ქალი ასრულებს მკლავების გამკვრივების ვარჯიშს ჰანტელებით

როგორ გავიმკვრივოთ მკლავები

ანა კვარაცხელია
ანა კვარაცხელია - ჟურნალისტი
2 წუთიანი წაკითხვა
{"remix_data":[],"remix_entry_point":"challenges","source_tags":["local"],"origin":"unknown","total_draw_time":0,"total_draw_actions":0,"layers_used":0,"brushes_used":0,"photos_added":0,"total_editor_actions":{},"tools_used":{"transform":1},"is_sticker":false,"edited_since_last_sticker_save":true,"containsFTESticker":false}
გაზიარებაFacebookLinkedInXTelegramWhatsApp

ზაფხულის სეზონზე , მოკლემკლავიან მაისურებში ქალბატონებს მკლავების მოშიშვლება მოუწევთ, მათ ფორმას ტანსაცმლით ვეღარ დამალავს

(თუმცა, რა თქმა უნდა, ყველას არც აქვს დასამალავად საქმე). ჩამოკიდებული კანი მკლავებს მომხიბვლელობას უკარგავს. ქალები ამას განიცდიან, ებრძვიან, მაგრამ მიზანს ყოველთვის ვერ აღწევენ – საამისოდ წონის კორექციასა და სწორ კვებასთან ერთად აუცილებელია სწორად შერჩეული ვარჯიშთა კომპლექსიც, რომელიც ხელის სამთავა კუნთის, ტრიცეფსის, გავარჯიშებასაც გულისხმობს.

ვიდრე ვარჯიშს შევუდგებოდეთ, მოთელვაა საჭირო. მოსათელავად გთავაზობთ სამ სავარჯიშოს. თითოეული მათგანის შესრულებისას მითითებულ პოზაში 10 თვლის განმავლობაში ვყოვნდებით. თითოეულს 5-5-ჯერ ვასრულებთ.

ხელები გადაგვაქვს თავს უკან. ცალ ხელს ვმართავთ, მეორეს ვიკიდებთ პირველის მკლავზე და მაქსიმალურად ვეჭიდებით.

ხელებს ვცვლით და ვიმეორებთ მოძრაობას მეორე მხარეს.

- Advertisement -
Ad imageAd image

როგორ გავიმკვრივოთ მკლავები

მხრის დონეზე გაჭიმული ხელი მიგვაქვს საპირისპირო მხარეს, მოვდებთ მეორე ხელის ჩვენკენ მობრუნებულ წინამხარს და ამ ხელს მოვხრით, რაც გაჭიმული ხელის მაქსიმალურად მოზიდვაში დაგვეხმარება. თავს საპირისპირო მხარეს ვატრიალებთ.

ხელებს ვცვლით და ვიმეორებთ მოძრაობას მეორე მხარეს.

ხელები გადაგვაქვს ზურგს უკან, ერთმანეთს გადავაჭდობთ და ვჭიმავთ. მხრებში კარგად ვიმართებით.

ვდგებით, ფეხებს ერთმანეთს მივატყუპებთ და მუხლებში ოდნავ ვხრით, რათა პრესიც დაიჭიმოს. ხელებსაც ვხრით და ტანზე მივიკრავთ ისე, რომ ჰანტელები მხრებზე გვქონდეს მიდებული. ორ თვლაზე ხელებს ბოლომდე ვშლით და დაბლა ვუშვებთ, მომდევნო ორ თვლაზე ისევ მხრებთან მიგვაქვს.

- Advertisement -
Ad imageAd image

იდაყვში მოხრილ ხელებს ვწევთ მხრების სიმაღლეზე. ჰანტელები მიმართულია ქვემოთ. ორ თვლაზე ხელებს დაბლა ვუშვებთ და ბოლომდე ვშლით, მომდევნო ორ თვლაზე ისევ საწყის პოზას ვუბრუნდებით.

იდაყვში მოხრილ ხელებს ჰანტელებითურთ კვლავ ტანზე მივიტყუპებთ. ცალ ხელს მხარზე მივიდებთ, მეორეს ბოლომდე გავშლით. ვარჯიშის დროს ორ-ორ თვლაზე ხელებს მონაცვლეობით ვხრით და ვშლით, ანუ ერთი ხელი რომ იშლება, მეორე იხრება.

თუ გვინდა, შესამჩნევი შედეგი მივიღოთ, ინსტრუქცია ზედმიწევნით უნდა დავიცვათ.

READ  როგორ მოვიქცეთ მდუღარე წყლით და ქიმიური დამწვრობის შემთხვევაში

წყარო

 

სკანირება
QR კოდი
shenisilamaze.ge
სტატიის ციტირება

შენი სილამაზე. (2024). როგორ გავიმკვრივოთ მკლავები. 27 ივნისი, 2024. https://shenisilamaze.ge/%e1%83%9b%e1%83%99%e1%83%95%e1%83%98%e1%83%a0%e1%83%95%e1%83%98-%e1%83%9b%e1%83%99%e1%83%9a%e1%83%90%e1%83%95%e1%83%94%e1%83%91%e1%83%98/

გაზიარებაFacebookLinkedInXTelegramWhatsApp
© 2024 შენი სილამაზე · Public Health Institute of Georgia (PHIG)
გაუზიარეთ ეს სტატია
ჟურნალისტი
ჟურნალისტი — კვება და ჯანსაღი ცხოვრება. აშუქებს წონის მართვას, კალორიებსა და დიეტებს მეცნიერული თვალსაზრისით, ვარჯიშსა და ყოველდღიურ ჯანსაღ ჩვევებს.
კომენტარები ჯერ არ არის