ვივო მედიქალ ჯგუფის კლინიკების შენობები და საერთაშორისო აკრედიტაციის ლოგო

კანადის საერთაშორისო აკრედიტაციის ორგანიზაციამ – Accreditation Canada (AC) ვივო მედიქალ ჯგუფის…

ანა კვარაცხელია
ანა კვარაცხელია - ჟურნალისტი
2 წუთიანი წაკითხვა
გაზიარებაFacebookLinkedInXTelegramWhatsApp

კანადის საერთაშორისო აკრედიტაციის ორგანიზაციამ - Accreditation Canada (AC) ვივო მედიქალ ჯგუფის...

კანადის საერთაშორისო აკრედიტაციის ორგანიზაციამ Accreditation Canada (AC) ვივო მედიქალ ჯგუფის კლინიკებთან: სამედიცინო ცენტრი „ინოვა, ინოვა ინვიტრო “, ი. ჟორდანიას სახელობის სამედიცინო ცენტრი”, „ნ.ბოხუას სახელობის კარდიოვასკულური ცენტრი” და „თბილისის ცენტრალური საავადმყოფო”თანამშრომლობის ხელშეკრულება გააფორმა.

აღნიშნული თანამშრომლობის ფარგლებში საერთაშორისო ექსპერტების მიერ მოხდება სამედიცინო მომსახურების ხარისხის, კლინიკებში არსებული პროცესებისა და ინფრასტრუქტურის შესაბამისობის ანალიზი

- Advertisement -
Ad imageAd image

ხარისხის საერთაშორისო სტანდარტების თვალსაზრით, მომდევნო ერთი წლის განმავლობაში კლინიკების გუნდი აქტიურად იმუშავებს Accreditation Canada-ს Qmentum International™ პროგრამის ფარგლებში. შედეგად მათ მიენიჭებათ ხარისხის საერთაშორისო აკრედიტაცია, რაც პაციენტებისთვის ქმნის უსაფრთხო, ეფექტიანი და მაღალი ხარისხის სამედიცინო მომსახურების გარანტიას.

კანადის საერთაშორისო აკრედიტაციის ორგანიზაციამ - Accreditation Canada (AC) ვივო მედიქალ ჯგუფის...

Accreditation Canada (AC) წარმოადგენს არაკომერციულ საერთაშორისო აკრედიტაციის ორგანიზაციას, რომელიც 60 წელზე მეტია მუშაობს მსოფლიოს 35-ზე მეტ ქვეყანაში და ეხმარება ჯანდაცვის სფეროში არსებულ ორგანიზაციებს და სამედიცინო დაწესებულებებს მომსახურების ხარისხისა და პაციენტების უსაფრთხოების დონის შეფასებასა და მის გაუმჯობესებაში.

- Advertisement -
Ad imageAd image

„ვივო მედიქალ ჯგუფში შემავალი სამედიცინო ცენტრები:“სამედიცინო ცენტრი ინოვა, ინოვა ინვიტრო “, „ი.ჟორდანიას სახელობის სამედიცინო ცენტრი“, „ნ.ბოხუას სახელობის კარდიოვასკულური ცენტრი“ და „თბილისის ცენტრალური საავადმყოფო“ წარმოადგენენ ქვეყნის წამყვან სამედიცინო ცენტრებს, რომლებიც სრულად პასუხობენ საერთაშორისო სტანდარტებს და განაგრძობენ მუშაობას მუდმივი განვითარებისთვის რათა გახდნენ საერთაშორისო აკრედიტაციის მქონე სამედიცინო დაწესებულებები ქვეყნის მასშტაბით.

აღნიშნული თანამშრომლობა გაამყარებს ჩვენი სამედიცინო დაწესებულებების და მთლიანად ქართული ჯანდაცვის სექტორის რეპუტაციას და ხარისხთან შესაბამისობას ჯანდაცვის მსოფლიო რუკაზე და რაც ყველაზე მთავარია ეს პროცესები მნიშვნელოვანია იმისთვის, რომ ჩვენს პაციენტებს შევუქმნათ უსაფრთხო გარემო, სადაც შესაძლებლობა ექნებათ მიიღონ მაღალი ხარისხის სამედიცინო სერვისები“, – აღნიშნა ვივო მედიქალ ჯგუფის დამფუძნებელმა გიორგი ყიფიანმა.

კანადის საერთაშორისო აკრედიტაციის ორგანიზაციამ - Accreditation Canada (AC) ვივო მედიქალ ჯგუფის...

VIVO Medical Group – ი წარმოადგენს სამედიცინო ცენტრების ჰოლდინგს, რომელიც აერთიანებს წამყვან კლინიკებს საქართველოში.

სკანირება
QR კოდი
shenisilamaze.ge
სტატიის ციტირება

შენი სილამაზე. (2023). კანადის საერთაშორისო აკრედიტაციის ორგანიზაციამ – Accreditation Canada (AC) ვივო მედიქალ ჯგუფის…. 29 ოქტომბერი, 2023. https://shenisilamaze.ge/kanadis-saerthashoriso-akreditatsiis-organizatsiam-accreditation-canada-ac-vivo-mediqal-jguphis-2/

გაზიარებაFacebookLinkedInXTelegramWhatsApp
© 2023 შენი სილამაზე · Public Health Institute of Georgia (PHIG)
READ  „პრემიერის ინიციატივით, 1000-მდე უსახლკარო მრავალშვილიანი ოჯახი ბინებით დაკმაყოფილდება“
გაუზიარეთ ეს სტატია
ჟურნალისტი
ჟურნალისტი — კვება და ჯანსაღი ცხოვრება. აშუქებს წონის მართვას, კალორიებსა და დიეტებს მეცნიერული თვალსაზრისით, ვარჯიშსა და ყოველდღიურ ჯანსაღ ჩვევებს.
კომენტარები ჯერ არ არის