ახლახან გაკეთებული ტატუს მოვლა - კრემის წასმა კანზე

რჩევები – თუ სვირინგი ახალი გაკეთებული გაქვთ

თაკო ფხაკაძე
თაკო ფხაკაძე - სილამაზის რედაქტორი
2 წუთიანი წაკითხვა
{"remix_data":[],"remix_entry_point":"challenges","source_tags":["local"],"origin":"unknown","total_draw_time":0,"total_draw_actions":0,"layers_used":0,"brushes_used":0,"photos_added":0,"total_editor_actions":{},"tools_used":{"transform":1},"is_sticker":false,"edited_since_last_sticker_save":true,"containsFTESticker":false}
გაზიარებაFacebookLinkedInXTelegramWhatsApp

კარგი სვირინგი მდიდარი შინაგანი სამყაროს გამოხატვის შესანიშნავი საშუალებაა.

თუმცა მას აუცილებლად სჭირდება მოვლა, რომ მელანი არ გაფერმკრთალდეს და კანი არ დაზიანდეს.

განსაკუთრებული მოვლა სჭირდება ტატუს პირველ კვირებში, თუმცა ყურადღება ამის შემდეგაც აუცილებელია, რომ ნახატი დიდხანს იყოს მკვეთრი და მკაფიო.

პირველი 24-48 საათის განმავლობაში:

ტატუზე ნახვევი გაიჩერეთ 22-24 საათით. ტატუს გაკეთებისთანავე ნებისმიერი ოსტატი დაფარავს მას  ნახვევით;

- Advertisement -
Ad imageAd image

ჰკითხეთ ტატუს ოსტატს, როდის შეიძლება ტატუს გახსნა;

სახვევის მოხსნამდე კარგად დაიბანეთ ხელები. ფრთხილად მოიხსენით ნახვევი, რომ კანი არ დაზიანდეს;

ანტიბაქტერიული საპონი და წყალი საუკეთესო იქნება ამ დღეს თქვენთვის;

ფრთხილად დაიბანეთ ტატუ გრილი ან თბილი წყლითა და საპნით;

ტატუს დაბანისას არ გამოიყენოთ ღრუბელი;

- Advertisement -
Ad imageAd image

ჭრილობა ფრთხილად შეიმშრალეთ ქაღალდის რბილი ხელსახოცით; ამ მიზნით ნუ გამოიყენებთ ნაჭრის პირსახოცებს, რადგანაც მასზე შეიძლება მეტი ბაქტერია აღმოჩნდეს, ვიდრე ქაღალდის ხელსახოცზე;

ტატუს ადგილზე წაისვით ლოსიონი ან კრემი. ამ მიზნით ნუ გამოიყენებთ კორტიზონის, ალკოჰოლის და ალოეს შემცველ კრემებს;

რჩევები - თუ სვირინგი ახალი გაკეთებული გაქვთ

ტატუს  ხელმეორედ ნუღარ შეიხვევთ;

პირველი ორი-სამი კვირის განმავლობაში ყოველდღიურად, დილას და საღამოს, დაიბანეთ ტატუ თბილი წყლითა და საპნით;

დღეში რამდენჯერმე, 4-6-ჯერ მაინც, წაისვით სვირინგის მიდამოში ლოსიონი ან კრემი, რომ კანი დატენიანდეს;

მელანი რომ არ გაუფერულდეს, ტატუს მიდამო მოარიდეთ მზის სხივების უშუალო ზემოქმედებას;

რჩევები - თუ სვირინგი ახალი გაკეთებული გაქვთ

ამას გარდა, დაზიანებული კანი სინათლეზე შეიძლება გამოშრეს და აიქერცლოს;

ამ პერიოდში მზისგან დამცავი კრემის გამოყენებისგანაც შეიიზღუდეთ თავი.

დააკვირდით, ხომ არ მიმდინარეობს ტატუს ანთებითი პროცესი. ასეთი შემთხვევა იშვიათია, თუმცა შესაძლებელი. მცირე ეჭვის დროსაც კი აუცილებელია ექიმის კონსულტაცია.

წყარო

სკანირება
QR კოდი
shenisilamaze.ge
სტატიის ციტირება

შენი სილამაზე. (2024). რჩევები – თუ სვირინგი ახალი გაკეთებული გაქვთ. 21 ივნისი, 2024. https://shenisilamaze.ge/%e1%83%a0%e1%83%a9%e1%83%94%e1%83%95%e1%83%94%e1%83%91%e1%83%98-%e1%83%97%e1%83%a3-%e1%83%a1%e1%83%95%e1%83%98%e1%83%a0%e1%83%98%e1%83%9c%e1%83%92%e1%83%98-%e1%83%90%e1%83%ae%e1%83%90%e1%83%9a/

გაზიარებაFacebookLinkedInXTelegramWhatsApp
© 2024 შენი სილამაზე · Public Health Institute of Georgia (PHIG)
READ  რა დაემართება თქვენს ორგანიზმს, თუ ყოველდღიურად 4 ცალ ქეშიუს მიირთმევთ
გაუზიარეთ ეს სტატია
სილამაზის რედაქტორი
სილამაზის რედაქტორი — კანის მოვლა და ესთეტიკური მედიცინა. წერს კანის ტიპებზე, აკნესა და პიგმენტაციაზე, კოსმეტიკურ პროცედურებსა და ანტი-ეიჯინგზე დერმატოლოგების რჩევებით.
კომენტარები ჯერ არ არის