სააფთიაქო ქსელები და კონკურენციის სააგენტოს გადაწყვეტილება

,,ავერსმა” და ,,პსპმ” კონკურენციისა და მომხმარებლის დაცვის სააგენტოს გადაწყვეტილების წინააღმდეგ სასამართლოში სარჩელი უკვე შეიტანეს

მარიამ ლომიძე
მარიამ ლომიძე - ჟურნალისტი
1 წუთიანი წაკითხვა
გაზიარებაFacebookLinkedInXTelegramWhatsApp

,,ავერსმა” და ,,პსპმ” კონკურენციისა და მომხმარებლის დაცვის სააგენტოს გადაწყვეტილების წინააღმდეგ სასამართლოში სარჩელი უკვე შეიტანეს.

,,ავერსისა” და პსპ-ს წარმომადგენლებმა BM.GE-სთან დაადასტურეს, რომ კომპანიებმა სასამართლოში სარჩელი უკვე შეიტანეს, თუმცა განხილვის ეტაპი ჯერ არ დაწყებულა.

უწყების მიერ გავრცელებული განცხადების თანახმად, ჯარიმები 4 კომპანიას შეეხება:

  • ავერსი: 14,402,425 ლარი;
  • გეფა – ჯიპისი ფარმადეპო: 20,349,336 ლარი;
  • პსპ: 17,094,872 ლარი;
  • მერმისი: 951,301 ლარი.

კონკურენციის ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, ამ კომპანიებმა 2021-2023 წლებში (აგვისტოს ჩათვლით) სახელმწიფო ონკოლოგიური მედიკამენტების დაფინანსების პროგრამის ფარგლებში კონკრეტული წამლების მიწოდებისთვის წარადგინეს თეთრების სიზუსტით ანალოგიური ფასი, რაც კომპანიებს შორის შეთანხმებულ მოქმედებაზე მეტყველებს.

სააგენტომ გამოავლინა იდენტური ფასის 88 შემთხვევა, რაც მოიცავს:

  • 23 შემთხვევას 2 კომპანიის მონაწილეობით;
  • 47 შემთხვევას 3 კომპანიის მონაწილეობით;
  • 18 შემთხვევას 4 კომპანიის მონაწილეობით

საქმე ეხება ჯარიმას, რომელიც კონკურენციისა და მომხმარებლის დაცვის სააგენტომ გასული წლის ბოლოს, 29 დეკემბერს 5 კომპანიის წინააღმდეგ გამოიყენა. უწყებამ სააფთიაქო ქსელები შეთანხმებული (კარტელური) მოქმედებისთვის 53 მილიონ ლარამდე დააჯარიმა.

სკანირება
QR კოდი
shenisilamaze.ge
სტატიის ციტირება

შენი სილამაზე. (2024). ,,ავერსმა” და ,,პსპმ” კონკურენციისა და მომხმარებლის დაცვის სააგენტოს გადაწყვეტილების წინააღმდეგ სასამართლოში სარჩელი უკვე შეიტანეს. 29 იანვარი, 2024. https://shenisilamaze.ge/%e1%83%90%e1%83%95%e1%83%94%e1%83%a0%e1%83%a1%e1%83%9b%e1%83%90-%e1%83%93%e1%83%90-%e1%83%9e%e1%83%a1%e1%83%9e%e1%83%9b-%e1%83%99%e1%83%9d%e1%83%9c%e1%83%99%e1%83%a3%e1%83%a0%e1%83%94%e1%83%9c/

გაზიარებაFacebookLinkedInXTelegramWhatsApp
© 2024 შენი სილამაზე · Public Health Institute of Georgia (PHIG)
READ  ასაკთან ერთად მეხსიერების პრობლემები ჩნდება – ეს მედიკამენტები კი ალცჰაიმერის გაჩენის რისკს ამაღლებს
გაუზიარეთ ეს სტატია
ჟურნალისტი
ჟურნალისტი — ბუნებრივი საშუალებები და დღის რუტინა. წერს ნიღბებზე, ზეთებსა და მცენარეულ რეცეპტებზე, დილისა და საღამოს მოვლის რუტინაზე და სეზონურ რჩევებზე.
კომენტარები ჯერ არ არის