10 მიზეზი იმისთვის, რომ ამ შემოდგომაზე უფრო მეტი შეაგროვოთ.

0
91
#image_title

რა უნდა გავაკეთოთ წაბლისგან

შემოდგომა მელანქოლიის მიზეზი ნამდვილად არაა. ბოლოს და ბოლოს, ნებისმიერ სეზონს თავისი უპირატესობა გააჩნია.

წაბლი, რომელიც წლის ამ დროს შემოდის, არის სერიოზული მიზეზი, რომ კიდევ ერთხელ გაისეირნოთ უახლოეს პარკში და ისუნთქოთ სუფთა ჰაერი, თან წაიღოთ უფრო დიდი კალათა.

10 მიზეზი იმისთვის, რომ ამ შემოდგომაზე უფრო მეტი შეაგროვოთ. | შენი სილამაზე

Კბილების გაწმენდა

წაბლისგან დამზადებულ ფხვნილს შეუძლია არა მხოლოდ განკურნოს თქვენი ღრძილები, არამედ გაათეთროს კბილები 1 ტონით! საკმარისია წაბლის მოშორება ყავისფერი კანიდან, მშრალი თეთრი გული დაფქვით – პირის ღრუს ჰიგიენის ბუნებრივი პროდუქტი მზად არის.

10 მიზეზი იმისთვის, რომ ამ შემოდგომაზე უფრო მეტი შეაგროვოთ. | შენი სილამაზე

აბაზანების მისაღებად

1 ს.კ.  წაბლის ფხვნილი ჩაყარეთ 0.5 ლიტრ წყალში და დატოვეთ ღამით. მეორე დღეს დადგით ქვაბი ცეცხლზე, მიიყვანეთ ადუღებამდე და გაწურვის შემდეგ ჩაასხით აბაზანაში. ეს სასარგებლო დანამატი აუმჯობესებს სისხლის მიმოქცევას კანში, ტონუსს მატებს და აახალგაზრდავებს.

10 მიზეზი იმისთვის, რომ ამ შემოდგომაზე უფრო მეტი შეაგროვოთ. | შენი სილამაზე

სარეცხისთვის

ცხენის წაბლის ფხვნილი შესანიშნავია გასარეცხად, მოქმედებს საპონივით. აქვს დახვეწილი სასიამოვნო სუნი და ზრუნავს ხელების კანზე.

10 მიზეზი იმისთვის, რომ ამ შემოდგომაზე უფრო მეტი შეაგროვოთ. | შენი სილამაზე

თმის დასაბანად

გაგიკვირდებათ, მაგრამ ცხენის წაბლის ფხვნილით თმების დაბანის შემდეგ, თავის ცხიმოვანი ჯირკვლების მუშაობა ნორმალიზდება, თმის ცვენა მთლიანად ჩერდება და მათი ზრდა აჩქარდება!

10 მიზეზი იმისთვის, რომ ამ შემოდგომაზე უფრო მეტი შეაგროვოთ. | შენი სილამაზე

სახისთვის

შეურიეთ 2 ს.კ. წაბლის ფხვნილი ცოტაოდენი წყალში, სანამ ბუშტუკები არ გაჩნდება, წაისვით კანზე, გაიჩერეთ 10 წუთი, შემდეგ კარგად ჩამოიბანეთ თბილი წყლით.

10 მიზეზი იმისთვის, რომ ამ შემოდგომაზე უფრო მეტი შეაგროვოთ. | შენი სილამაზე

შხაპისთვის

თუ წაბლის ფხვნილი შესაფერისია კბილების გახეხვისთვის, თმის დასაბანად, რეცხვისთვის, მაშინ, როგორც შხაპის გელი, ის აუცილებლად გამოდგება. მოამზადეთ ასეთი საპნიანი მასა და დაამატეთ თქვენი საყვარელი ეთერზეთის რამდენიმე წვეთი სურნელისთვის.

10 მიზეზი იმისთვის, რომ ამ შემოდგომაზე უფრო მეტი შეაგროვოთ. | შენი სილამაზე

საკვების მოსამზადებლად

კერძებში მხოლოდ საკვებად ვარგისი წაბლის სახეობა (ცხენის წაბლი ამ კატეგორიას არ მიეკუთვნება) გამოიყენეთ. შეწვით, გამოაცხვეთ, დაქუცმაცებული დესერტებს დაუმატეთ ან ყავის ნაცვლად გამოიყენეთ.

10 მიზეზი იმისთვის, რომ ამ შემოდგომაზე უფრო მეტი შეაგროვოთ. | შენი სილამაზე

ბუგრებთან საბრძოლველად

ქვაბში ჩაყარეთ 10 ს.კ. ცხენის წაბლის ფხვნილი, დაამატეთ ამდენივე წყალი და ადუღეთ 20 წუთის განმავლობაში. გაგრილების შემდეგ გადაწურეთ და ჩაასხით სპრეის ბოთლში.

10 მიზეზი იმისთვის, რომ ამ შემოდგომაზე უფრო მეტი შეაგროვოთ. | შენი სილამაზე

მასაჟისთვის

ცხენის წაბლი არის ყველაზე ძვირფასი ნედლეული მასაჟის ნარევების მოსამზადებლად. განსაკუთრებით სასარგებლოა მათთვის, ვისაც აწუხებს ვარიკოზული ვენები, რადიკულიტი, ართრიტი.

READ  როგორ დაიკლო წონაში ჯესიკა ალბამ

10 მიზეზი იმისთვის, რომ ამ შემოდგომაზე უფრო მეტი შეაგროვოთ. | შენი სილამაზე

ჩრჩილების წინააღმდეგ საბრძოლველად

კარადაში თაროებზე არსებული წაბლის ტომრები შეაშინებს პეპლებს და გაანადგურებს მათ ჭუპრებს. ნუ დაივიწყებთ სამზარეულოს კარადებს: იქაც დატოვეთ რამდენიმე წაბლი!

10 მიზეზი იმისთვის, რომ ამ შემოდგომაზე უფრო მეტი შეაგროვოთ. | შენი სილამაზე

წაბლს აქვს მართლაც გამორჩეული თვისებები. ასევე ბავშვებისთვის შეიძლება იქცეს საინტერესო თამაშად! მგონი უკვე ვიცი რასაც ვაპირებ ამ საღამოს …

author avatar
SheniSilamaze.ge
დამოუკიდებელი, აპოლიტიკური და ნეიტრალური მედია — ფაქტებზე დაფუძნებული სანდო ინფორმაცია. შენთვის და შენი საქართველოსთვის. #აქხარისხია #drpkhakadze #sheniambebi

დატოვე პასუხი

გთხოვთ, მიუთითოთ თქვენი კომენტარი!
გთხოვთ, შეიყვანოთ თქვენი სახელი აქ