ჯანდაცვის სამინისტროს წარმომადგენლების შეხვედრა CDC-ს წარმომადგენლებთან

„საქართველომ საზოგადოებრივი ჯანმრთელობის მიმართულებით მნიშვნელოვანი ნაბიჯები გადადგა“

ანა კვარაცხელია
ანა კვარაცხელია - ჟურნალისტი
1 წუთიანი წაკითხვა
გაზიარებაFacebookLinkedInXTelegramWhatsApp
ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე თამარ გაბუნია ამერიკის დაავადებათა კონტროლის ცენტრის წარმომადგენლებს შეხვდა.
ინფორმაციას დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო ავრცელებს.
„შეხვედრაზე მხარეებმა გლობალური უსაფრთხოების სფეროში პრიორიტეტული მიმართულებები განიხილეს. საუბარი შეეხო საზოგადოებრივი ჯანდაცვის მიმართულებით არსებულ გამოწვევებს და ლაბორატორიული და ადამიანური რესურსების გაძლიერების საკითხებს.
ამერიკის დაავადებათა კონტროლის ცენტრების წარმომადგენლებმა უწყების მიერ გატარებული რეფორმები დადებითად შეაფასეს და აღნიშნეს, რომ საქართველომ საზოგადოებრივი ჯანმრთელობის მიმართულებით მნიშვნელოვანი ნაბიჯები გადადგა.
აღსანიშნავია, ისიც, რომ აშშ-ს მთავრობა საქართველოს ფინანსურ მხარდაჭერას სთავაზობს, რათა ქვეყანაში ინფექციური დაავადებების პრევენცია, მათი დადგენა და მართვის ხარისხი კიდევ გააუმჯობესოს.
შეხვედრას , ამერიკის დაავადებათა კონტროლის და პრევენციის ცენტრების, ამერიკის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს, უოლტერ რიდის არმიის კვლევის ინსტიტუტის და თავდაცვის საფრთხეების შემცირების სააგენტოს წარმომადგენლები ესწრებოდნენ“, – აღნიშნულია ინფორმაციაში.
სკანირება
QR კოდი
shenisilamaze.ge
სტატიის ციტირება

შენი სილამაზე. (2023). „საქართველომ საზოგადოებრივი ჯანმრთელობის მიმართულებით მნიშვნელოვანი ნაბიჯები გადადგა“. 30 ნოემბერი, 2023. https://shenisilamaze.ge/%e1%83%a1%e1%83%90%e1%83%a5%e1%83%90%e1%83%a0%e1%83%97%e1%83%95%e1%83%94%e1%83%9a%e1%83%9d%e1%83%9b-%e1%83%a1%e1%83%90%e1%83%96%e1%83%9d%e1%83%92%e1%83%90%e1%83%93%e1%83%9d%e1%83%94%e1%83%91/

გაზიარებაFacebookLinkedInXTelegramWhatsApp
© 2023 შენი სილამაზე · Public Health Institute of Georgia (PHIG)
READ  ფემიციდის პრევენცია — როგორ შეიძლება ქალების მკვლელობის შეჩერება?
გაუზიარეთ ეს სტატია
ჟურნალისტი
ჟურნალისტი — კვება და ჯანსაღი ცხოვრება. აშუქებს წონის მართვას, კალორიებსა და დიეტებს მეცნიერული თვალსაზრისით, ვარჯიშსა და ყოველდღიურ ჯანსაღ ჩვევებს.
კომენტარები ჯერ არ არის