კვირა, აპრილი 19, 2026
- Advertisement -
Google search engine
მთავარიUncategorizedდახვეწილი სილამაზე, რომელიც სალვადორ დალის მუზაც კი გახდა

დახვეწილი სილამაზე, რომელიც სალვადორ დალის მუზაც კი გახდა

ამ სკანდინავიელი ლამაზმანის სახელი შესაძლოა არ გეცნოთ, მაგრამ მის ნაკვთებში თავის ქალიშვილს, უმა თურმანს აუცილებლად ამოიცნობთ. ნენა ფონ შლებრიუგე 60-იანი წლების საკმაოდ ცნობილი მოდელი გახლდათ, მისი სიმპათიური სახე არაერთხელ გამოჩენილა ჟურნალებში Vogue და Harper’s Bazaar.

 

 

1

 

1941 წელს მეხიკოში შვედი ბირგიტ ჰომლსვისტისა და გერმანელი არისტოკრატის, ბარონ ფრიდრიხ კარლ ფონ შლებრიუგეს ოჯახში ქალიშვილი, ბრიგიტ კაროლინი დაიბადა.

 

2

 

გოგონას  დედისგან არაჩვეულებრივი გარეგნობა ერგო, მამისგან კი – არისტოკრატული შარმი.

 

3

 

ნენას დედა, ბირგიტი, სახელოვანი მოქანდაკის აქსელ ებეს ცნობილი ქმნილებისთვის ”ჩახუტება” პოზირებდა ახალგაზრდობაში. ქანდაკება დღემდე ეგებება გემებს სკანდინავიური ნახევარკუნძულის ერთ-ერთ პორტში, პატარა კონცხზე.

 

4

 

1955 წელს, Vogue-ში მომუშავე ფოტოგრაფი, ნორმან პარკინსონი თავის საქმეებზე სტოკჰოლმში გაემგზავრა, სადაც 14 წლის ნენა შენიშნა. სწორედ ეს შეხვედრა გახდა ახალგაზრდა ლამაზმანის სამოდელო კარიერის საწყისი. 2 წლის შემდეგ ნენა ლონდონში გადავიდა საცხოვრებლად და მაღალი მოდის სამყაროში სერიოზული კარიერით დაკავდა.

 

 

5

 

გოგონას წარმოუდგენელი წარმატება ელოდა – მას მალევე ნიუ იორკის სამოდელო სააგენტოში Ford კონტრაქტის გაფორმება შესთავაზეს.

 

 

10

 

12

 

ნენამ სიამოვნებით მიიღო წინადადება და სხვა კონტინენტზე გაემგზავრა, სადაც ჟურნალებთან Vogue და Harper’s Bazaar დაიწყო თანამშრომლობა. გოგონას იმ დროის საუკეთესო ფოტოგრაფები იღებდნენ – რიჩარდ ავედონი, უილიამ კლაინი, ბერტ შტერნი და ნორმან პარკინსონი.

 

6

 

ფოტოგრაფები ნენას არისტოკრატულობას, დახვეწილობასა და შარმს მომგებიანად იყენებდნენ – სასახლეების უმდიდრეს ინტერიერებში იღებდნენ ლამაზ სამოსებში. გოგონას არისტოკრატული გარგნობა ამ ყველაფერს ბუნებრივად ერწყმოდა.

 

7

 

9

 

 

ნენას დახვეწილი სილამაზე თანამედროვეობის უამრავ ფოტოგრაფსა თუ მხატვარს შთააგონებდა. ამბობენ, რომ  სალვადორ დალის მუზაც გახდა, რომელმაც 1963 წელს ლამაზმანი ექიმ-ფსიქიატრს, ტიმოთი ლირის გააცნო.

 

8

 

1 წლის შემდეგ ტიმოთი და ნენე  მილიარდერ უილიამ ჰიჩკოკის მდიდრულ ვილაში დაქორწინდნენ.

READ  ფერად ბუშტებში მავნე ნივთიერებები დაფიქსირდა - „თუ თქვენ შეიძინეთ აღნიშნული ბუშტები, გთხოვთ, დაგვიბრუნოთ“

 

 

11

 

ქორწინებამ მხოლოდ 1 წელიწადს გასტანა. 2 წლის შემდეგ კი ნენე საოცრად ექსტრავაგანტულ ადამიანს – რობერტ თურმანს გაჰყვა ცოლად. რობერტი  პირველი ამერიკელი იყო, რომელიც თვით დალაი ლამამ აღკვეცა ბერად.

 

15

 

 

წყვილი დღემდე ჰარმონიულად ცხოვრობს, მათ ოთხი შვილი ჰყავთ, ერთ-ერთი  – ცნობილი მსახიობი უმა თურმანი გახლავთ, რომელიც ძალიან ჰგავს დედას.

 

13

 

უმა 1970 წელს დაიბადა. მისი სახელი ”ნეტარების გამზიარებელს” ნიშნავს. ნენამ შვილების დაბადების შემდეგ სამოდელო კარიერა დაასრულა და მეუღლის იდეებს იზიარებდა – ბუდიზმის აქტიურ პოპულარიზაციას ეწეოდა შტატებში და დიპლომირებული ფსიქოლოგიც გახდა.

 

 

16

 

დღეს ნენა ტიბეტური მედიცინის Menla Mountain Retreat აღმასრულებელი დირექტორია, ამაყობს  წარმატებული და ნიჭიერი შვილებით, და კვლავაც რჩება ისეთივე არისტოკრატ-ლამაზმანად და უბრალოდ ბედნიერ ქალად.

#drpkhakadze  #shenisilamaze  #gochadze

წყარო:http://dudana.kvirispalitra.ge

author avatar
SheniSilamaze.ge
#drpkhakadze
მსგავსი სიახლეები

[fetch_posts]

spot_img

ბოლო სიახლეები

შენიექიმი
sheniekimi.ge · PHIG
გამარჯობა 👋
სასურველი სერვისი აირჩიეთ ქვემოთ
⚡ გადაუდებელი შემთხვევა?
მყისიერი სამედიცინო დახმარება
📞 112
🩺
სიმპტომების შეფასება
150 კლინიკური სცენარი · WHO · AHA · NICE · 29 CDR
💉
ვაქცინაციის კალენდარი
WHO · ECDC · NCDC საქართველო 2025
💊
დანამატების შემოწმება
supplement.ge — 2,095 ინგრედიენტი
ℹ️ეს სისტემა ახდენს ტრიაჟს — არა დიაგნოზს. ყოველი გადაწყვეტილება დაფუძნებულია WHO, AHA, NICE, BTS სახელმძღვანელოებზე. ექიმის კონსულტაცია სავალდებულოა.
პირადი ინფორმაცია
სიმპტომების ზუსტი შეფასებისთვის შეიყვანეთ ასაკი და სქესი
👤სავალდებულო
📏 ანთროპომეტრია
სიმაღლე · წონა · BMI — არასავალდებულო
🩺 სასიცოცხლო მაჩვენებლები
წნევა · პულსი · ტემპერატურა · SpO2 — არასავალდებულო
ნორმა: 90–129
ნორმა: 60–100
36–37.2
12–20
≥95%
სიმპტომების შეფასება
აირჩიეთ სცენარი სისტემის მიხედვით
🔍
კითხვა 1 / 1
📋 მტკიცებულებითი საფუძველი
World Health Organization (WHO) — IMAI სახელმძღვანელო
American Heart Association (AHA) / ACC
National Institute for Health and Care Excellence (NICE)
ICD-11 (2025) · World Health Organization
ეს ინსტრუმენტი ახდენს ტრიაჟს — არა დიაგნოზს. სიმპტომები შეიძლება მიუთითებდეს — ეს არ ნიშნავს, რომ დაავადება გაქვთ. ექიმის კონსულტაცია სავალდებულოა.
📰 სიახლეები ყველა ›
ვაქცინაციის კალენდარი
აირჩიეთ ასაკობრივი ჯგუფი
WHO ECDC NCDC 2025
📚წყარო: NCDC საქართველო 17.09.2025 · WHO · ECDC
ასაკობრივი ჯგუფი
📚წყარო: NCDC საქართველო 17.09.2025 · WHO · ECDC
📰 ვაქცინაციის სიახლეები ყველა ›
დანამატების შემოწმება
გადადით supplement.ge-ზე და შეამოწმეთ ნებისმიერი პროდუქტი
SUPPLEMENT.GE
საქართველოს სასურსათო დანამატების უსაფრთხოების შემოწმების სისტემა
📊 2,095 ინგრედიენტი 📦 688 პროდუქტი
supplement.ge-ზე გადასვლა
ახალი ფანჯარა გაიხსნება
რას შეგიძლიათ შეამოწმოთ
🔬
ინგრედიენტის შემოწმება
NIH · EU · FDA · Health Canada მონაცემები
📷
ეტიკეტის სკანირება
AI ამოიცნობს ყველა ინგრედიენტს ფოტოდან
🌍
ქვეყნის მიხედვით სტატუსი
რეგულაცია 14 ქვეყანაში — აშშ, ევროკავშირი, კანადა
⚠️
წამალთან ინტერაქცია
აუცილებელი გაფრთხილებები მიმდინარე მკურნალობისას
✅ supplement.ge — საქართველოში ერთადერთი სრული სისტემა დანამატების უსაფრთხოების შესაფასებლად, PHIG-ის (საზოგადოებრივი ჯანდაცვის ინსტიტუტის) კონტროლით.