ექიმები და ექსპერტები ონკოლოგიური სერვისების შესახებ შეხვედრაზე

თემატური მოკვლევა აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) მხარდაჭერით ხორციელდება

ირინა დათაშვილი
ირინა დათაშვილი - მთავარი რედაქტორი
1 წუთიანი წაკითხვა
გაზიარებაFacebookLinkedInXTelegramWhatsApp

ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის – „საქართველოში ონკოლოგიურ სერვისებზე ხელმისაწვდომობის გაზრდა“, თემატური მოკვლევის ჯგუფმა ონკოლოგიის სფეროში მოქმედ არასამთავრობო და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლებთან მეორე ზეპირი მოსმენა გამართა.

თემატური მოკვლევის მოწვეულმა ექსპერტმა, კავკასიის მედიცინის ცენტრის ონკოლოგიის განყოფილების ხელმძღვანელმა, კლინიკურმა ონკოლოგმა ივანე კილაძემ შეხვედრის მონაწილეებს იმ კითხვართან დაკავშირებით, რომლებიც მიზნობრივ აუდიტორიას (კლინიკებს, სამედიცინო დაწესებულებებს, სამინისტროსა და სახელმწიფო ორგანიზაციებს, ასევე ონკო პაციენტებს დაეგზავნათ) ინფორმაცია მიაწოდა და მათგან მიღებულ პასუხებსა და მოსაზრებებზე ისაუბრა.

შეხვედრა ინტერაქტიურად, კითხვა-პასუხის რეჟიმში წარიმართა, სადაც სამედიცინო სფეროს, ასევე არასამთავრობო და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლებმა ონკოლოგიურ სერვისებზე ხელმისაწვდომობის გაზრდის მნიშვნელობაზე, პაციენტებისთვის ხარისხიანი სერვისის მიწოდებაზე, ნაადრევი დიაგნოსტიკის საკითხებზე, თანამედროვე გაიდლაინებისა და პროტოკოლების დანერგვასა და ამ პროცესში სახელმწიფოს მხარდაჭერაზე ისაუბრეს.

თემატური ჯგუფის მთავარი მომხსენებლის, ირმა ზავრადაშვილის განცხადებით, ჯგუფის მიზანია იმ მიგნებების და რეკომენდაციების მომზადება, რომელიც პაციენტებს ონკო დაავადებებთან ბრძოლაში დაეხმარება და კიდევ უფრო გაზრდის სახელმწიფოს ჩართულობას პირველადი დიაგნოსტიკის და მკურნალობის პროცესში. მისივე თქმით, საკითხზე მსჯელობა მომავალშიც აქტიურად გაგრძელდება და შეხვედრები დარგობრივი მიმართულებებით გაიმართება.

- Advertisement -
Ad imageAd image

თემატური მოკვლევა აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) მხარდაჭერით ხორციელდება.

 

#datashvil

#drpkhakadze

#SheniEkimi.ge

- Advertisement -
Ad imageAd image
სკანირება
QR კოდი
shenisilamaze.ge
სტატიის ციტირება

შენი სილამაზე. (2023). თემატური მოკვლევა აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) მხარდაჭერით ხორციელდება. 22 ნოემბერი, 2023. https://shenisilamaze.ge/thematuri-mokvleva-ashsh-is-saerthashoriso-ganvitharebis-saagentos-usaid-mkhardatcherith-khortsieldeba/

გაზიარებაFacebookLinkedInXTelegramWhatsApp
© 2023 შენი სილამაზე · Public Health Institute of Georgia (PHIG)
READ  რა არის ჰერპესის გამომწვევი მიზეზი
გაუზიარეთ ეს სტატია
მთავარი რედაქტორი
მთავარი რედაქტორი — ქალის ჯანმრთელობა და სიახლეები. აშუქებს ჰორმონულ ჯანმრთელობას, ორსულობასა და პროფილაქტიკას, ინტერვიუებს ექიმებთან და ინდუსტრიის სიახლეებს.
კომენტარები ჯერ არ არის