8 სახის უწესრიგობა სახლში, რომელიც ადამიანის სხვადასხვა კომპლექსზე მიუთითებს

0
17
#image_title

რაზე ამახვილებთ ყურადღებას, როცა სტუმრად მიდიხართ მეგობართან ან ნაცნობთან? ზოგი ინტერიერს და დეკორს აფასებს, სხვები აღნიშნავენ რომელი წიგნები ედოთ თაროებზე, ზოგი კი შინაურ ცხოველებზე აკეთებს აქცენტს. ზოტა თუ კონცენტრირდება უწესრიგობაზე, რასაც ბევრი რამის თქმა შეუძლია ადამიანსა და მის კომპლექსებზე.

1. შემოსასვლელი

8 სახის უწესრიგობა სახლში, რომელიც ადამიანის სხვადასხვა კომპლექსზე მიუთითებს

არეულობა შემოსასვლელ კართან და ჰოლში ხშირად მალავს ადამიანებთან კონტაქტის შიშს. ტოვებენ რა ჩანთებს, პარკებს, ქოლგებს და სხვა ნივთებს ბინის ამ ნაწილში, ადამიანები სხვებისგან განმარტოვდებიან. მსგავს ადამიანს უჭირს ახალი ადამიანების გაცნობა, დიდი კამპანიები კი მას დისკომფორტს უქმნის. ეს ასევე საუბრობს ქრონიკულ დაღლილობაზე და სურვილზე სასწრაფოდ ჩამოიხსნათ საზრუნავები და დაისვენოთ.

2. სამზარეულო

8 სახის უწესრიგობა სახლში, რომელიც ადამიანის სხვადასხვა კომპლექსზე მიუთითებს

გაურეცხავი ჭურჭლის მთები და ჭუჭყიანი გარნიტურა მორყეულ ნერვებზე და ემოციურად არასტაბილურ მდგომარეობაზე მიუთითებენ. შესაძლებელია, არეული სამზარეულოს მქონე ბინის მაცხოვრებელი შფოთვითი ფიქრებით ან დეპრესიით იტანჯება. ამ შემთხვევაში ადამიანს ესაჭიროება დაძლიოს ის, რათა შეასრულოს ის მარტივი სამუშაო მაინც, როგორიც ჭურჭლის დარეცხვაა.

მეორე ვარიანტია, რომ ადამიანი ნარცისიზმით და მსუბუქი დამოკიდებულებით გამოირჩევა: “საჭიროას” და “მინდას” შორის ის ირჩევს მეორეს და ტოვებს ჭურჭელს სხვა დროისთვის. ასეთი ადამიანები დღევანდელი დღით ცხოვრობენ.

3. მაგიდის უჯრები

8 სახის უწესრიგობა სახლში, რომელიც ადამიანის სხვადასხვა კომპლექსზე მიუთითებს

ქაოსი და სიბინძურე უჯრებში მაშინ, როცა ბინას გარეგნული იერსახე მოწესრიგებული აქვს, პერფექციონისტს გასცემს. შენიშნეთ მსგავსი რამ ვინმესთან? ის ცდილობს ყველას მოაწონოს თავი და ყველაფერი იდეალურად აკეთოს. შესაძლოა აქვს არარეალისტური მოლოდინები და ბრაზდება როცა ისინი არ მართლდებიან.

4. საწერი მაგიდა

8 სახის უწესრიგობა სახლში, რომელიც ადამიანის სხვადასხვა კომპლექსზე მიუთითებს

ბევრი ნივთი მაგიდაზე ადამიანში შემოქმედებით კონფლიქტზე მიუთითებს, ისევე როგორც ინფანტილიზმსა და ყველა საქმის სამომავლოდ გადადებაზე. ხოლო, მაგიდა, რომელზეც ნივთები ფერების მიხედვით არის დალაგებული, მიუთითებს ადამიანის სურვილზე ყველაფერი აკონტროლოს.

5. საწოლი

8 სახის უწესრიგობა სახლში, რომელიც ადამიანის სხვადასხვა კომპლექსზე მიუთითებს

ადამიანი, რომლის საწოლიც მეორე კარადაა ტანსაცმლის, კოსმეტიკის, წიგნების თუ ჭურჭლის, პირად ცხოვრებაში სირთულეებს ხვდება. ეს შეიძლება იყოს განქორწინება ან ჩხუბები საყვარელ ადამიანთან. ამ შემთხვევაში ადამიანს მავნე ჩვევები უვითარდება, მაგალითად საწოლის დანაგვიანება, როგორც პირადი ცხოვრების პრობლემისგან ყურადღების გაფანტვა. ეს გასცემს მარტოსულ ადამიანსაც, რომელსაც ძალიან სურს ურთიერთობაში ყოფნა. საძინებელი აღიქმება როგორც რომანტიკული ადგილი, ამიტომაც პრობლემებიც ამ მიმართულებით იგულისხმება.

6. ფანჯრები და რაფები

8 სახის უწესრიგობა სახლში, რომელიც ადამიანის სხვადასხვა კომპლექსზე მიუთითებს

მტვერი ამ ადგილებში საუბრობს ან დეპრესიაზე ან სურვილის დაკარგვაზე იყურო მომავლისკენ. ასეთი ადამიანები წარსულით ცხოვროვებ და ძალიან მგრძნობიარე ნატურები არიან, ისევე როგორც საინტერესო მოსაუბრეები.

7. აივანი / ფარეხი

8 სახის უწესრიგობა სახლში, რომელიც ადამიანის სხვადასხვა კომპლექსზე მიუთითებს

ყოფილ საბჭოთა ბინებში ბევრს აქვს აივანი და ფარეხი სავსე არასასურველი ნივთებით. ეს საუბრობს შიშებზე: იმ პერიოდის გავლენით ადამიანი მიეჩია, რომ ყველაფერი დეფიციტშია და შესაძლოა პურის გარეშეც დარჩეს. ამიტომაც, ძველი ნივთების თავმოყრა ეხმარება გაუმკლავდეს ფობიებს, შიშებს და უსაფრთხოების ილუზია შეიქმნას. პრობლემები ძველი ნივთების ვერ მოშორებასთან დაკავშირებით, შფოთვას და გადაწყვეტილებების მიღების სირთულეს უკავშირდება.

8. ბინა მთლიანად

8 სახის უწესრიგობა სახლში, რომელიც ადამიანის სხვადასხვა კომპლექსზე მიუთითებს

ამ შემთხვევაში ადამიანი ძლიერადაა დამოკიდებული გარშემომყოფთა აზრზე. ბინა შესაძლოა სუფთა და დალაგებული იყოს, მაგრამ სკამზე მუდამ ეყაროს სამოსი, ან გარეცხილი ტანსაცმელი ვერ ხვდებოდეს კარადაში. რუტინული საქმეების გადადება პასიური აგრესიის ნიშანი შეიძლება იყოს. ამიტომაც უწესრიგობის მიზეზი სიბრაზეა, რომელიც ადამიანს სურს თავის თავში ჩაახშოს.

ასევე, ადამიანს არ შეუძლია სიტუაციასთან ადაპტირდეს. თუ ინახავს არასასურველ ნივთებს, არ შეუძლია გაუშვას სიტუაცია და წარსულით ცხოვრობს.

გვეხმარება კი დალაგება პრობლემის გადაჭრაში?

8 სახის უწესრიგობა სახლში, რომელიც ადამიანის სხვადასხვა კომპლექსზე მიუთითებს

მექანიკური ქმედებები: ჭურჭლის გარეცხვა, ფანჯრების გაწმენდა, ნივთების დალაგება სადარდებელს გვავიწყებენ. ეს კონსტრუქციული ხერხია გავუმკლავდეთ რთულ სიტუაციებს. თუმცა, უნდა გვესმოდეს, რომ პრობლემები და კონფლიქტები დალაგების შემდეგ არ ქრებიან  ესაა მეთოდი გავუმკლავდეთ მათ აქ და ახლა.

მასალის გამოყენების პირობები

დატოვე პასუხი

გთხოვთ, მიუთითოთ თქვენი კომენტარი!
გთხოვთ, შეიყვანოთ თქვენი სახელი აქ