რეპროდუქციული ჯანმრთელობის მონაცემების ერთიანი რეესტრი საქართველოში

სამედიცინო და ფარმაცევტულ სექტორში მიმდინარე რეფორმები,პირველადი ჯანდაცვის სისტემის განვითარება და ჰოსპიტალური სექტორის დაფინანსების DRG მოდელი

ანა კვარაცხელია
ანა კვარაცხელია - ჟურნალისტი
2 წუთიანი წაკითხვა
გაზიარებაFacebookLinkedInXTelegramWhatsApp

ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი, ზურაბ აზარაშვილი სამხრეთ კავკასიაში მსოფლიო ბანკის რეგიონულ დირექტორს, როლანდ პრაისს და დელეგაციის წევრებს შეხვდა.

ინფორმაციას საქართველოს პარლამენტის პრესსამსახური ავრცელებს.

მხარეებმა, საქართველოში, სამედიცინო და ფარმაცევტულ სექტორში მიმდინარე რეფორმები,პირველადი ჯანდაცვის სისტემის განვითარება და ჰოსპიტალური სექტორის დაფინანსების DRG მოდელი განიხილეს.

შეხვედრაზე საუბარი შეეხო, მედიკამენტებზე ხელმისაწვდომობის გაზრდის მიზნით, რეფერენტული ფასწარმოქმნის ამოქმედებასაც. მინისტრის განცხადებით, წამლების ჩამონათვალი რომლებზეც ფასის ზედა ზღვარი მოქმედებს ეტაპობრივად გაფართოვდება და წლის ბოლომდე 7 000-მდე მედიკამენტზე გავრცელდება, რის შედეგადაც ფარმაცევტულ ბაზარზე, აქტიურად მიმოქცევაში არსებული მედიკამენტების მოცვა სრულად მოხდება. მისივე განმარტებით, რეფორმის მიზანი, მოქალაქეებისთვის მედიკამენტებზე მაქსიმალური ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფაა. ცვლილების შედეგად, კი ფარმაცევტული პროდუქტის ფასი, საშუალოდ, 40%-ით შემცირდა.

- Advertisement -
Ad imageAd image

შეხვედრაზე საუბარი შეეხო ჰოსპიტალური სექტორის დაფინანსების DRG მოდელსაც, რომლის შედეგადაც მოსახლეობის ფინანსური დაცულობა გაიზარდა, ხოლო სამედიცინო დაწესებულების მართვა გაუმჯობესდა და მეტად გამჭვირვალე გახდა.

უწყების ხელმძღვანელის განცხადებით, საქართველოს მთავრობა გეგმავს, კიდევ უფრო გააუმჯობესოს სახელმწიფო პროგრამები, გახდეს უფრო ყოვლისმომცველი და უპასუხოს მოქალაქეების ინდივიდუალურ საჭიროებებს, მათი ჯანმრთელობისა და კეთილდღეობის უზრუნველსაყოფად.
შეხვედრაზე მხარეებმა, ერთობლივი სამომავლო გეგმები და თანამშრომლობის პერსპექტივებიც განიხილეს.მსოფლიო ბანკის წარმომადგენლებმა საქართველოში მიმდინარე რეფორმები დადებითად შეაფასეს.

შეხვედრას მსოფლიო ბანკის განათლების, ჯანდაცვისა და სოციალური პროგრამების რეგიონული დირექტორი მიჰალ რუტკოვსკი,HD პროგრამების ხელმძღვანელი სამხრეთ კავკასიაში ლევენტ იენერი, სოციალური დაცვისა და დასაქმების მენეჯერი პაოლო ბელი და ჯანმრთელობის, კვებისა და მოსახლეობის მენეჯერი რეჰა მენონი ეწრებოდნენ.

 

#datashvil

- Advertisement -
Ad imageAd image

#drpkhakadze

SheniEkimi.ge

სკანირება
QR კოდი
shenisilamaze.ge
სტატიის ციტირება

შენი სილამაზე. (2023). სამედიცინო და ფარმაცევტულ სექტორში მიმდინარე რეფორმები,პირველადი ჯანდაცვის სისტემის განვითარება და ჰოსპიტალური სექტორის დაფინანსების DRG მოდელი. 13 ნოემბერი, 2023. https://shenisilamaze.ge/sameditsino-da-pharmatsevtul-seqtorshi-mimdinare-rephormebi-pirveladi-jandatsvis-sistemis-ganvithareba-da-hospitaluri-seqtoris-daphinansebis-drg-modeli/

გაზიარებაFacebookLinkedInXTelegramWhatsApp
© 2023 შენი სილამაზე · Public Health Institute of Georgia (PHIG)
READ  ონკოლოგიური მედიკამენტების ხელმისაწვდომობა: რა უნდა იცოდე საყოველთაო პროგრამაზე
გაუზიარეთ ეს სტატია
ჟურნალისტი
ჟურნალისტი — კვება და ჯანსაღი ცხოვრება. აშუქებს წონის მართვას, კალორიებსა და დიეტებს მეცნიერული თვალსაზრისით, ვარჯიშსა და ყოველდღიურ ჯანსაღ ჩვევებს.
კომენტარები ჯერ არ არის