ჰერპესის ვირუსით გამოწვეული დაწყლულებები კანზე

რა არის ჰერპესის გამომწვევი მიზეზი

ირინა დათაშვილი
ირინა დათაშვილი - მთავარი რედაქტორი
1 წუთიანი წაკითხვა
გაზიარებაFacebookLinkedInXTelegramWhatsApp

ჰერპესი არის ინფექცია, რომელსაც ჰერპეს ვირუსი (herpes simplex virus ) იწვევს. ჰერპესი იწვევს მცირე ზომის დაწყლულებებს, რომელიც ნებისმიერ ადგილას შეიძლება გაჩნდეს. პირველი სიმპტომები, რომლებიც ჩნდება ჰერპეს ვირუსით დასნებოვნებისას ეს არის წვის და ფხანვის შეგრძნება. ეს საწყისი სიმპტომები ჩნდება დღისით ან დაწყლულებების გამოჩენის შემდეგ. რამოდენიმე დღის შემდეგ ეს დაწყლულებები ხდება სითხით შევსებული – ყალიბდება პუსტულები. რამოდენიმე დღის შემდეგ კი სკდება და წებოვანი სითხე იწყებს დენას, რომელიც შემდეგ ფუფხად გადაიქცევა და დაიწყება გამოჯანმრთელების პროცესი. საერთო ჯამში გამონაყარი კანზე რჩება 7-10 დღის განმავლობაში. თუმცა ხანდახან ორალური(პირის, პირის ღრუს) ჰერპესის სრულ ალაგებას 2-3 კვირა სჭირდება. როცა ადამინი პირველად განიცდის ჰერპესული ინფექციის შემოტევას მას შეიძლება შემდეგი სიმპტომები აღენიშნებოდეს 1. ტემპერატურის მომატება 2. ჭინჭრის ციება 3. შესივებული ლიმფური კვანძები როცა ვირუსი პირველად შეიჭრება ორგანიზმში ის აღწევს ნერვებში, რომლებიც აინერვირებენ კანის ნაწილს რომელზეც შემდეგ გამონაყარი რჩება. ეს შეტევები საკმაოდ ხშირია და არ ექვემდებარება განკურნებას. პირველი შემოტევა ყოველთვის ყველაზე ცუდად მიმდინარეობს, შემდგომში კი ისე მწვავედ აღარ მიმდინარეობს. ასევე შეიძლება დაინიშნოს ანტივირუსული მკურნალობა, რომელიც სიმპტომებს ამსუბუქებს და გამონაყარის ხანგრძლივობას ამცირებს. მისი მაპროვოცირებელი ფაქტორებია 1. ემოციური სტრესი 2. ცხელება 3. მზეზე დიდხანს ყოფნა 4. მენსტრუაცია 5. ქირურგიული ჩარევა

წყარო

სკანირება
QR კოდი
shenisilamaze.ge
სტატიის ციტირება

შენი სილამაზე. (2024). რა არის ჰერპესის გამომწვევი მიზეზი. 23 მაისი, 2024. https://shenisilamaze.ge/herpesi/

გაზიარებაFacebookLinkedInXTelegramWhatsApp
© 2024 შენი სილამაზე · Public Health Institute of Georgia (PHIG)
READ  რატომ არის ძილი მნიშვნელოვანი თქვენი ჯანმრელობისთვის
გაუზიარეთ ეს სტატია
მთავარი რედაქტორი
მთავარი რედაქტორი — ქალის ჯანმრთელობა და სიახლეები. აშუქებს ჰორმონულ ჯანმრთელობას, ორსულობასა და პროფილაქტიკას, ინტერვიუებს ექიმებთან და ინდუსტრიის სიახლეებს.
კომენტარები ჯერ არ არის