ექიმი ესაუბრება პაციენტს ვირუსული ინფექციის შესახებ

„მარტივმა“ გაციებამ, შესაძლოა, ჯანმრთელობას სერიოზული საფრთხე შეუქმნას!

ირინა დათაშვილი
ირინა დათაშვილი - მთავარი რედაქტორი
2 წუთიანი წაკითხვა
გაზიარებაFacebookLinkedInXTelegramWhatsApp

გაციება მსოფლიოში ყველაზე გავრცელებულ დაავადებასა და ექიმთან მიმართვიანობის უხშირეს მიზეზს წარმოადგენს.

მგონი, გავცივდი… ეს ის სიტყვებია, რომელიც ამ სეზონზე ყველაზე ხშირად გვესმის… როგორ ავირიდოთ თავიდან გაციება, რა სიმპტომებს მივაქციოთ ყურადღება, რა გართულებები შეიძლება, გამოიწვიოს გაციებამ? აღნიშნულ საკითხზე გვესაუბრება პროფესორი, პულმონოლოგი ბ-ნი ვახტანგ ქაცარავა.

ბ-ნი ვახტანგი: გაციება კონტაგიოზური ანუ ადვილად გადამდები ზედა სასუნთქი გზების ვირუსული ინფექციაა, რომლის გამოწვევა 200-ზე მეტ ვირუსს შეუძლია, თუმცა, ყველაზე გავრცელებულ გამომწვევად რინოვირუსის დაახლოვებით 100 სხვადასხვა შტამი, რესპირატორულ-სინციტიალური ვირუსები და კორონავირუსები გვევლინებიან. აღნიშნული ვირუსების გავრცელება ჰაერწვეთოვანი გზით ხდება, სწორედ ამიტომ ხალხმრავალ გარემოში, ადამიანიდან – ადამიანზე გაციების ვირუსები ადვილად გადადის და ინფიცირების სიხშირეც მაღალია. 

  • რა ჩივილებით იჩენს თავს გაციება და რა გართულებები შეიძლება, გამოიწვიოს?

ბ-ნი ვახტანგი: გაციების ვირუსი ორგანიზმში მოხვედრიდან 24-72 საათის შემდეგ ვლინდება სხვადასხვა სიმპტომით: შემცივნება, ყელის ტკივილი, ცემინება, ცხვირიდან გამონადენი – რინორეა, ცხვირის ობსტრუქცია ანუ ცხვირით სუნთქვის გაძნელება, სისუსტე, შესაძლოა აღინიშნებოდეს ხველა. რაც შეეხება ცხელებას, უმეტესწილად გაციებას ტემპერატურის მატება არ სდევს. მიუხედავად იმისა, რომ გაციება სხვა რესპირატორულ ინფექციებთან შედარებით, უფრო მარტივად გადაიტანება, მას შესაძლოა, ჯანმრთელობის მდგომარეობის სერიოზული გაუარესება მოჰყვეს. ვირუსულ ინფექციებთან ბრძოლისას, იმუნური სისტემა ქვეითდება, მცირდება ორგანიზმის მდგრადობა ვირუსებისა და ბაქტერიების მიმართ, რის გამოც გაციება არც თუ იშვიათად ხდება სხვა ინფექციების განვითარება-გართულებების მაპროვოცირებელი. მაგალითად, ხშირად გაციების შემდეგ, შემაწუხებელი მშრალი ხველა გრძელდება რამდენიმე კვირის განმავლობაშიც, ვითარდება მწვავე სინუსიტი, ყურის ინფექციები, კონიუნქტივიტი, მწვავე ბრონქიტი ან პნევმონია. შესაძლოა, ასთმის, ქრონიკული ბრონქიტის, ფქოდის ან ემფიზემის მქონე პირთათვის, გაციება ჰოსპიტალიზაციის და სხვადასხვა გართულებების მიზეზიც გახდეს. 

- Advertisement -
Ad imageAd image
  • ახასიათებს თუ არა გაციებას სეზონი და ვინ იმყოფება განსაკუთრებით მაღალ რისკ-ჯგუფში?

წაიკითხეთ სრულად

#datashvil  #drpkhakadze  #sheniganatleba #sheniambebi #sheniekimi

სკანირება
QR კოდი
shenisilamaze.ge
სტატიის ციტირება

შენი სილამაზე. (2024). „მარტივმა“ გაციებამ, შესაძლოა, ჯანმრთელობას სერიოზული საფრთხე შეუქმნას!. 8 თებერვალი, 2024. https://shenisilamaze.ge/%e1%83%9b%e1%83%90%e1%83%a0%e1%83%a2%e1%83%98%e1%83%95%e1%83%9b%e1%83%90-%e1%83%92%e1%83%90%e1%83%aa%e1%83%98%e1%83%94%e1%83%91%e1%83%90%e1%83%9b-%e1%83%a8%e1%83%94%e1%83%a1/

გაზიარებაFacebookLinkedInXTelegramWhatsApp
© 2024 შენი სილამაზე · Public Health Institute of Georgia (PHIG)
READ  ვლინდება როგორც ხელოვნურ სუნთქვაზე დამოკიდებულ, ასევე არავენტილაციურ პაციენტებში - შეძენილი პნევმონია
გაუზიარეთ ეს სტატია
მთავარი რედაქტორი
მთავარი რედაქტორი — ქალის ჯანმრთელობა და სიახლეები. აშუქებს ჰორმონულ ჯანმრთელობას, ორსულობასა და პროფილაქტიკას, ინტერვიუებს ექიმებთან და ინდუსტრიის სიახლეებს.
კომენტარები ჯერ არ არის