ტექსტი:
ციფრულ სამყაროში ჩაგვრის მსხვერპლი შეიძლება ნებისმიერი ადამიანი გახდეს, თუმცა ამის მიმართ განსაკუთრებით მოწყვლადები მოზარდები არიან.
ამ ვიდეოში კიბერბულინგის გავრცელებულ ფორმებსა და მისგან თავის დაცვაზე ვისაუბრებთ.
მოზარდებში კიბერბულინგის ყველაზე გავრცელებული ფორმებია:
- 
შევიწროება — მსხვერპლის დარცხვენა, დაშინება ან მისი დაცინვა. 
- 
შანტაჟი — ფოტო- ან ვიდეომასალის, პირადი მიმოწერის ამსახველი ე.წ. „სქრინების“ ან, ზოგადად, ნებისმიერის სახის პირადი ინფორმაციის გავრცელებით დამუქრება. 
- 
მიზანმიმართული გარიყვა — მსხვერპლის რაიმე ჯგუფიდან განზრახ გარიცხვა. 
- 
იმპერსონიზაცია — მსხვერპლის სახელით ყალბი პროფილის შექმნა. 
- 
ე.წ. „ქეთფიშინგი“ — ყალბი იდენტობით სოციალურ ქსელებში ხალხთან კომუნიკაცია. განსაკუთრებით ხშირია გაცნობის საიტებზე. 
კიბერბულინგი ფსიქიკური ჯანმრთელობის სერიოზულ პრობლემებს იწვევს, მათ შორის:
- 
დეპრესიას 
- 
შფოთვას 
- 
ძილის დარღვევას 
- 
საჭმლის მომნელებელი სისტემის პრობლემებს 
- 
გაღიზიანებასა და სტრესს 
- 
დაუცველობის შეგრძნებას 
- 
უიმედობის, მარტოსულობისა და უძლურების განცდას. 
თუ კიბერბულინგის მსხვერპლი ხართ:
- 
ესაუბრეთ თქვენთვის სანდო უფროსებს ამაზე; 
- 
ეცადეთ, ყურადღება არ მიაქციოთ მჩაგვრელს; 
- 
შეინახეთ კიბერბულინგის ყველა მტკიცებულება; 
- 
დაბლოკეთ ის ანგარიშები, რომლებიც თავს ცუდად გაგრძნობინებთ; 
- 
მოერიდეთ უცხო ხალხთან ონლაინ კომუნიკაციას; 
- 
ფოტო ან ვიდეომასალის გაგზავნამდე, დარწმუნდით, რომ ადრესატი ნამდვილად სანდოა. 
გახსოვდეთ, რომ კიბერბულინგთან გამკლავება შესაძლებელია. ამისთვის საჭიროა უსაფრთხოების ზომების დაცვა, სანდო უფროსებთან კომუნიკაცია და მათი მხარდაჭერის მიღება.
სცენარის ავტორი: ვერო მელუა
გრაფიკული დიზაინერი: ანო ნეფარიძე
მოუშენ დიზაინერი: იერვანდ მურადიანი



