ცენტრის მიზანი ბენეფიციარების ფსიქო-სოციალური რეაბილიტაციის პროცესის ხელშეწყობაა

ცენტრის მიზანი ბენეფიციარების ფსიქო-სოციალური რეაბილიტაციის პროცესის ხელშეწყობაა

ანა კვარაცხელია
ანა კვარაცხელია - ჟურნალისტი
1 წუთიანი წაკითხვა
გაზიარებაFacebookLinkedInXTelegramWhatsApp

ჯანდაცვის მინისტრმა ზურაბ აზარაშვილმა „ევექსის“ ბავშვთა ნეიროგანვითარების ცენტრი „კარავი“ დაათვალიერა. დაწესებულება, ერთდროულად, 400-მდე ბავშვსა და 18 წლამდე მოზარდს ემსახურება, რომლებსაც ნეიროგანვითარებით, ქცევით თუ ემოციურ სირთულეებზე ორიენტირებულ თერაპიულ მომსახურებებს სთავაზობს. ცენტრის მიზანი ბენეფიციარების ფსიქო-სოციალური რეაბილიტაციის პროცესის ხელშეწყობაა.

როგორც ჯანდაცვის მინისტრმა აღნიშნა, მნიშვნელოვანია, რომ ბენეფიციარებმა კომბინირებული თერაპიების სერვისის მიღება, კვალიფიციური სპეციალისტების დახმარებით, ერთ სივრცეში შეძლონ.
ცენტრში ფუნქციონირებს ხელოვნებისა და მუსიკის, ფიზიკური და სენსორული, მეტყველებისა და ქცევითი თერაპიის მიმართულებები. „კარავში“ მოქმედებს „მშობელთა სკოლაც“, სადაც მათ შესაძლებლობა აქვთ, მონაწილეობა მიიღონ საგანმანათლებლო და მხარდამჭერ აქტივობებში.

ბენეფიციარებს სპეციალური თერაპიები ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის „ბავშვის განვითარების ინსტიტუტში“ უტარდებოდათ. დაწესებულების დახურვის შემდეგ, მომსახურების უწყვეტობის მიზნით, ჯანდაცვის სამინისტროს მხარდაჭერითა და სახალხო დამცველთან კოორდინაციით, „ევექსმა“, ბავშვთა ნეიროგანვითარების ცენტრი „კარავი“ გახსნა, რომელიც 6 დეკემბრიდან ფუნქციონირებს.

ზურაბ აზარაშვილთან ერთად, ნეიროგანვითარების ცენტრი, მინისტრის მოადგილე თამარ ბარკალაიამ, სახელმწიფო ზრუნვისა და ტრეფიკინგის მსხვერპლთა, დაზარალებულთა დახმარების სააგენტოს დირექტორმა რუსუდან კოხოძემ, სახალხო დამცველმა ლევან იოსელიანმა, საქართველოს კაპიტალის (GCAP) თავმჯდომარემ და აღმასრულებელმა დირექტორმა ირაკლი გილაურმა, „ევექსის“ დირექტორმა გიორგი გორდაძემ, „საქართველოს ჯანდაცვის ჯგუფის“ (GHG) გენერალურმა დირექტორმა ირაკლი გოგიამ დაათვალიერეს.

- Advertisement -
Ad imageAd image

ინფორმაციას ჯანდაცვის სამინისტროს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახური ავრცელებს

#datashvil  #drpkhakadze  #sheniganatleba #sheniambebi #sheniekimi

სკანირება
QR კოდი
shenisilamaze.ge
სტატიის ციტირება

შენი სილამაზე. (2023). ცენტრის მიზანი ბენეფიციარების ფსიქო-სოციალური რეაბილიტაციის პროცესის ხელშეწყობაა. 27 დეკემბერი, 2023. https://shenisilamaze.ge/%e1%83%aa%e1%83%94%e1%83%9c%e1%83%a2%e1%83%a0%e1%83%98%e1%83%a1-%e1%83%9b%e1%83%98%e1%83%96%e1%83%90%e1%83%9c%e1%83%98-%e1%83%91%e1%83%94%e1%83%9c%e1%83%94%e1%83%a4%e1%83%98%e1%83%aa%e1%83%98%e1%83%90/

გაზიარებაFacebookLinkedInXTelegramWhatsApp
© 2023 შენი სილამაზე · Public Health Institute of Georgia (PHIG)
READ  რეფორმები მოიწონა და სამომავლო თანამშრომლობისთვის მზადყოფნა გამოთქვა
გაუზიარეთ ეს სტატია
ჟურნალისტი
ჟურნალისტი — კვება და ჯანსაღი ცხოვრება. აშუქებს წონის მართვას, კალორიებსა და დიეტებს მეცნიერული თვალსაზრისით, ვარჯიშსა და ყოველდღიურ ჯანსაღ ჩვევებს.
კომენტარები ჯერ არ არის