დაფნის ფოთოლი კოსმეტიკურ პროდუქტებთან ერთად კანის მოსავლელად

დაბერების № 1 მტერი. დაფნის ფოთოლი სახეზე და პრობლემები უკვალოდ ქრება!

თაკო ფხაკაძე
თაკო ფხაკაძე - სილამაზის რედაქტორი
2 წუთიანი წაკითხვა
დაფნის ფოთოლი - დაბერების № 1 მტერი, რომელიც ბუნებრივად ახალგაზრდავებს კანს. აღმოაჩინეთ როგორ გამოიყენოთ ეს ბუნებრივი საუნჯე ეფექტური კანის მოვლისთვის.
გაზიარებაFacebookLinkedInXTelegramWhatsApp

გამოხატული დაბერების საწინააღმდეგო თვისებები, ასევე კანის აღდგენა და ანტიოქსიდანტური ეფექტი  –  დაფნის ფოთლის სახეზე გამოყენების შედეგად მიიღება. ალბათ ბევრს უარი უთქვამს დაფნის ფოთლის  გამოყენებაზე, როგორც სანელებელი, მისი მძაფრი სუნის გამო, მაგრამ მასზე დაფუძნებული ნიღაბი და ლოსიონები ძალიან ძვირფასი პროფესიონალური იარაღებია.

 

რეგულარული გამოყენება ასუფთავებს ფორებს, ატენიანებს კანს და აღადგენს, კანს ხდის ელასტიურს, ადეზინფიცირებს და ებრძვის კანის დაავადებების წარმოქმნას.

ბევრი თვისებით გამოირჩევა, მაგრამ ძნელია დეტალურად აღწერა, სჯობს თავად სცადოთ და დარწმუნდეთ მის ეფექტურობაში.

ნიღაბი სახისთვის

 

დაფქვით 8 გ დაფნის ფოთოლი. ჩაყარეთ მშრალ კონტეინერში, დაასხით 100 მლ  ზეითუნის ზეთი და დაამატეთ 2 ს/კ. შვრია დანამატების გარეშე. დაახურეთ კონტეინერს დაკარგად შეანჯღრიეთ.

 

როცა შვრია გაფუვდება, დაიდეთ ნიღაბი სუფთა სახესა და ყელზე. ნახევარი საათის შემდეგ ჩამოიბანეთ. გააკეთეთ ეს კვირაში ორჯერ.

ნახარში პრობლემური კანისთვის

 

აადუღეთ 100 მლ წყალი. დაამატეთ 10 გრამი დაფქვილი დაფნის ფოთოლი და 2 წუთი ადუღეთ. შემდეგ კარგად გააციეთ და გაწურეთ. ერთი კვირის მანძილზე დღეში ერთხელ გამოიყენეთ, როგორც კანის მატონიზირებელი საშუალება.

 

ეს ნახარში შეინახეთ მაცივარში. როცა კანზე სითხე შეშრება, წაისვით დღის კრემი და შემდეგ ჩვეულებრივი მაკიაჟი.

ლოსიონი ცხიმიანი კანისთვის

 

ცხიმოვანი ჯირკვლების ნორმალური მუშაობისთვის, დაფქვით 5 ცალი დაფნის ფოთოლი, დაასხით 200 მლ მდუღარე წყალი დ გააჩერეთ 2 საათი. გაწურეთ და დაამატეთ 2 ს/კ. სპირტი და ერთი ლიმონის წვენი. გაიწმინდეთ სახე დილა-საღამოს ამ ლოსიონით.

დაფნის ფოთოლი სახეზე ხელს შეუწყობს კანის ჯანმრთელობას და შეაჩერებს დაბერების პროცესს. გაუზიარეთ რჩევები მეგობრებს, ერთად დაზოგეთ დრო და თანხა.

სკანირება
QR კოდი
shenisilamaze.ge
სტატიის ციტირება

შენი სილამაზე. (2024). დაბერების № 1 მტერი. დაფნის ფოთოლი სახეზე და პრობლემები უკვალოდ ქრება!. 21 აგვისტო, 2024. https://shenisilamaze.ge/%e1%83%93%e1%83%90%e1%83%91%e1%83%94%e1%83%a0%e1%83%94%e1%83%91%e1%83%98%e1%83%a1-%e2%84%96-1-%e1%83%9b%e1%83%a2%e1%83%94%e1%83%a0%e1%83%98-%e1%83%93%e1%83%90%e1%83%a4%e1%83%9c%e1%83%98%e1%83%a1/

გაზიარებაFacebookLinkedInXTelegramWhatsApp
© 2024 შენი სილამაზე · Public Health Institute of Georgia (PHIG)
READ  ხაჭოს სახის ნიღბები სახლის პირობებში
გაუზიარეთ ეს სტატია
სილამაზის რედაქტორი
სილამაზის რედაქტორი — კანის მოვლა და ესთეტიკური მედიცინა. წერს კანის ტიპებზე, აკნესა და პიგმენტაციაზე, კოსმეტიკურ პროცედურებსა და ანტი-ეიჯინგზე დერმატოლოგების რჩევებით.
კომენტარები ჯერ არ არის