ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე ილია ღუდუშაური ინტერვიუს დროს

არის თუ არა რესპუბლიკური საავადმყოფოს ტერიტორია კერძო ინტერესის სფერო?

ანა კვარაცხელია
ანა კვარაცხელია - ჟურნალისტი
1 წუთიანი წაკითხვა
გაზიარებაFacebookLinkedInXTelegramWhatsApp

არის თუ არა რესპუბლიკური საავადმყოფოს ტერიტორია კერძო ინტერესის სფერო?

ამ შეკითხვას საზოგადოებრივი მაუწყებლის ეთერში ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ, ილია ღუდუშაურმა უპასუხა.

მისი თქმით, რესპუბლიკურის ტერიტორიაზე აშენდება კლინიკა.

„რესპუბლიკური საავადმყოფოს ტერიტორიასთან დაკავშირებით შემიძლია ცალსახად დაგიდასტუროთ, რომ იქ აშენდება საავადმყოფო და არანაირ ინვესტორთან საუბარი არ მიმდინარეობს“, – განაცხადა ღუდუშაურმა.

რესპუბლიკურის ეზოში პერსონალი აქციას მართავს. როგორც საპროტესტო აქციის მონაწილეები აცხადებენ, ისინი კლინიკის დაანონსებულ დაკეტვას აპროტესტებენ. გარდა ამისა, კლინიკის პერსონალისთვის მიუღებელია კომპენსაციის ის სახეები, რასაც ჯანდაცვის სამინისტრო მათ სთავაზობს.

საავადმყოფოს კარდიოლოგიური განყოფილების ხელმძღვანელმა, ნინო ოთარიშვილმა აქციაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა, რომ ეს პერსონალის ტერიტორიიდან გაყრაა, მიზანი კი, ქალაქის ცენტრში არსებული ტერიტორიის მიმართ ინტერესია.

„ვფიქრობთ, რომ უბრალოდ ეს ტერიტორია სჭირდებათ. ახალი საავადმყოფო უნდა აშენდეს მხოლოდ იმიტომ, რომ ეს შენობა დაინგრეს. როცა ამდენი ფართია უკან და ამ დროს, ,,ავერსი” ძალიან მცირე ტერიტორიაზე უკვე მესამე კორპუსს აშენებს ძალიან დიდი ეჭვი გვაქვს, რომ აქ საავადმყოფო საერთოდ არ შენდება და არსებობს მხოლოდ ტერიტორიის ინტერესი, ამიტომ სჭირდებათ სასწრაფოდ ჩვენი აქედან მოცილება”, – განაცხადა ოთარიშვილმა აქციაზე.

მთავრობა რესპუბლიკურის თავიდან აშენებას გეგმავს.

#datashvil  #drpkhakadze  #sheniganatleba #sheniambebi #sheniekimi

სკანირება
QR კოდი
shenisilamaze.ge
სტატიის ციტირება

შენი სილამაზე. (2024). არის თუ არა რესპუბლიკური საავადმყოფოს ტერიტორია კერძო ინტერესის სფერო?. 24 იანვარი, 2024. https://shenisilamaze.ge/%e1%83%90%e1%83%a0%e1%83%98%e1%83%a1-%e1%83%97%e1%83%a3-%e1%83%90%e1%83%a0%e1%83%90-%e1%83%a0%e1%83%94%e1%83%a1%e1%83%9e%e1%83%a3%e1%83%91%e1%83%9a%e1%83%98%e1%83%99%e1%83%a3%e1%83%a0%e1%83%98/

გაზიარებაFacebookLinkedInXTelegramWhatsApp
© 2024 შენი სილამაზე · Public Health Institute of Georgia (PHIG)
READ  „სახელმწიფო ონკოლოგიურ ქირურგიას კერძო დაზღვევის მქონე მოქალაქეებსაც დაუფინანსებს“ - თამარ გაბუნია
გაუზიარეთ ეს სტატია
ჟურნალისტი
ჟურნალისტი — კვება და ჯანსაღი ცხოვრება. აშუქებს წონის მართვას, კალორიებსა და დიეტებს მეცნიერული თვალსაზრისით, ვარჯიშსა და ყოველდღიურ ჯანსაღ ჩვევებს.
კომენტარები ჯერ არ არის