თმის ნიღბების ბუნებრივი ინგრედიენტები თმის ზრდისა და მოვლისთვის

თქვენი ოცნება რეალობად იქცევა. გამოიყენეთ ერთ-ერთი მათგანი და შედეგი გაგაოცებთ.

ნინო გელაშვილი
ნინო გელაშვილი - ჟურნალისტი
3 წუთიანი წაკითხვა
თმის ზრდის სტიმულირების ეფექტური ბუნებრივი მეთოდები, რომლებიც ნამდვილად მუშაობს. ალოე ვერა, ნიგვზის ზეთი და სხვა ხალხური საშუალებები თმის გასაძლიერებლად.
გაზიარებაFacebookLinkedInXTelegramWhatsApp

გენეტიკა – მთავარი ფაქტორია, მაგრამ თმის ხარისხზე არანაკლებ გავლენას ახდენს გარემო, საკვები და მზრუნველობა. ხშირად გვსმენია, რომ თუ ბუნებით არ ხარ დაჯილდოვებული დიდებული თმით, იმედი არ უნდა გქონდეს შეცვალო ის. მაგრამ გეტყვით, რომ თუ მოინდომებთ, ნამდვილად ყველაფერს შეცვლით.

გთავაზობთ 7 ნიღაბს, რომელიც ერთ თვეში გაუმკლავდება პრობლემას. ისინი არამარტო მოცულობაში გაზრდის თმას, არამედ კვებავს ძირიდან.

 

 

ზაფხულში თმა უფრო სწრაფად იზრდება, ვიდრე ზამთარში. ზოგიერთ ადამიანში, დღის განმავლობაში ზრდა უფრო აქტიურია ვიდრე ღამით. რა უნდა გააკეთოთ ზრდის სტიმულირებისთვის და სასურველი შედეგის მიღწევისთვის. გთავაზობთ ხალხურ მეთოდებს, რომლებიც მრავალი საუკუნის განმავლობაში საუკეთესოდ მუშაობდნენ.

 

აირჩიეთ ერთ-ერთი ვარიანტი და გამოსცადეთ მისი ეფექტურობა. თითოეულმა ინგრედიენტმა იცის თავისი საქმე და მუშაობს თქვენი თმის სასარგებლოდ.

ალოე ვერა

დაჭრილი ალოეს ფოთლებისგან გამოწურეთ წვენი. თხევადი სითხე შეიზილეთ თმაში მასაჟის მოძრაობით. ეს ხელს შეუწყობს წვენს შეაღწიოს სიღრმეში, ასევე კარგია სისხლის მიმოქცევის გასაუმჯობესებლად. ასე რომ, ორი საათის განმავლობაში  და მთელი ღამითაც შეგიძლიათ დაიტოვოთ მარტივი ნიღაბი. შემდეგ დაიბანეთ ჩვეულებრივი გზით.

 

ვაშლის ძმარი

მას შემდეგ, რაც თქვენ დაიბანთ თმას ჩვეულებრივი გზით, გამოიყენეთ ვაშლის ძმარი კონდიციონერის ნაცვლად. გადაივლეთ და არ ჩამოიბანოთ წყლით, უბრალოდ გაწურეთ თმა და გაიშრეთ ფენით.

 

კვერცხის ცილა

ათქვიფეთ ორი კვერცხის ცილა კარგად და შეიზილეთ თმაში. დაიფარეთ ცელოფანი და თბილი ქუდი. 40 წუთის შემდეგ ჩამოიბანეთ ჩვეულებრივი წესით.

 

მდოგვის ფხვნილი

2 ს/კ. მდოგვის ფხვნილი გახსენით 2 ს/კ. ცხელ წყალში, დაამატეთ კვერცხის გული, 2 ჩ/კ შაქარი და 2 ს/კ. ოროვანდის ზეთი. შეიზილეთ თმაში და შეიხვიეთ ცელოფნით. ერთი საათის შემდეგ დაიბანეთ ჩვეულებრივი წესით.

 

კონიაკი

ერთი ჭიქა კონიაკი და ორი კვერცხი გათქვიფეთ. დაამატეთ ცოტა ზეითუნის ზეთი და შეიზილეთ თმაში. ერთი საათის შემდეგ ჩამოიბანეთ თმა და გაიშრეთ.

READ  ეს 6 პროდუქტი თქვენს ღვიძლს ტოქსინებისგან ასუფთავებს.

 

ლიმონი
შეურიეთ  ნახევარი ხახვის წვენი და 1 ჩ/კ. ოროვანდისზეთი, დაუმატეთ ერთი ლიმონის წვენი და ერთი კვერცხის გული. დადგით ორთქლის აბაზანაზე და გაათბეთ. თბილ-თბილი წაისვით თმის მთელ სიგრძეზე. ერთი საათის შემდეგ ჩამოიბანეთ და გაიშრეთ.

 

დარიჩინი
2 ჩ/კ. დარიჩინს შეურიეთ 4 ჩ/კ. ლურჯი თიხა. დაამატეთ რამდენიმე წვეთი ნებისმიერი ეთერზეთი. შეიზილეთ თმაში და დაიტოვეთ ნახევარი საათის განმავლობაში. შემდეგ ჩამოიბანეთ შამპუნით.

 

შეგიძლიათ კვირაში 2-3-ჯერ გამოიყენოთ ეს ნიღბები და ერთი თვის შემდეგ თქვენი თმა ხშირი, მბზინვარე და ჯანმრთელი გახდება.

რაც მთავარია, ეს ნიღბები უსაფრთხო და ეფექტურია. არ დაგავიწყდეთ გაუზიაროთ მეგობრებსაც.

სკანირება
QR კოდი
shenisilamaze.ge
სტატიის ციტირება

შენი სილამაზე. (2024). თქვენი ოცნება რეალობად იქცევა. გამოიყენეთ ერთ-ერთი მათგანი და შედეგი გაგაოცებთ.. 21 აგვისტო, 2024. https://shenisilamaze.ge/%e1%83%97%e1%83%a5%e1%83%95%e1%83%94%e1%83%9c%e1%83%98-%e1%83%9d%e1%83%aa%e1%83%9c%e1%83%94%e1%83%91%e1%83%90-%e1%83%a0%e1%83%94%e1%83%90%e1%83%9a%e1%83%9d%e1%83%91%e1%83%90%e1%83%93-%e1%83%98/

გაზიარებაFacebookLinkedInXTelegramWhatsApp
© 2024 შენი სილამაზე · Public Health Institute of Georgia (PHIG)
გაუზიარეთ ეს სტატია
ჟურნალისტი
ჟურნალისტი — თმა, მაკიაჟი და პროდუქტები. ტესტავს და მიმოიხილავს კოსმეტიკას, წერს თმის მოვლაზე, მაკიაჟის ტექნიკასა და ფრჩხილების ჯანმრთელობაზე.
კომენტარები ჯერ არ არის