კვირა, აპრილი 19, 2026
- Advertisement -
Google search engine
მთავარიბლოგი„უანგაროდ ვაკეთებ ყველაფერს, იმიტომ, რომ ქართველი ვარ, მიყვარს საქართველო!“-გიორგი ფხაკაძე

„უანგაროდ ვაკეთებ ყველაფერს, იმიტომ, რომ ქართველი ვარ, მიყვარს საქართველო!“-გიორგი ფხაკაძე

07/03/2021

ავტორი: ირინა დათაშვილი

#datashvil



„არანაირი განსხვავება არ არის, ბავშვი იქნება თუ დიდი, ყველა ასაკის ადამიანს ერთნაირად ერჩის ვირუსი, პოსტკოვიდური სინდრომი, – 20-25% (გააჩნია ქვეყანას, გააჩნია დაავადებას), მე ვამბობ, ალბათ, 30%-მდე ადამიანებს სჭირთ სხვადსხვა ტიპის პოსტკოვიდური სინდრომი, – ადამიანი ინვალიდდება (ინვალიდობა არის, როცა შეიზღუდება ადამიანის მენტალური, ფიზიკური ჯანმრთელობა, ღამე ვერ იძინებ, გაქვს დეპრესია, გონება გაქვს გაფანტული, კონცეტრაცია გაქვს დაკარგული, სუნთქვა გიჭირს და ა.შ.



ბოლო კვლევებით, რომელიც იტალიაში ჩატარდა, ვინც გადაიტანა კოვიდი სიმპტომურად, ამ პაციენტების 30%-ს დაუტოვა სტრესი (მენტალურად პრობლემა დაუტოვა). აღარაფერს ვამბობ ფილტვებზე, გულზე და სხვა…


ზოგი კვლევით, ყველა პაციენტის 10% არის…


საქართველოში დაახილოებით 700 ათასმა ადამიანმა გადაიტანა კოვიდი, ამ ადამიანების 30%-ს, შეიძლება, ჰქონდეს სხვადასხვა ტიპის პრობლემა (ბევრი ალკოჰოლი, ბევრი სიგარეტი მოქმედებს). საქართველოში უფრო მაღალია (ბავშვებიც) სხვადასხვა ტიპის ქრონიკული დაავადებები.


ადამიანების სიცოცხლე არის მთავარი.


მიხედეთ საავადმყოფოებს – ექთნებს ხელფასი მოუმატეთ, ტრენინგები ჩაატარეთ, ხარისხი აწიეთ, დაასუფთავეთ საავადმყოფოები, ფასები დაწიეთ, ხარისხიანი პირბადეები შემოიტანეთ. პოლიტიკას თავი დაანებეთ! – ადამიანი როცა შედის საავადმყოფოში და არ აქვს სიცხე, 24 საათში თუ ტემპერატურა იწევს, ეს ნიშნავს, რომ შიდა ჰისპიტალური ინფექციაა! ინფექცია დაემართა კლინიკაში შესვლის მერე – 90% არის ჰოსპიტლის ბრალი!


საკვების და თეთრეულის პრობლემა ვერ მოგიგვარებიათ საავადმყოფოებში! ტუალეტები ვერ მოგიწესრიგებიათ!


უნდა გქონდეთ კარგი ხარისხის პირბადე, კარგი ხარისხის ხელთათმანი, კარგი ხარისხის წამალი!


უანგაროდ ვაკეთებ ყველაფერს, იმიტომ, რომ ქართველი ვარ, მიყვარს საქართველო!

ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე, თამარ გაბუნია კარგი გოგოა, განათლებულია და იცის ჯანდაცვის სფერო. წინა ცხოვრებაში, როცა კარგ ორგანიზაციაში ვმუშაობდი ვიცოდი, რომ განათლებული იყო. საქმე საქმეზე რომ მიდგეს, ყველაფერს მას დააბრალებენ! მაგრამ, ხომ ვიცი, რომ შეთითხნიან მაგას, არ გამიკვირდება ციხეში, რომ ამოყოს თავი. რას უზამენ იცით? ყველაფერს მაგას დააბრალებენ. თითქოს მაგისი ბრალი იყო, რომ „იმეილი“ დროზე არ გააგზავნა.


საერთოდ, ადამიანი არ უნდა იყოს ერთ თანამდებობაზე 3-4 წელზე მეტი, არ შეიძლება, აუცილებლად უნდა იყოს ცვლილება.


რომ ამბობენ, – კარგი აპარატურა გვაქვსო, საქართველოში, სამედიცინო აპარატურას სჭირდება კალიბრაცია (ყოველ სამ თვეში, 6 თვეში, 9 თვეში), ეს არ კეთდება და ამიტომაც არის, რომ არასწორ დიაგნოზს უსვამენ პაციენტებს, ლაბორატორიები არასწორ ინფორმაციას გაძლევენ. რომ მიხვიდე ხუთ სვადასხვა საავადმყოფოში, ხუთი სხვადასხვა ანალიზის პასუხი იქნება.


ვთქვი, – რომ მითხრან, – საქართველოში ჩამოდი და საქმე გააკეთე, ჩემი პასუხი იქნებოდა, – კი ბატონო, ჩამოვალ, დაგეხმარებით, მაგრამ ყველამ, პატარა პარტიებიდან დაწყებული დიდამდე – ყველამ ერთად უნდა თქვან თანხმობა! ვიმუშავებ ხელფასის გარეშე, ხელფასი მექნება სიმბოლურად 1 თეთრი, 1 ლარი! საერთაშორისო ორგანიზაციებიდან საკმარისი მაქვს! არ მომიპარავს ერთი თეთრიც კი!- ეს უნდა იყოს არაპოლიტიკური თანამდებობა!- ჩამოვალ და ვიმუშავებ! არავინ არ უნდა ჩაერიოს ჩემს საქმეში! მე გავაკეთებ საქმეს, თუ გინდათ, 8 თვის მერე გამაგდეთ! მეტს მაინც არავინ გამაჩერებს. მაგრამ ამ 8 თვეში ასე თუ ისე დავალაგებ სიტუაციას ჯანდაცვაში, საავადმყოფოებში. -დათანხმდებიან? არა მგონია! არავინ! – შენ თუ საქმის გაკეთება გინდა, ყველას მხარდაჭერა გჭირდება. არავინ დამიკავშირდა… არც ერთი პოლიტიკური პარტის არ დამიკავშირდა.


მინისტრის მოადგილეობას მთავაზობდნენ ხუთი წლის წინ, 2-3 კვირა ველოდე და შემდეგ წავედი გაეროში….“ -აცხადებს გაეროს გენერალური მდივნის მრჩეველი ჯანდაცვის საკითხებში, პროფესორი გიორგი ფხაკაძე.



Professor Giorgi Pkhakadze, MD, MPH, PhD

drpkhakadze#accreditationge#გიორგიფხაკაძე

Профессор Гиорги Пхакадзе. #ПрофессорПхакадзе


https://youtube.com/@drpkhakadze

მსგავსი სიახლეები

[fetch_posts]

spot_img

ბოლო სიახლეები

შენიექიმი
sheniekimi.ge · PHIG
გამარჯობა 👋
სასურველი სერვისი აირჩიეთ ქვემოთ
⚡ გადაუდებელი შემთხვევა?
მყისიერი სამედიცინო დახმარება
📞 112
🩺
სიმპტომების შეფასება
150 კლინიკური სცენარი · WHO · AHA · NICE · 29 CDR
💉
ვაქცინაციის კალენდარი
WHO · ECDC · NCDC საქართველო 2025
💊
დანამატების შემოწმება
supplement.ge — 2,095 ინგრედიენტი
ℹ️ეს სისტემა ახდენს ტრიაჟს — არა დიაგნოზს. ყოველი გადაწყვეტილება დაფუძნებულია WHO, AHA, NICE, BTS სახელმძღვანელოებზე. ექიმის კონსულტაცია სავალდებულოა.
პირადი ინფორმაცია
სიმპტომების ზუსტი შეფასებისთვის შეიყვანეთ ასაკი და სქესი
👤სავალდებულო
📏 ანთროპომეტრია
სიმაღლე · წონა · BMI — არასავალდებულო
🩺 სასიცოცხლო მაჩვენებლები
წნევა · პულსი · ტემპერატურა · SpO2 — არასავალდებულო
ნორმა: 90–129
ნორმა: 60–100
36–37.2
12–20
≥95%
სიმპტომების შეფასება
აირჩიეთ სცენარი სისტემის მიხედვით
🔍
კითხვა 1 / 1
📋 მტკიცებულებითი საფუძველი
World Health Organization (WHO) — IMAI სახელმძღვანელო
American Heart Association (AHA) / ACC
National Institute for Health and Care Excellence (NICE)
ICD-11 (2025) · World Health Organization
ეს ინსტრუმენტი ახდენს ტრიაჟს — არა დიაგნოზს. სიმპტომები შეიძლება მიუთითებდეს — ეს არ ნიშნავს, რომ დაავადება გაქვთ. ექიმის კონსულტაცია სავალდებულოა.
📰 სიახლეები ყველა ›
ვაქცინაციის კალენდარი
აირჩიეთ ასაკობრივი ჯგუფი
WHO ECDC NCDC 2025
📚წყარო: NCDC საქართველო 17.09.2025 · WHO · ECDC
ასაკობრივი ჯგუფი
📚წყარო: NCDC საქართველო 17.09.2025 · WHO · ECDC
📰 ვაქცინაციის სიახლეები ყველა ›
დანამატების შემოწმება
გადადით supplement.ge-ზე და შეამოწმეთ ნებისმიერი პროდუქტი
SUPPLEMENT.GE
საქართველოს სასურსათო დანამატების უსაფრთხოების შემოწმების სისტემა
📊 2,095 ინგრედიენტი 📦 688 პროდუქტი
supplement.ge-ზე გადასვლა
ახალი ფანჯარა გაიხსნება
რას შეგიძლიათ შეამოწმოთ
🔬
ინგრედიენტის შემოწმება
NIH · EU · FDA · Health Canada მონაცემები
📷
ეტიკეტის სკანირება
AI ამოიცნობს ყველა ინგრედიენტს ფოტოდან
🌍
ქვეყნის მიხედვით სტატუსი
რეგულაცია 14 ქვეყანაში — აშშ, ევროკავშირი, კანადა
⚠️
წამალთან ინტერაქცია
აუცილებელი გაფრთხილებები მიმდინარე მკურნალობისას
✅ supplement.ge — საქართველოში ერთადერთი სრული სისტემა დანამატების უსაფრთხოების შესაფასებლად, PHIG-ის (საზოგადოებრივი ჯანდაცვის ინსტიტუტის) კონტროლით.