ტაი ჩის ვარჯიში პარკინსონის დაავადების თერაპიისთვის

ტაი ჩი პარკინსონის დაავადების სიმპტომების გამოვლენას ანელებს

თაკო ფხაკაძე
თაკო ფხაკაძე - სილამაზის რედაქტორი
1 წუთიანი წაკითხვა
გაზიარებაFacebookLinkedInXTelegramWhatsApp

აღმოსავლური საბრძოლო ხელოვნება ტაი ჩი პარკინსონის დაავადების სიმპტომების გამოვლენას რამდენიმე წლით ანელებს. წერს  BBC ჩინურ კვლევაზე დაყრდნობით 

კვლევა შანხაის ჟაო ტონგის უნივერსიტეტის მედიცინის სკოლის სპეციალისტებმა ჩაატარეს. ისინი 5 წლის განმავლობაში ასობით ადამიანს აკვირდებოდნენ. კვლევის მონაწილეები ორ ჯგუფად იყვნენ დაყოფილები: 147 ადამიანი ტაი ჩით რეგულარულად იყო დაკავებული, 187 კი არა.

კვლევით დადგინდა, რომ მათ, ვინც ტაი ჩით კვირაში ორჯერ მაინც იყო დაკავებული, ნაკლები გართულება და სიცოცხლის უკეთესი ხარისხი ჰქონდათ, ვიდრე მათ, ვინც არ ვარჯიშობდა. ასევე პირველ ჯგუფში პარკინსონი ნაკლებად სწრაფად პროგრესირებდა, ვიდრე მეორეში. ამასთან, ტაი ჩით დაკავებულებს უკეთ სძინავთ. ეს შედეგი ადასტურებს წინა კვლევებს, რომლებიც ვარჯიშის სარგებელზე მიუთითებდა.

პარკინსონი თავის ტვინის პროგრესირებადი დაავადებაა, რომელიც ამ ეტაპზე არ იკურნება.

- Advertisement -
Ad imageAd image

#datashvil

SheniEkimi.ge

სკანირება
QR კოდი
shenisilamaze.ge
სტატიის ციტირება

შენი სილამაზე. (2023). ტაი ჩი პარკინსონის დაავადების სიმპტომების გამოვლენას ანელებს. 3 ნოემბერი, 2023. https://shenisilamaze.ge/tai-chi-parkinsonis-daavadebis-simptomebis-gamovlenas-anelebs/

გაზიარებაFacebookLinkedInXTelegramWhatsApp
© 2023 შენი სილამაზე · Public Health Institute of Georgia (PHIG)
READ  ღვიძლის უკმარისობა: სიმპტომები და მკურნალობა
გაუზიარეთ ეს სტატია
სილამაზის რედაქტორი
სილამაზის რედაქტორი — კანის მოვლა და ესთეტიკური მედიცინა. წერს კანის ტიპებზე, აკნესა და პიგმენტაციაზე, კოსმეტიკურ პროცედურებსა და ანტი-ეიჯინგზე დერმატოლოგების რჩევებით.
კომენტარები ჯერ არ არის