ბავშვი დედასთან ერთად სათამაშოებით თამაშობს და ყურადღებას ამახვილებს

როგორ მოვიქცეთ, როცა ბავშვი 2-3 წლის ასაკშიც ვერ ლაპარკობს – რას ნიშნავს ფრაზა ბავშვი “Late talker”-ია

ანა კვარაცხელია
ანა კვარაცხელია - ჟურნალისტი
2 წუთიანი წაკითხვა
გაზიარებაFacebookLinkedInXTelegramWhatsApp

რას ნიშნავს ბოლო დროს გავრცელებული ფრაზა ბავშვი “Late talker”-ია და როდის უნდა ჩავთვალოთ, რომ დაგვიანებული მეტყველება, ნორმაა

საუბრობს „ბავშვის განვითარების ინსტიტუტის“ დირექტორი, „პორტიჯის ასოციაციის“ ხელმძღვანელი, ნინო ცინცაძე:

„ძალიან კომპლექსური და საინტერესო თემაა. 6-8 თვის ასაკში ბავშვი კარგად უნდა ტიტინებდეს. მნიშვნელოვანია, ყურადღების ხშირი გაზიარება, – ბავშვისა და უფროსის ფოკუსი ერთდროულად არის მიქცეული რაიმე საგანზე და მოვლენაზე, ანუ ემოციური ინტენსიური კავშირი არის ბავშვსა და მშობელს შორის და ერთად ამახვილებენ ყურადღებას მოვლენებზე…

იმის თქმას ბავშვი “Late talker”- ია თუ საქმე გვაქვს ენობრივ დარღვევასთან, დინამიკაში დაკვირვება სჭირდება. “Late talker”- ებისთვის უფრო დამახასიათებელია ის, რომ ისინი კარგად არიან ჩართულები კომუნიკაციაში, გამოხატავენ ინიციატივას, კომუნიკაციის სურვილს, ვიცით, რომ მათ რეცეპტული ენის პრობლემა არ აქვთ და ისინი უბრალოდ აგვიანებენ სიტყვების გამოთქმას.

- Advertisement -
Ad imageAd image

შესაძლებელია, ბავშვმა გაცილებით გვიან დაიწყოს საუბარი. ითვლებოდა, თუ ბავშვი უბრალოდ “Late talker”-ია და სხვა ყველაფერი წესრიგშია, საუბრის დაწყების შემდეგ არაფერი პრობლემა არ არის და მერე ყველაფერი კარგად მიდის და ძირითადად ეს ასეც ხდება, თუმცა თანამედროვე კვლევების მიხედვით, ის რაღაც კვალს მაინც ტოვებს, მაგალითად, “Late talker” – ის სფერო ვერ იქნება ისეთი რამ, რასაც ბევრი წერა-კითხვა სჭირდება. “Late talker”-ის ფენომენი იწვევს იმას, რომ ბევრი მშობელი მეტყველების შეფერხებას ყურადღებას არ აქცევს, სხვა ბავშვების მაგალითზე ფიქრობენ, რომ მათი ბავშვიც უბრალოდ გვიან დაიწყებს საუბარს.

წლინახევრის ასაკში თუ არცერთი სიტყვა ჯერ არ უთქვამს, გახდა 2 წლის და ორსიტყვიან კომბინაციებს საერთოდ არ ცდილობს, მნიშვნელოვანია არ დაველოდოთ მოვლენების განვითარებას და აზრი სპეციალისტს ვკითხოთ…“

#datashvil  #drpkhakadze  #sheniganatleba #sheniambebi #sheniekimi

სკანირება
QR კოდი
shenisilamaze.ge
სტატიის ციტირება

შენი სილამაზე. (2023). როგორ მოვიქცეთ, როცა ბავშვი 2-3 წლის ასაკშიც ვერ ლაპარკობს – რას ნიშნავს ფრაზა ბავშვი “Late talker”-ია. 27 დეკემბერი, 2023. https://shenisilamaze.ge/%e1%83%a0%e1%83%9d%e1%83%92%e1%83%9d%e1%83%a0-%e1%83%9b%e1%83%9d%e1%83%95%e1%83%98%e1%83%a5%e1%83%aa%e1%83%94%e1%83%97-%e1%83%a0%e1%83%9d%e1%83%aa%e1%83%90-%e1%83%91%e1%83%90%e1%83%95%e1%83%a8/

გაზიარებაFacebookLinkedInXTelegramWhatsApp
© 2023 შენი სილამაზე · Public Health Institute of Georgia (PHIG)
READ  მეცნიერები ადასტურებენ, რომ უფროსი შვილი უმცროსებზე ჭკვიანია. აი რას ნიშნავს ეს მშობლებისთვის
გაუზიარეთ ეს სტატია
ჟურნალისტი
ჟურნალისტი — კვება და ჯანსაღი ცხოვრება. აშუქებს წონის მართვას, კალორიებსა და დიეტებს მეცნიერული თვალსაზრისით, ვარჯიშსა და ყოველდღიურ ჯანსაღ ჩვევებს.
კომენტარები ჯერ არ არის