მცენარეები ოჯახში რომლებიც ფენ-შუის მიხედვით ნეგატიურ ენერგიას იწვევენ

ეს მცენარეები ოჯახში ჩხუბსა და გაუგებრობას იწვევენ – ფენ-შუის რჩევები

ნინო გელაშვილი
ნინო გელაშვილი - ჟურნალისტი
3 წუთიანი წაკითხვა
#image_title
გაზიარებაFacebookLinkedInXTelegramWhatsApp

თურმე ჯანმრთელობისთვის და ოჯახის კეთილდღეობისთვის საზიანო ინტერიერში არა მხოლოდ ნახატები და ფერები შეიძლება იყოს, ასევე მცენარეები შეიძლება  ოჯახურ ბედნიერებაზე ნეგატიური გავლენას ახდენდნენ.

მცენარეები რომლებიც საფრთხეს ქმნიან ოჯახში, ჩხუბის, უთანხმოების და განქორწინების თავიდან ასაცილებლად, ყურადღება მიაქციეთ ყვავილების შემდეგ ჩამონათვალს, რომლებიც, ფენ შუის მიხედვით, ყველა უსიამოვნების მთავარი მიზეზი ხდება.

ლოუსონია

ფენგ შუის მიხედვით, ლოუსონია არასასიამოვნო მცენარედ ითვლება, ამბობენ, რომ ის ნეგატივს და ზიანს აყენებს ოჯახის წევრებს. ასევე ითვლება, რომ ლაუსონიას არსებობა ამცირებს ოჯახში დადებით ენერგიას, ზრდის კონფლიქტის ალბათობას და საფრთხეს უქმნის ოჯახის წევრთა ჯანმრთელობას. გარდა ამისა, ეს

მცენარე  ქრონიკულ დაღლილობას და ძილის პრობლემებს იწვევს.

აკაცია

აკაციის ეკლიან ტოტებს ოჯახში უარყოფითი ენერგიის შემოტანა შუძლია. ეს მცენარე კონფლიქტთან და მტრულ ურთიერთობასთან ასოცირება. ამ მცენარეს თავისუფლად შეუძლია ჩხუბის პროვოცირება, რაც ოჯახში შფოთვისა და დეპრესიის, სკანდალებისა და განშორებების მიზეზიც კი შეიძლება გახდეს.

თამარინდი

ამბობენ, რომ თამარინდს ოჯახში შემოაქვს ნეგატივი, რაც ურთიერთობებში იწვევს ჩხუბს და ბზარს, ამცირებს ჰარმონიასა და პროგრესს ოჯახში. ამ მცენარეს ასევე ფინანსური პრობლემები და სხვა დაბრკოლებები მოაქვს.

გამხმარი ყვავილები

გამხმარი ყვავილების არსებობა სახლში პრობლემების, დაავადებებისა და სიღარიბის მოზიდვასთან ასოცირდება. ეს პრობლემები უკავშირდება არა მხოლოდ ჯანმრთელობას, არამედ ფინანსებს, ამიტომ სასწრაფოდ უნდა მოიშორო თავიდან გამხმარი ყვავილები, წინააღმდეგ შემთხვევაში ჩხუბის, და უთანხმოების თავიდან აცილება შეუძლებელი იქნება.

ბონსაი

ბონსაი არის მინიატურული ხეების გაშენების ხელოვნება და მრავალი წლის განმავლობაში გამოიყენება რამდენიმე კულტურაში. მაგრამ, სამწუხაროდ, ბონსაის ხეები, მიუხედავად მათი სილამაზისა, უარყოფითად მოქმედებს ადამინებზე, რადგან მათ შეუძლიათ მოიზიდონ უბედურება, უარყოფითი ენერგიები და პრობლემები (მათ შორის ფინანსური). გარდა ამისა, ითვლება, რომ ბონსაის ხეები დიდ ადგილს იკავებს და ბევრ მტვერს აგროვებს, შედეგად სახლი ივესება მძიმე ენერგიით, რამაც შეიძლება გამოიწვიოს თავის ტკივილი, დაღლილობა და გაღიზიანება.

READ  როგორ წარმოიშვა და განვითარდა კორონავირუსი. როგორ მოქმედებენ ვირუსები და კორონავირუსები ადამიანებზე: ბაქტერიოლოგის პასუხი.

კალადიუმი

კალადიუმი მრავალწლიანი მცენარეა, რომელიც პოპულარულია თავისი განსაცვიფრებელი სილამაზით. ის ხშირად გვხვდება ინტერიერის დიზაინში, განსაკუთრებით როგორც ქოთნების ან ლარნაკების დეკორაცია. თუმცა, ფენ-შუის მიხედვით, ამ მცენარეს მოაქვს უბედურება და დაბრკოლებები, ასევე ჩხუბი და უთანხმოება ოჯახის წევრებს შორის.

დიფენბახია

დიფენბახია ფოთლოვანი ტროპიკული მცენარეა, რომელიც ასევე პოპულარულია ინტერიერის დიზაინში. იგი ცნობილია თავისი გამორჩეული ფორმის გრძელი ფოთლებით. ფენ შუის მიხედვით, ეს მცენარე ძალიან უარყოფითად მოქმედებს ოჯახურ ურთიერთობებზე, შემოაქვს ნეგატივი, იწვევს ჩხუბს და კონფლიქტს ოჯახში, გარდა ამისა, ითვლება, რომ დიფენბახიამ შეიძლება ჯანმრთელობის პრობლემები და მოთენთილობა გამოიწვიოს.

#drpkhakadze #pitskhelauri

გაიგეთ მეტი ჩვენს ტელეგრამ არხზე შემოგვიერთდით ტელეგრამზე: https://t.me/SheniEkimi

სკანირება
QR კოდი
shenisilamaze.ge
სტატიის ციტირება

შენი სილამაზე. (2024). ეს მცენარეები ოჯახში ჩხუბსა და გაუგებრობას იწვევენ – ფენ-შუის რჩევები. 28 აგვისტო, 2024. https://shenisilamaze.ge/%e1%83%9b%e1%83%aa%e1%83%94%e1%83%9c%e1%83%90%e1%83%a0%e1%83%94%e1%83%94%e1%83%91%e1%83%98-2/

გაზიარებაFacebookLinkedInXTelegramWhatsApp
© 2024 შენი სილამაზე · Public Health Institute of Georgia (PHIG)
გაუზიარეთ ეს სტატია
ჟურნალისტი
ჟურნალისტი — თმა, მაკიაჟი და პროდუქტები. ტესტავს და მიმოიხილავს კოსმეტიკას, წერს თმის მოვლაზე, მაკიაჟის ტექნიკასა და ფრჩხილების ჯანმრთელობაზე.
კომენტარები ჯერ არ არის