e1%83%9a%e1%83%90/

გაზიარებაFacebookLinkedInXTelegramWhatsApp
© 2024 შენი სილამაზე · Public Health Institute of Georgia (PHIG)
READ  ცელიაკია: საკვები ვაუჩერები ბავშვებისთვის და დახმარების პროგრამა
გაუზიარეთ ეს სტატია
სილამაზის რედაქტორი
სილამაზის რედაქტორი — კანის მოვლა და ესთეტიკური მედიცინა. წერს კანის ტიპებზე, აკნესა და პიგმენტაციაზე, კოსმეტიკურ პროცედურებსა და ანტი-ეიჯინგზე დერმატოლოგების რჩევებით.
კომენტარები ჯერ არ არის