პარლამენტის შეხვედრა ფსიქიკური ჯანმრთელობის სერვისების შესახებ

საქართველოში ფსიქიკური ჯანმრთელობის სერვისებზე ხელმისაწვდომობის საკითხზე შეხვედრა გაიმართა

ანა კვარაცხელია
ანა კვარაცხელია - ჟურნალისტი
2 წუთიანი წაკითხვა
გაზიარებაFacebookLinkedInXTelegramWhatsApp

ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის თემატური მოკვლევის – „საქართველოში ფსიქიკური ჯანმრთელობის სერვისებზე ხელმისაწვდომობა და არსებული გამოწვევები“ – ფარგლებში მორიგი ზეპირი მოსმენა გაიმართა.

თემატური მოკვლევის ჯგუფის წევრები შესაბამისი სახელმწიფო უწყებების წარმომადგენლებს შეხვდნენ. საკითხისადმი და მისი სათანადოდ გადაწყვეტის თაობაზე საკუთარი დამოკიდებულება გამოხატეს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის პირველმა მოადგილემ თამარ გაბუნიამ და სამინისტროს სხვადასხვა სტრუქტურის წარმომადგენლებმა.

ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის ზაზა ლომინაძის განცხადებით, ფსიქიკური ჯანმრთელობა, მსოფლიოს ბევრ ქვეყანაში სერიოზულ გამოწვევას წარმოადგენს და, მათ შორის, არც საქართველოა გამონაკლისი.

მისი თქმით, ამ მწვავე პრობლემის მოგვარება სახელმწიფოებრივ დონეზე დგას და არც პარლამენტია გამონაკლისი, ვინაიდან სწორედ თავისი საზედამხედველო ფუნქციიდან გამომდინარე, პარლამენტის რეგლამენტის გათვალისწინებით შეიქმნა თემატური ჯგუფი.

- Advertisement -
Ad imageAd image

ზაზა ლომინაძემ იმედი გამოთქვა, რომ საკითხისადმი გამოხატული დიდი დაინტერესება იმის გარანტია იქნება, რომ თემატური ჯგუფი, საჭიროებიდან გამომდინარე, შესაბამის რეკომენდაციებს შეიმუშავებს.

როგორც თემატური ჯგუფის მთავარმა მომხსენებელმა ანა წითლიძემ განაცხადა, დღევანდელ შეხვედრას განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს იმისათვის, რომ გაირკვეს თუ რა გამოწვევების წინაშე დგას მოსახლეობა.

„ეს არის საკითხი, როდესაც არა აქვს მნიშვნელობა ვინ რა პოლიტიკურ პოზიციაზეა. ეს არის საკითხი, სადაც ძალიან მნიშვნელოვანია ყველამ ყველაფერი გავაკეთოთ იმისათვის, რომ საბოლოო შედეგს მივაღწიოთ, ვინაიდან ეს არის საკითხი, რომელიც შეიძლება თითოეულ ჩვენგანს შეეხოს. დარწმუნებული ვარ, დღევანდელი შეხვედრა საბოლოოდ დაგვეხმარება იმაში, რომ საჭირო რეკომენდაციები შევიმუშაოთ“, – განაცხადა საკითხზე მომხსენებელმა.

თემატური მოკვლევის საბოლოო მიზანია, საქართველოში მოსახლეობის საჭიროებებზე მორგებული ფსიქიკური ჯანმრთელობის სერვისების უზრუნველყოფა და მოსახლეობის ჯანმრთელობის უფლების სრულყოფილი რეალიზაცია.

თემატური ჯგუფი, საკითხის შესწავლის შედეგად და მოკვლევის პროცესში მიღებული ინფორმაციის/დოკუმენტების ანალიზის საფუძველზე, აღმასრულებელი უწყებებისათვის რეკომენდაციებს შეიმუშავებს.

- Advertisement -
Ad imageAd image

თემატური მოკვლევა ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის (NDI) მხარდაჭერით ხორციელდება.

 

READ  მთელი ქვეყნის მასშტაბით, საინფორმაციო შეხვედრები დაიწყო - ქალთა მიმართ ძალადობის წინააღმდეგ, 16-დღიან მსოფლიო კამპანია

#datashvil

SheniEkimi.ge

სკანირება
QR კოდი
shenisilamaze.ge
სტატიის ციტირება

შენი სილამაზე. (2023). საქართველოში ფსიქიკური ჯანმრთელობის სერვისებზე ხელმისაწვდომობის საკითხზე შეხვედრა გაიმართა. 7 ნოემბერი, 2023. https://shenisilamaze.ge/saqarthveloshi-phsiqikuri-janmrthelobis-servisebze-khelmisatsvdomobis-sakithkhze-shekhvedra-gaimartha/

გაზიარებაFacebookLinkedInXTelegramWhatsApp
© 2023 შენი სილამაზე · Public Health Institute of Georgia (PHIG)
გაუზიარეთ ეს სტატია
ჟურნალისტი
ჟურნალისტი — კვება და ჯანსაღი ცხოვრება. აშუქებს წონის მართვას, კალორიებსა და დიეტებს მეცნიერული თვალსაზრისით, ვარჯიშსა და ყოველდღიურ ჯანსაღ ჩვევებს.
კომენტარები ჯერ არ არის