თბილისის ახალი სახელმწიფო კლინიკის მშენებლობის პროექტი

რესპუბლიკური საავადმყოფოს პერსონალს ორი კვირა ექნება იმისთვის, რომ აირჩიონ კონკრეტული შეთავაზება/კომპენსაცია

ანა კვარაცხელია
ანა კვარაცხელია - ჟურნალისტი
1 წუთიანი წაკითხვა
გაზიარებაFacebookLinkedInXTelegramWhatsApp

ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის, ილია ღუდუშაურის განცხადებით, რესპუბლიკური საავადმყოფოს პერსონალს ორი კვირა ექნება იმისთვის, რომ აირჩიონ კონკრეტული შეთავაზება/კომპენსაცია.

საქმე ის არის, რომ მთავრობა რესპუბლიკურის თავიდან აშენებას გეგმავს, რის გამოც კლინიკა მუშაობას აჩერებს.

„22 იანვარს დაიწყო ოფიციალურად იურიდიულად შეთავაზების პროცესი. მათ დაახლოებით ორი კვირა ექნებათ იმისთვის, რომ კონკრეტული შეთავაზება აირჩიონ და მენეჯმენტს გააცნონ თავიანთი პოზიცია, თუ რომელი მიმართულებაა მათთვის ხელსაყრელი. შემდეგ დაიწყება შეთანხმებების იურიდიული პროცესი“, – განაცხადა ილია ღუდუშაურმა საზოგადოებრივი მაუწყებლის ეთერში.

კლინიკის თანამშრომლებს შემდეგი შეთავაზებები აქვთ:

  • ნებისმიერი თანამშრომელი, რომელიც მხოლოდ რესპუბლიკურ საავადმყოფოშია დასაქმებული, კომპენსაციის სახით, ერთჯერადად, 12 თვის ხელფასით იქნება უზრუნველყოფილი.
  • თუ კლინიკის თანამშრომელი სხვა დაწესებულებაშიც მუშაობს კომპენსაციის სახით, 4 თვის ხელფასს მიიღებს.
  • სამედიცინო პერსონალი, რომელიც 12-თვიან კომპენსაციაზე უარს განაცხადებს, ჯანდაცვის სამინისტრო, სხვა სამედიცინო კლინიკაში, იგივე პოზიციაზე დასაქმებასა და 4 თვის ხელფასის ოდენობით კომპენსაციას შესთავაზებს.
  • სამედიცინო პერსონალი, რომელიც არ მუშაობს სხვა დაწესებულებაში და სამინისტრო, ალტერნატიულ სამსახურს ვერ შესთავაზებს, უწყება, 3 წლის განმავლობაში, დასაქმებამდე, ყოველთვიურ სახელფასო ანაზღაურებას გადაუხდის.

#datashvil  #drpkhakadze  #sheniganatleba #sheniambebi #sheniekimi

სკანირება
QR კოდი
shenisilamaze.ge
სტატიის ციტირება

შენი სილამაზე. (2024). რესპუბლიკური საავადმყოფოს პერსონალს ორი კვირა ექნება იმისთვის, რომ აირჩიონ კონკრეტული შეთავაზება/კომპენსაცია. 24 იანვარი, 2024. https://shenisilamaze.ge/%e1%83%a0%e1%83%94%e1%83%a1%e1%83%9e%e1%83%a3%e1%83%91%e1%83%9a%e1%83%98%e1%83%99%e1%83%a3%e1%83%a0%e1%83%98-%e1%83%a1%e1%83%90%e1%83%90%e1%83%95%e1%83%90%e1%83%93%e1%83%9b%e1%83%a7%e1%83%9d%e1%83%a4/

გაზიარებაFacebookLinkedInXTelegramWhatsApp
© 2024 შენი სილამაზე · Public Health Institute of Georgia (PHIG)
READ  როგორ ჩავიცვათ შოპინგზე წასვლისას
გაუზიარეთ ეს სტატია
ჟურნალისტი
ჟურნალისტი — კვება და ჯანსაღი ცხოვრება. აშუქებს წონის მართვას, კალორიებსა და დიეტებს მეცნიერული თვალსაზრისით, ვარჯიშსა და ყოველდღიურ ჯანსაღ ჩვევებს.
კომენტარები ჯერ არ არის