თბილისის რესპუბლიკური საავადმყოფოს შენობა და სამედიცინო პერსონალი

კიდევ ერთი კონსულტაცია შედგა…

ანა კვარაცხელია
ანა კვარაცხელია - ჟურნალისტი
1 წუთიანი წაკითხვა
გაზიარებაFacebookLinkedInXTelegramWhatsApp

რესპუბლიკურ საავადმყოფოში კიდევ ერთი კონსულტაცია შედგა.

მართვაში ჩართული სამედიცინო ჰოლდინგის წარმომადგენლები კლინიკის თანამშრომლებთან რესპუბლიკურის მომავალსა და კომპენსაციის საკითხზე მსჯელობდნენ.

პერსონალის ნაწილი კომპენსაციით უკმაყოფილოა.

„ჰოსპიტალში არის დაახლოებით 31-ამდე აკადემიური პერსონალი და ჩვენ გვაწუხებს ის მდგომარეობა, სად წავიყვანოთ ჩვენი სტუდენტები. ვფიქრობ, რომ შეხვედრაზე შედეგიანი საუბარი იყო, თემა მნიშვნელოვანია და ჰოლდინგის ხელმძღვანელობა დაგვპირდა, რომ ამ საკითხზე იმსჯელებენ“, – აღნიშნა ინფექციონისტმა, დევი ტაბიძემ.

რესპუბლიკური საავადმყოფოს თანამშრომლებისთვის კომპენსაციებთან დაკავშირებით შეთავაზების პროცესი ოფიციალურად დაიწყო. 

„აკადემიკოს ნიკოლოზ ყიფშიძის სახელობის ცენტრალური საუნივერსიტეტო კლინიკის“ ბაზაზე, ახალი მრავალპროფილური, მაღალტექნოლოგიური და თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი კლინიკა მოეწყობა, რომელიც ყველა ძირითად სამედიცინო მიმართულებას უზრუნველყოფს.

#datashvil  #drpkhakadze  #sheniganatleba #sheniambebi #sheniekimi

სკანირება
QR კოდი
shenisilamaze.ge
სტატიის ციტირება

შენი სილამაზე. (2024). კიდევ ერთი კონსულტაცია შედგა…. 26 იანვარი, 2024. https://shenisilamaze.ge/%e1%83%99%e1%83%98%e1%83%93%e1%83%94%e1%83%95-%e1%83%94%e1%83%a0%e1%83%97%e1%83%98-%e1%83%99%e1%83%9d%e1%83%9c%e1%83%a1%e1%83%a3%e1%83%9a%e1%83%a2%e1%83%90%e1%83%aa%e1%83%98%e1%83%90-%e1%83%a8/

გაზიარებაFacebookLinkedInXTelegramWhatsApp
© 2024 შენი სილამაზე · Public Health Institute of Georgia (PHIG)
READ  შავი ყავის 5 სასარგებლო თვისება თქვენი ჯანმრთელობისთვის
გაუზიარეთ ეს სტატია
ჟურნალისტი
ჟურნალისტი — კვება და ჯანსაღი ცხოვრება. აშუქებს წონის მართვას, კალორიებსა და დიეტებს მეცნიერული თვალსაზრისით, ვარჯიშსა და ყოველდღიურ ჯანსაღ ჩვევებს.
კომენტარები ჯერ არ არის