ფსიქოლოგი ხათუნა გოგელია საუბრობს ტოქსიკური ურთიერთობის ნიშნებზე

როგორ შეიძლება ამოვიცნოთ ადამიანთან ტოქსიკური ურთიერთობა

მარიამ ლომიძე
მარიამ ლომიძე - ჟურნალისტი
1 წუთიანი წაკითხვა
გაზიარებაFacebookLinkedInXTelegramWhatsApp

ფსიქოლოგი, ფსიქოთერაპევტი, პროფესორი ხათუნა გოგელია გადაცემაში “პირადი ექიმი”.

თემა: როგორ შეიძლება ამოვიცნოთ ადამიანთან ტოქსიკური ურთიერთობა

ადამიანი პარტნიორის საჭიროებებს აიგნორებს. გამუდმებით სარკაზმით, ან დაცინვით ეპყრობა მას, ვისთანაც ურთიერთობაშია. არის ისეთი მომენტი, როდესაც ქრონიკული დამცირება, კრიტიკა მიდის. შეიძლება, ადამიანი  ყვირილით, მრისხანებით გამოხატავდეს თავის აზრს. შეიძლება, ფიზიკურ შეურაცხყოფას აყენებდეს. 

ფსიქოლოგიური ძალადობაც ტოქსიკური ურთიერთობაა. შეიძლება, ის კონტროლს ახორციელებდეს

- Advertisement -
Ad imageAd image

– სად ხარ? როდის მოხვალ? რას აკეთებ?” – მოჭარბებული კონტროლი, რომელსაც ერთი მეორეს მიმართ გამოხატავს, დამთრგუნველია. ადამიანი თავს დამცირებულად გრძნობს, ქრონიკულად ცუდ გუნება-განწყობილებაზეა და ვერ ხსნის, რატომაა ასე. ქრონიკული დაძაბულობა აქვს, რომ რამე არ შეეშალოს და ამაზე შენიშვნა, მრისხანება არ მიიღოს. შესაძლოა, მას ასეთი რამ ოჯახში უნახავს და ჰგონია, რომ უნდა მოითმინოს და ეს ურთიერთობის ჩვეული ფორმაა.

კომუნიკაციის დეფიციტი ტოქსიკური ურთიერთობის ნიშანია. ადამიანი არ კითხულობს, არ შემოდის კონტაქტში – არ ინტერესდება, როგორ გაატარე დღე, რამე ხომ არ გჭირდება. არ არის ელემენტარული კომუნიკაცია, რომლითაც ურთიერთობა მშვიდი და თანმიმდევრული ხდება.

არც ერთი მდგომარეობა თავისით არ გადაწყდება, საპასუხო, ახალი ქცევა თუ არ ჩაერთვება.

 

ნახეთ, ვიდეო:

- Advertisement -
Ad imageAd image

https://www.facebook.com/watch/?v=861978848894958

 

 

#datashvil

SheniEkimi.ge •

სკანირება
QR კოდი
shenisilamaze.ge
სტატიის ციტირება

შენი სილამაზე. (2023). როგორ შეიძლება ამოვიცნოთ ადამიანთან ტოქსიკური ურთიერთობა. 3 ნოემბერი, 2023. https://shenisilamaze.ge/rogor-sheidzleba-amovitsnoth-adamianthan-toqsikuri-urthierthoba/

გაზიარებაFacebookLinkedInXTelegramWhatsApp
© 2023 შენი სილამაზე · Public Health Institute of Georgia (PHIG)
READ  "თუ გინდა დახვეწილი, ელეგანტური და მოქნილი სხეული, ირჩევ პილატესს - ის აკავშირებს გონებას სხეულთან" - ინტერვიუ ნანა რუხაძესთან ✨️
გაუზიარეთ ეს სტატია
ჟურნალისტი
ჟურნალისტი — ბუნებრივი საშუალებები და დღის რუტინა. წერს ნიღბებზე, ზეთებსა და მცენარეულ რეცეპტებზე, დილისა და საღამოს მოვლის რუტინაზე და სეზონურ რჩევებზე.
კომენტარები ჯერ არ არის