ორშაბათი, აპრილი 21, 2025
- Advertisement -spot_img
მთავარიბლოგიროგორ შევინარჩუნოთ ლამაზი ღიმილი

როგორ შევინარჩუნოთ ლამაზი ღიმილი

ჯანსაღი კბილები ნიშნავს ლამაზ ღიმილს, ლამაზი ღიმილი კი თქვენი თავდაჯერებულობის საწინდარია.

მერლინ მონროს ფრაზას თუ გავითვალისწინებთ – „ღიმილი საუკეთესო მაკიაჟია, რომელიც შეიძლება რომ ქალმა ატაროს“. თუმცა, ეს ყოველივე საჭირო და აუცილებელია არა მხოლოდ ქალბატონებისთვის, არამედ მამაკაცებისთვისაც.

 

ამიტიტომ გირჩევთ რამდენიმე მნიშვნელოვან პროცედურასა თუ ყოველდღიურ რუტინას, რომელიც უნდა გაითვალისწინოთ, თუ ლამაზი ღიმილის შენარჩუნება დიდი ხნით გსურთ.

როგორ შევინარჩუნოთ ლამაზი ღიმილი | შენი სილამაზე

ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ფაქტორი კბილების მოვლის პროცესში ჰიგიენური ნორმების დაცვაა, რაც გულისხმობს დილა-საღამოს კბილების გახეხვას, რათა თავიდან აიცილოთ ზედმეტი ნადების გაჩენა. ასევე, აუცილებელია, ეგრეთ წოდებული „თეთრი დიეტა“, რაც ნიშნავს მუქი ფერის სასმელის თუ საკვების შემცირებას დღის რაციონში. მაგალითად, როგორიცაა: ჩაი, კოკა-კოლა, ყავა, წითელი ღვინო და ა.შ.

არანაკლებ აუცილებელია კბილების პროფესიონალური წმენდა, ეს ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული მეთოდია პირის ღრუს დაავადებების პროფილაქტიკაში. პროცედურა უნდა ჩაიტაროთ 4-6 თვეში ერთხელ, თუ გსურთ იდეალური ჰიგიენის შენარჩუნება. წინააღმდეგ შემთხვევაში, ის რბილი ნადები, რომელიც ყოველდღიურად რჩება ჩვენს კბილებზე, გარდაიქმნება კბილის ქვად, რაც დროთა განმავლობაში იწვევს კარიესსა და უსიამოვნო სუნს პირის ღრუში.

წყარო 

 

 

author avatar
SheniSilamaze.ge
#drpkhakadze
READ  ნინო კასრაძე -პირადი ცხოვრება და კარიერა
მსგავსი სიახლეები

[fetch_posts]

spot_img

ბოლო სიახლეები