კვირა, აპრილი 20, 2025
- Advertisement -spot_img
მთავარიბლოგიალოეს ნიღაბი- მოვამზადოთ სახლში

ალოეს ნიღაბი- მოვამზადოთ სახლში

ძველ ეგვიპტეშიც ალოე „უკვდავების მცენარის“ სახელით იყო ცნობილი – როგორ მოვამზადოთ ალოეს ნიღაბი სახლის პირობებში

ძველ ეგვიპტეშიც ალოე „უკვდავების მცენარის“ სახელით იყო ცნობილი და ქალები მას ნაოჭებთან საბრძოლველად იყენებდნენ. იგი კვლავ ფართოდ გამოიყენება სხვადასხვა კოსმეტიკური საშუალების წარმოებაში. ნაოჭებთან ბრძოლის გარდა, ამ მცენარეს სხვა უამრავი სასარგებლო თვისება აქვს. ალოეს, ან როგორც მას აგავას უწოდებენ, იყენებდნენ და დღესაც იყენებენ სხვადასხვა დაავადების სამკურნალოდ – კანის დაავადებებიდან დაწყებული, კუჭის წყლულით და ტუბერკულოზით დამთავრებული. სამკურნალოდ გამოიყენება ალოეს ფოთლები და კერძოდ, ალოეს წვენი.

შეიცავს ვიტამინებს B12, C, E და ბეტა-კაროტინს. კოსმეტოლოგები ასევე აფასებენ ალოეს რეგენერაციულ თვისებას, რომლის წყალობითაც კანის უჯრედებში მეტაბოლური პროცესები სტიმულირდება. სწორედ ამიტომ ალოეს იყენებენ ნაოჭების საწინააღმდეგო კოსმეტიკის წარმოებაში.

ალოეს ნიღაბი- მოვამზადოთ სახლში | შენი სილამაზე

უმჯობესია მიმართოთ სილამაზის ინდუსტრიის პროფესიონალების მიერ შექმნილ ალოეზე დაფუძნებულ ნიღბებს, მაგრამ მათი გაკეთება სახლშიც შეგიძლიათ.

ალოეს ნაოჭების საწინააღმდეგო ნიღაბი მშრალი და დაბერებული კანისთვის: ასეთი ნიღბის მოსამზადებლად დაგჭირდებათ 1 ჩ.კ. ცხიმიანი კრემი, 1 ჩ.კ. მცენარეული ზეთი და 1 ჩ.კ. ბიოსტიმულირებული ალოეს წვენი, შეურიეთ ყველა კომპონენტი, წაისვით ნიღაბი მსუბუქი მასაჟის მოძრაობებით და 15-20 წუთის შემდეგ მოიცილეთ ბამბის საფენით.

წყარო

 

author avatar
SheniSilamaze.ge
#drpkhakadze
READ  წელს საქართველოში აივ ინფიცირების 393 ახალი შემთხვევა გამოვლინდა
მსგავსი სიახლეები

[fetch_posts]

spot_img

ბოლო სიახლეები