ხუთშაბათი, ნოემბერი 28, 2024
- Advertisement -spot_img
მთავარისხვა-ამბებიფონდი „ქართუ“ რესპუბლიკურ საავადმყოფოსთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს

ფონდი „ქართუ“ რესპუბლიკურ საავადმყოფოსთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს

ფონდი „ქართუ“ ჯანდაცვის სამინისტროს მიერ თბილისის რესპუბლიკური საავადმყოფოს რეაბილიტაციასა და რეორგანიზაციასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს, რომლითაც რესპუბლიკური საავადმყოფოს თანამშრომლების მიმართვას პასუხობს:

ფონდში განმარტავენ, რომ „ქართუს“ დაკვეთით 2007 წელს მართლაც მომზადდა რესპუბლიკური საავადმყოფოს კვლევა და საავადმყოფოს შენობის წინა მხარის მიშენებასა და გარკვეული ნაწილის რეაბილიტაციისთვის 35 მლნ დოლარი დაიხარჯა.

„ბოლო დროს სამედიცინო საზოგადოება მოიცვა ვნებათაღელვამ, რომელიც უკავშირდება, ჯანმრთელობის დაცვის სამინისტროს მიერ დაგეგმილ „თბილისის რესპუბლიკური საავადმყოფოს“ რეაბილიტაციასა და რეორგანიზაციას.

ვინაიდან ხსენებული კლინიკის პერსონალმა წერილობით მოგვმართა და ასევე საჯარო გამოსვლებში ახსენა ფონდი „ქართუ“, ვითვალისწინებთ რა ამ თემისადმი არსებულ მაღალ საზოგადოებრივ ინტერესს, საჭიროდ ვთლით, ახსნა-განმარტება გავაკეთოთ აღნიშნულ საკითხზე.

ფონდ „ქართუს“ წლების წინ მართლაც ჰქონდა მიზნები და გეგმავდა რესპუბლიკური საავადმყოფოს ძირეულ გადაკეთებას. 2007 წელს, ჩვენი დაკვეთით, ცნობილმა ბრიტანულმა საინჟინრო-კონსტრუქციულმა კომპანიამ, ARUP-მა მოამზადა კვლევა და დაამუშავა შესაბამისი კონცეფცია. პროექტის განხორციელების შემთხვევაში მოხდებოდა საავადმყოფოს კომპლექსის ძირეული გადაკეთება, განხორციელდებოდა არსებული ამორტიზებული შენობის ნაწილობრივი დემონტაჟი, მას შეეცვლებოდა ფუნქცია – კლინიკის მაგიერ იქ განთავსდებოდა სამედიცინო ინსტიტუტი და სასწავლებელი, ხოლო დღევანდელი შიდა ეზოს ადგილზე აღიმართებოდა კლინიკის ახალი კორპუსები საერთო ფართით 56’000 კვ. მეტრი. პროექტის განხორციელების შემთხვევაში საავადმყოფო სრულად დააკმაყოფილებდა საერთაშორისო სამედიცინო სტანდარტებსა და შეძლებდა სტაციონარული წესით ერთდროულად 772 პაციენტის მიღებას.

ჩატარებული კვლევის ფარგლებში გამოვლინდა არსებული შენობის არასახარბიელო მდგომარეობა და კონსტრუქციული დეფექტები. ძველ შენობას მრავალმხრივი პრობლემები გააჩნდა, რომელთა აღმოფხვრა არსებული მდგომარეობის შენარჩუნებით ვეღარ ხერხდებოდა. ძველი შენობა თვისობრივად არ აკმაყოფილებდა თანამედროვე სამედიცინო სტანდარტებს. საბოლოოდ გამოიკვეთა ახალი შენობების აგების საჭიროება. ამ გეგმებს ხელი შეუშალა 2007 წლის ნოემბრის ცნობილმა მოვლენებმა, რის შემდეგაც ფონდმა ძირეულად შეზღუდა კონტაქტები მაშინდელ ხელისუფლებასთან. თუმცა, აქვე აღვნიშნავთ, რომ „ფონდი ქართუს“ ძალისხმევა რესპუბლიკური საავადმყოფოს მიმართებით არ შემოიფარგლება ხსენებული პროექტის მომზადებით.

საერთო ჯამში, სხვადასხვა პერიოდში ფონდის კონტრიბუციამ საავადმყოფოს სასარგებლოდ შეადგინა 35 მილიონ აშშ დოლარზე მეტი. ამ თანხებით მოხდა საავადმყოფოს შენობის წინა მხარის მიშენება, გარკვეული ნაწილის რეკონსტრუქცია-რემონტი, და ასევე შეძენილ იქნა სამედიცინო აპარატურა და ავეჯი“, – აღნიშნულია ფონდი „ქართუს“ განცხადებაში, რომელსაც საზოგადოებრივი მაუწყებელი ავრცელებს.

#datashvil  #drpkhakadze  #sheniganatleba #sheniambebi #sheniekimi

მასალის გამოყენების პირობები
author avatar
SheniSilamaze.ge
#drpkhakadze
მსგავსი სიახლეები
11 საუკეთესო აქტივობა რომელიც კრაკოვს შეგაყვარებთ

11 საუკეთესო აქტივობა რომელიც კრაკოვს შეგაყვარებთ

25 November, 2024
ხელებსა და ფეხებში მგრძნობელობის დაკარგვა, რაც უნდა იცოდეთ – მნიშვნელოვანი სიმპტომები და რისკები

ხელებსა და ფეხებში მგრძნობელობის დაკარგვა, რაც უნდა იცოდეთ – მნიშვნელოვანი სიმპტომები და რისკები

ნოემბერი 27, 2024
რადიო “პოზიტივის” დღის ამბები

რადიო “პოზიტივის” დღის ამბები

25 ნოემბერი 2024
3 იდეა როგორ გავაფორმოთ მაგიდა საახალწლოდ

3 იდეა როგორ გავაფორმოთ მაგიდა საახალწლოდ

ნოემბერი 27, 2024
თბილისში საახალწლო ღონისძიებები 13 დეკემბრიდან 7 იანვრის ჩათვლით გაიმართება

თბილისში საახალწლო ღონისძიებები 13 დეკემბრიდან 7 იანვრის ჩათვლით გაიმართება

ნოემბერი 27, 2024
როგორ მუშაობს ტვინი, როდესაც წიგნს ვკითხულობთ

როგორ მუშაობს ტვინი, როდესაც წიგნს ვკითხულობთ

20 ნოემბერი 2024
იანვრიდან, სესხის აღების პირობები იცვლება – ნახეთ, დეტალები

იანვრიდან, სესხის აღების პირობები იცვლება – ნახეთ, დეტალები

ნოემბერი 27, 2024
21 მარტის ასტროლოგიური პროგნოზი

21 მარტის ასტროლოგიური პროგნოზი

მარტი 21, 2024
ხამანწკების იმპორტი ისტორიულ მაჩევნებელზეა

ხამანწკების იმპორტი ისტორიულ მაჩევნებელზეა

ნოემბერი 27, 2024
3 ქვეყანა, რომელიც ზამთარში ულამაზესია

3 ქვეყანა, რომელიც ზამთარში ულამაზესია

27 ნოემბერი 2024
საახალწლო განათებების მონტაჟი რუსთაველის გამზირზე —დროებითი საგზაო შეზღუდვები

საახალწლო განათებების მონტაჟი რუსთაველის გამზირზე —დროებითი საგზაო შეზღუდვები

ნოემბერი 27, 2024
Nexia Georgia 800 ოფისს შორის “წლის კომპანიად” დასახელდა

Nexia Georgia 800 ოფისს შორის “წლის კომპანიად” დასახელდა

ნოემბერი 27, 2024
პროდუქტები რომელიც პოზიტიურად განგაწყობთ და შემოდგომის მელანქოლიის დაძლევაში დაგეხმარებათ

პროდუქტები რომელიც პოზიტიურად განგაწყობთ და შემოდგომის მელანქოლიის დაძლევაში დაგეხმარებათ

ოქტომბერი 7, 2024
spot_img

ბოლო სიახლეები