ხუთშაბათი, ნოემბერი 28, 2024
- Advertisement -spot_img
მთავარიპროცედურაკვლევის საინტერესო შედეგები - რატომ იწყებს ზოგი ბავშვი ლაპარაკს ადრე

კვლევის საინტერესო შედეგები – რატომ იწყებს ზოგი ბავშვი ლაპარაკს ადრე

ბავშვების უმეტესობა 18 თვის ასაკში უკვე რამდენიმე სიტყვასა და წინადადებას ამბობს. თუმცა, ზოგი შედარებით გამართულ საუბარს უფრო ადრეც იწყებს.

წლებია, ფსიქოლოგი ელიკა ბერგელსონი დაინტერესებულია, თუ რა ინდივიდუალური განსხვავებები იწვევს უნარების ამ სპექტრს. მისმა ბოლოდროინდელმა დაკვირვებამ ამ თემაზე საინტერესო შედეგები გამოიღო.

მან და ფსიქოლოგთა საერთაშორისო ჯგუფმა 1 001 ოთხ წლამდე ბავშვი შეისწავლეს. მათ აღმოაჩინეს, რომ ბავშვების მეტყველების სიხშირეზე არ ჰქონდა გავლენა სქესს, სოციალურ-ეკონომიკურ სტატუსსა და სხვა მსგავს ფაქტორებს.

მკვლევრებმა დაადგინეს, რომ ყველაზე გამართულად ის ბავშვები საუბრობდნენ, რომლებიც ზრდასრულების საუბარს უფრო ხშირად ისმენდნენ. ასევე მნიშვნელოვანი ფაქტორი იყო დისლექსია.

„მეტყველების განვითარების ტემპს ხშირად დაბალ სოციალურ-ეკონომიკურ ფენას მიაწერდნენ. მიიჩნეოდა, რომ ამის მიზეზი რესურსებზე ნაკლები ხელმისაწვდომობა იყო. კვლევამ აჩვენა, რომ ამ მხრივ გადამწყვეტი ფაქტორი ზრდასრული ადამიანების საუბრის მოსმენაა”, – აღნიშნულია კვლევაში.

კვლევის შედეგებს არ შეუძლია გამოავლინოს უშუალო მიზეზი, თუ რატომ არის ასე გადაჯაჭვული ბავშვის მეტყველება და ზრდასრულთა საუბარი, მაგრამ არსებობს რამდენიმე შესაძლო ახსნა. ერთი ისაა, რომ ბავშვი, რომელიც ადრე იწყებს საუბარს, ამ მხრივ ყურადღებას იქცევს, და მას მშობლებიც უფრო მეტს ელაპარაკებიან. მეორე ვერსიის მიხედვით კი, შედარებით მეტი საუბრის მოსმენა ბავშვში ლაპარაკის შესაძლებლობებს ავითარებს.

ბავშვების თანდასწრებით მეტი საუბარი შეიძლება მათთვის სასარგებლო იყოს.

კვლევამ 12 ქვეყანა და 43 სასაუბრო ენა მოიცვა. ბავშვების საუბარს მკვლევრები სპეციალური ტექნოლოგიებით აკვირდებოდნენ. მათ მოწყობილობა ბავშვების ტანსაცმელზე განათავსეს.

საბოლოო ჯამში, გუნდმა ვერ აღმოაჩინა დამაჯერებელი კავშირი საუბრის სიხშირესა და სქესს თუ სოციალურ-ეკონომიკურ სტატუსს შორის. როგორც უკვე აღვნიშნეთ, კვლევამ აჩვენა, რომ ბავშვები, რომლებიც უფროსების უფრო მეტ საუბარს უსმენდნენ, თავადაც უფრო მეტს საუბრობდნენ.

მასალის გამოყენების პირობები
author avatar
SheniSilamaze.ge
#drpkhakadze
მსგავსი სიახლეები
11 საუკეთესო აქტივობა რომელიც კრაკოვს შეგაყვარებთ

11 საუკეთესო აქტივობა რომელიც კრაკოვს შეგაყვარებთ

25 November, 2024
ხელებსა და ფეხებში მგრძნობელობის დაკარგვა, რაც უნდა იცოდეთ – მნიშვნელოვანი სიმპტომები და რისკები

ხელებსა და ფეხებში მგრძნობელობის დაკარგვა, რაც უნდა იცოდეთ – მნიშვნელოვანი სიმპტომები და რისკები

ნოემბერი 27, 2024
რადიო “პოზიტივის” დღის ამბები

რადიო “პოზიტივის” დღის ამბები

25 ნოემბერი 2024
3 იდეა როგორ გავაფორმოთ მაგიდა საახალწლოდ

3 იდეა როგორ გავაფორმოთ მაგიდა საახალწლოდ

ნოემბერი 27, 2024
თბილისში საახალწლო ღონისძიებები 13 დეკემბრიდან 7 იანვრის ჩათვლით გაიმართება

თბილისში საახალწლო ღონისძიებები 13 დეკემბრიდან 7 იანვრის ჩათვლით გაიმართება

ნოემბერი 27, 2024
როგორ მუშაობს ტვინი, როდესაც წიგნს ვკითხულობთ

როგორ მუშაობს ტვინი, როდესაც წიგნს ვკითხულობთ

20 ნოემბერი 2024
იანვრიდან, სესხის აღების პირობები იცვლება – ნახეთ, დეტალები

იანვრიდან, სესხის აღების პირობები იცვლება – ნახეთ, დეტალები

ნოემბერი 27, 2024
21 მარტის ასტროლოგიური პროგნოზი

21 მარტის ასტროლოგიური პროგნოზი

მარტი 21, 2024
ხამანწკების იმპორტი ისტორიულ მაჩევნებელზეა

ხამანწკების იმპორტი ისტორიულ მაჩევნებელზეა

ნოემბერი 27, 2024
3 ქვეყანა, რომელიც ზამთარში ულამაზესია

3 ქვეყანა, რომელიც ზამთარში ულამაზესია

27 ნოემბერი 2024
საახალწლო განათებების მონტაჟი რუსთაველის გამზირზე —დროებითი საგზაო შეზღუდვები

საახალწლო განათებების მონტაჟი რუსთაველის გამზირზე —დროებითი საგზაო შეზღუდვები

ნოემბერი 27, 2024
Nexia Georgia 800 ოფისს შორის “წლის კომპანიად” დასახელდა

Nexia Georgia 800 ოფისს შორის “წლის კომპანიად” დასახელდა

ნოემბერი 27, 2024
პროდუქტები რომელიც პოზიტიურად განგაწყობთ და შემოდგომის მელანქოლიის დაძლევაში დაგეხმარებათ

პროდუქტები რომელიც პოზიტიურად განგაწყობთ და შემოდგომის მელანქოლიის დაძლევაში დაგეხმარებათ

ოქტომბერი 7, 2024
spot_img

ბოლო სიახლეები