ოკეანის წყალი კლიმატის ცვლილების ფონზე

კლიმატის ცვლილება: ოკეანეებში ჟანგბადის დონე იკლებს

თაკო ფხაკაძე
თაკო ფხაკაძე - სილამაზის რედაქტორი
1 წუთიანი წაკითხვა
გაზიარებაFacebookLinkedInXTelegramWhatsApp

კლიმატის ცვლილება და დაბინძურება ოკეანეებში ჟანგბადის შემცველობის შემცირებას იწვევს. წერს BBC საკონსერვაციო ჯგუფ IUCN-ის კვლევაზე დაყრდნობით. 

ეს არის ყველაზე დიდი კვლევის დასკვნა, რომელიც ჩატარდა კონსერვაციის ჯგუფის IUCN-ის მიერ.

მეცნიერებმა დაადგინეს, რომ ჟანგბადის დაბალი შემცველობა ოკეანეების 700 წერტილში ფიქსირდება, მაშინ როცა 1960-აინ წლებში მათი რაოდენობა მხოლოდ 45-ს შეადგენდა.

დიდი ხანია ცნობილია, რომ საფრთხე ემუქრება ოკეანეებს ქიმიკატების, როგორიცაა აზოტი და ფოსფორი ფერმებიდან და მრეწველობისგან საკვები ნივთიერებების ჩამონადენით, რომ გავლენას ახდენს ზღვის წყლებში ჟანგბადის დონეზე და კვლავ რჩება მთავარ ფაქტორად, განსაკუთრებით სანაპიროებთან ახლოს.

- Advertisement -
Ad imageAd image

ბოლო წლებში დაფიქსირებულმა კლიმატის ცვლილებამ პრობლემა გაამძაფრა. ატმოსფეროში CO2-ის დონე იზრდება, რაც სათბურის ეფექტს იწვევს, სითბოს დიდ ნაწილს ოკეანეები შთანთქავს. თბილ წყალს კი ნაკლები ჟანგბადის დაჭერა შეუძლია, რაც ფაუნას დიდ საფრთხეს უქმნის.

კვლევით დადგინდა, რომ 1960-2010 წლებში წყალში ჟანგბადის შემცველობა საშუალოდ 2%-ით შემცირდა, ზოგ ადგილებში კი ამ ნიშნულმა 40%-ს მიაღწია.ზოგიერთ ტროპიკულ ადგილას დანაკარგი შეიძლება 40% -მდე იყოს.

სექტემბერში გაერომ გამოაქვეყნა ანგარიში, რომლის მიხედვით კლიმატის ცვლილება ზღვებსა და ოკეანეებზე ისე ცუდად მოქმედებს, როგორც არასდროს.

 

#datashvil

- Advertisement -
Ad imageAd image

#drpkhakadze

#SheniEkimi.ge

სკანირება
QR კოდი
shenisilamaze.ge
სტატიის ციტირება

შენი სილამაზე. (2023). კლიმატის ცვლილება: ოკეანეებში ჟანგბადის დონე იკლებს. 16 ნოემბერი, 2023. https://shenisilamaze.ge/klimatis-tsvlileba-okeaneebshi-zhangbadis-done-iklebs/

გაზიარებაFacebookLinkedInXTelegramWhatsApp
© 2023 შენი სილამაზე · Public Health Institute of Georgia (PHIG)
READ  ჯადოსნური ლაპლანდია
გაუზიარეთ ეს სტატია
სილამაზის რედაქტორი
სილამაზის რედაქტორი — კანის მოვლა და ესთეტიკური მედიცინა. წერს კანის ტიპებზე, აკნესა და პიგმენტაციაზე, კოსმეტიკურ პროცედურებსა და ანტი-ეიჯინგზე დერმატოლოგების რჩევებით.
კომენტარები ჯერ არ არის