ქართველი მოსწავლეები სკოლაში – ფსიქიკური ჯანმრთელობის კვლევა

ბავშვის დამოუკიდებლობა და ნერვული სისტემის განვითარება

ირინა დათაშვილი
ირინა დათაშვილი - მთავარი რედაქტორი
3 წუთიანი წაკითხვა
გაზიარებაFacebookLinkedInXTelegramWhatsApp

ბავშვის დამოუკიდებლობა უშუალოდ კავშირშია ნერვული სისტემის მომწიფებასთან და ჯანსაღ განვითარებასთან. ეს უნარი არ არის მხოლოდ თვითმომსახურება – ის ადრეული ასაკიდან იწყება და აყალიბებს იმ ფუნდამენტს, რომლითაც ბავშვი მომავალში ცხოვრებისეულ გამოწვევებს გაუმკლავდება. ნევროლოგი თამარ ედიბერიძე გვიხსნის, როგორ ყალიბდება დამოუკიდებლობა თითოეულ ასაკობრივ ეტაპზე და რას უნდა ითვალისწინებდნენ მშობლები.

დამოუკიდებლობა ძალიან მძლავრი უნივერსალური იარაღია, რომელიც ეხმარება ადამიანს, გაუმკლავდეს ცხოვრებაში არსებულ სირთულეებს და მათ მიმართ ემოციურად გამძლე იყოს. სიცოცხლის პირველ წლებში ჩამოყალიბებული უნარები მარადიულად რჩება ადამიანის ცნობიერებაში, ამიტომაც უნდა დავიწყოთ ადრეული ასაკიდან.

როდის იწყება დამოუკიდებლობის ფორმირება

ბავშვის დამოუკიდებლობაზე საუბარს ძალიან ადრეულ ასაკში ვიწყებთ – ჩვილობიდანაც კი. როდესაც 6-7 თვის ჩვილი მოსწონს მის წინაშე მდებარე სათამაშო და მისკენ ხელს გაიწვდის, ცდილობს მოიპოვოს, ეს უკვე პირველი ნაბიჯებია დამოუკიდებლობისკენ. ამ მომენტში ბავშვი საკუთარი სურვილით ცვლის გარემოს თავის სასარგებლოდ – ეს არის პირველი აგური მომავალი დამოუკიდებლობისკენ.

ნერვული სისტემის მომწიფება თანდათანობით ხდება. თითოეული ახალი უნარი – ხელის კოორდინირებული მოძრაობა, სივრცეში ორიენტაცია, საგნების მიღწევის შესაძლებლობა – აძლიერებს ბავშვის თავდაჯერებულობას და მოტივაციას, კიდევ უფრო აქტიურად შეისწავლოს გარემო.

- Advertisement -
Ad imageAd image

რას უნდა შეეძლოს 3 წლის დამოუკიდებელ ბავშვს

ტიპიური განვითარების პირობებში, 3 წლის ასაკში ბავშვს უნდა შეეძლოს საკვების დამოუკიდებლად მიღება, რა თქმა უნდა, ასაკის და ფიზიკური შესაძლებლობების ფარგლებში. მეტყველება უკვე საკმაოდ განვითარებული უნდა ჰქონდეს – კარგი სიტყვათა მარაგი, ფრაზული მეტყველება და დიალოგის წარმოების უნარი. ბავშვი გადმოსცემს თავის სურვილებს, არგუმენტირებულად გამოთქვამს აზრს და წარმოაჩენს საკუთარ მოლოდინებს.

3 წლიდან ბავშვს თუნდაც ხანმოკლე, მაგრამ თავისუფალი თამაში უნდა შეეძლოს. მშობლებმა უნდა მისცენ საშუალება, მარტომ გააკეთოს სათამაშოს არჩევანი და თავად დაგეგმოს თამაში. მაგალითად, ამ თოჯინას კონკრეტულ ტანსაცმელს ჩააცმევს, საწოლში დააძინებს, მეორე თოჯინას აჭმევს და ასე შემდეგ.

READ  მშობლის ყურადღება და ადრეული განვითარება: როგორ ვუზრუნველვყოთ ბავშვის ჯანსაღი ზრდა

თამაშის მნიშვნელობა განვითარებაში

თამაშის დროს მხოლოდ შემეცნებითი დამოუკიდებლობა არ ვლინდება. ამ მოქმედებებით ბავშვი მოტორულ დამოუკიდებლობასაც ეჩვევა – როდესაც თოჯინას ხდის და აცმევს, ღილებს ხსნის, წვრილი დეტალებით თამაშობს, ის წვრილ მოტორულ უნარებსაც ავითარებს. იგივე ხდება ხატვის დროს: ბავშვი თვითონ არჩევს ფლომასტრის ფერს, მათი გამოყენების თანმიმდევრობას, სივრცეში გადაანაწილებს ნახატს – ეს უკვე მისი დამოუკიდებელი აზროვნების შედეგია.

უსაფრთხო გარემოს შექმნა

მშობლების მთავარი პასუხისმგებლობა არის ის, რომ სადაც ბავშვი თამაშობს, ის სივრცე მისთვის უსაფრთხო გავხადოთ. უჯრა არ უნდა დაუკეტოთ, ის იმ ნივთებით უნდა გაავსოთ, რაც ბავშვისთვის დასაშვები და საინტერესოა. ფეხზე მოსიარულე ბავშვის აწეული ხელის სიმაღლეს რომ დაახლოებით 20-30 სანტიმეტრი დავამატოთ, ამ სიმაღლის ფარგლებში გარემო უნდა იყოს უსაფრთხო.

მსხვრევადი და სახიფათო ნივთები ბავშვის ტერიტორიაზე საერთოდ არ უნდა ჩანდეს. წინააღმდეგ შემთხვევაში, შეუძლებელია ყოველ წამს თვალი ადევნოთ ან ყველაფერი აუკრძალოთ. ნერვული სისტემის სენსიტიურობა და გარემოსადმი მგრძნობელობა ბავშვებში განსხვავებულია, ზოგიერთი უფრო ადვილად იტანს ხმაურსა და ქაოსს, ზოგს კი სჭირდება ორგანიზებული სივრცე.

- Advertisement -
Ad imageAd image

ეკრანული დრო და ცრუ დამოუკიდებლობა

ხშირად გაიგონებთ მშობლებისგან: „ისეთი გონიერია, ისე კარგად იცის რა როგორ ჩართოს, გადართოს, იპოვოს სასურველი თამაში თუ მულტფილმი”. სინამდვილეში ეს მხოლოდ ილუზიაა დამოუკიდებლობის და არ არის ის უნარი, რაც უნდა გვიხაროდეს. არავითარ ინტელექტუალურ უნარებზე ეს არ მეტყველებს და არ მოქმედებს სასიკეთოდ.

ყოველი ზედმეტი წუთი, ეკრანთან გატარებული, უფრო ზიანის მომტანია, ვიდრე სარგებლის. გადამეტებული ეკრანული დრო აფერხებს ნერვული სისტემის ჯანსაღ განვითარებას, ამცირებს სოციალურ ურთიერთობებს და აფერხებს მოტორული უნარების განვითარებას. ნამდვილი დამოუკიდებლობა

იხილეთ ასევე: მასკიმა ნებართვა უკვე მიიღო, რომ ჩიპები ადამიანის ტვინში ჩანერგოს

სკანირება
QR კოდი
shenisilamaze.ge
სტატიის ციტირება

შენი სილამაზე. (2026). ბავშვის დამოუკიდებლობა და ნერვული სისტემის განვითარება. 23 სექტემბერი, 2026. https://shenisilamaze.ge/%e1%83%91%e1%83%90%e1%83%95%e1%83%a8%e1%83%95%e1%83%98%e1%83%a1-%e1%83%9c%e1%83%94%e1%83%a0%e1%83%95%e1%83%a3%e1%83%9a%e1%83%98-%e1%83%a1%e1%83%98%e1%83%a1%e1%83%a2%e1%83%94%e1%83%9b%e1%83%90/

გაზიარებაFacebookLinkedInXTelegramWhatsApp
© 2026 შენი სილამაზე · Public Health Institute of Georgia (PHIG)
გაუზიარეთ ეს სტატია
მთავარი რედაქტორი
მთავარი რედაქტორი — ქალის ჯანმრთელობა და სიახლეები. აშუქებს ჰორმონულ ჯანმრთელობას, ორსულობასა და პროფილაქტიკას, ინტერვიუებს ექიმებთან და ინდუსტრიის სიახლეებს.
კომენტარები ჯერ არ არის