ობის მოშორება კედლიდან ბუნებრივი საშუალებებით

ამ ხერხების დახმარებით თქვენ სახლს ყველაზე სწრაფად და მოხერხებულად დაასუფთავებთ

ნინო გელაშვილი
ნინო გელაშვილი - ჟურნალისტი
2 წუთიანი წაკითხვა
#image_title
გაზიარებაFacebookLinkedInXTelegramWhatsApp

სახლის დალაგება საკმაოდ შრომატევადი ოროცესია. მაგრამ ამ ხერხების დახმარებით საქმეა გაიმარტივებთ

ამ ხერხებით შეძლებთ სახლი ბევრად ეფექტურად და ხარისხიანად დაალაგოთ, თანაც უფრო მოკლე დროში:
სამზარეულოს დასუფთავება

ხის დაფებისა და ზედაპირების გასაწმენდად მოაყარეთ მათზე მარილი და დაასხით ნახევარი ლიმონის წვენი. დამწვარი ჭურჭლის გასაწმენდად კი აურიეთ ერთმანეთში ძმარი და სოდა. ამ მიქსს თითქმის ყველაფრის მოშორება შეუძლია თქვენი ჭურჭლის ზედაპირიდან.

 ტუალეტის გაწმენდა

თუ დაიღალეთ ჭუჭყიანი საშხაპის თავის ყურებით, უბრალოდ შემოახვიეთ მას ძმრით სავსე პარკი და დატოვეთ ასე 1 საათით. ამის შემდეგ უბრალოდ ჩამორეცხეთ და დატკბით სუფთა აქსესუარით.

ასევე, თქვენი ონკანის ზედაპირის გასაწმენდად შეგიძლიათ გრეიფრუტის წვენი გამოიყენოთ. უბრალოდ გაწმინდეთ მთლიანი ზედაპირი მასში დასველებული საწმენდით და დატოვეთ ასე გასაშრობათ 10–15 წუთის განმავლობაში. შემდეგ ცხელი წყლით ჩამორეცხეთ და დაუბრუნეთ ახალნაყიდი ნივთის იერი. ეს მეთოდი სააბაზანოში კარგ სურნელსაც დააყენებს.

უნიტაზის მოვლა

ყველაზე მოხერხებული საშუალება უნიტაზის გასაწმენდად კბილის პასტაა. ასევე მისი გარე ნაწილის გასახეხად კი მარტივად შეგიძლიათ უბრალოდ ბავშვის სველი ხელსაწმენდები გამოიყენოთ. მათი დახმარებით 30 წამში თქვენი სააბაზანო უნაკლო იქნება.

 კატის ქვიშის ყუთის მოვლა

ქვიშის ცუდი სუნის მოშორება მარტივადაა შესაძლებელი. შემდეგ ჯერზე, როდესაც კატის ყუთს გარეცხავთ, ამოავლეთ იგი ძმარში და ეს ნივთიერება სრულიად შეიწოვს კედლებზე მიწებებულ უსიამოვნო არომატს. შემდეგ აცალეთ გაშრომა და რამდენიმე წუთის განმავლობაში გარეცხეთ თბილი წყლით.

#drpkhakadze #pitskhelauri

გაიგეთ მეტი ჩვენს ტელეგრამ არხზე შემოგვიერთდით ტელეგრამზე: https://t.me/SheniEkimi

 

 

სკანირება
QR კოდი
shenisilamaze.ge
სტატიის ციტირება

შენი სილამაზე. (2024). ამ ხერხების დახმარებით თქვენ სახლს ყველაზე სწრაფად და მოხერხებულად დაასუფთავებთ. 28 აგვისტო, 2024. https://shenisilamaze.ge/%e1%83%90%e1%83%9b-%e1%83%ae%e1%83%94%e1%83%a0%e1%83%ae%e1%83%94%e1%83%91%e1%83%98%e1%83%a1/

გაზიარებაFacebookLinkedInXTelegramWhatsApp
© 2024 შენი სილამაზე · Public Health Institute of Georgia (PHIG)
READ  დიასახლისების საიდუმლო სახლის დალაგებაშია
გაუზიარეთ ეს სტატია
ჟურნალისტი
ჟურნალისტი — თმა, მაკიაჟი და პროდუქტები. ტესტავს და მიმოიხილავს კოსმეტიკას, წერს თმის მოვლაზე, მაკიაჟის ტექნიკასა და ფრჩხილების ჯანმრთელობაზე.
კომენტარები ჯერ არ არის