კარაქისა და მანანის ბურღულის სახის ნიღაბი ნაოჭების წინააღმდეგ

ეს ნაოჭების საწინააღმდეგო შხამია. 2 წუთიანი მანიპულაცია უმკლავდება ნაოჭებს და საოცრად კვებავს კანს.

თაკო ფხაკაძე
თაკო ფხაკაძე - სილამაზის რედაქტორი
2 წუთიანი წაკითხვა
#image_title
გაზიარებაFacebookLinkedInXTelegramWhatsApp

კარაქის ნიღაბი კანს დაუბრუნებს ელასტიურობას და ახალგაზრდულ იერს. თუ მშრალია კანი, ნაოჭები მეტად შესამჩნევი ხდება, ეს შესაძლოა არასრულფასოვანმა კვებამ გამოიწვიოს. სცადეთ ეს ნიღაბი და კმაყოფილი დარჩებით.

 

 

 

კარაქის და მანანის ბურღულის ნარევი საოცრად კვებავს კანს. მანი შეიცავს სახამებელს, მცენარეულ ცილას, უჯრედისს, რაც კანისთვის ფასდაუდებელი საკვებია. საკმარისია ერთხელ გაიკეთოთ ეს ნიღაბი და საოცარ ეფექტს მოახდენს. მაგრამ უკეთესია ერთი კურსის ჩატარება, 7 დღის განმავლობაში გამოიყენეთ ეს მკვებავი ნიღაბი.

ინგრედიენტები:

1 ჩ/კ. ნაღების კარაქი

0,5 ჩ/კ. მანანის ბურღული

აუცილებელია კარაქი მაღალცხიმიანი, არანაკლებ 80 % და ხარისხიანი იყოს. გამლღვალ კარაქს შეაზილეთ ბურღული.

სუფთა სახეზე წაისვით ნარევი, გადაინაწილეთ და შეიზილეთ კანზე, ეს გააკეთეთ სწრაფად, რადგან მანი ძალიან სწრაფად ხმება. დაიბანეთ ჯერ თბილი, შემდეგ ცივი წყლით.

 

ასეთი ნიღბის შემდეგ კანი ხდება ნაზი, გლუვი, არ საჭიროებს კრემის წასმას.

კარაქის შემადგენლობაში შედის რეტინოლი, რომელიც ხელს უწყობს კოლაგენის გამომუშავებას. ის კანს კვებავს, სასიამოვნო ფერს სძენს, ტონუსში მოჰყავს.

რიბოფლავინი რომელიც ეხმარება ჟანგბადს შეაღწიოს უჯრედებში და ხელი შეუწყოს მასში მიმდინარე პროცესებს.

 

ასევე შეიცავს ფოლიუმის მჟავას, რომელიც არბილებს დაჭიმულ და მშრალ კანს. ცხიმებთან ერთად კარაქი მდიდარია კალციუმით, ის კანს ხდის ხავერდოვანს, აქრობს წვრილ დეფექტებს. კარაქმა შეიძლება შეცვალოს სალონის პროცედურები, როგორიცაა ნაოჭების გასასწორებელი ნემსები.

 

კარაქს თვალის ირგვლივ ჯადოსნური ეფექტი აქვს. წაისვით და დაიტოვეთ ღამით, თქვენ დაივიწყებთ თვალის კრემებს, ის აქრობს მუქ წრეებს, აცოცხლებს კანს და ნაოჭებიც შეუმჩნეველი ხდება.

 

კარაქი შველის ქუსლებზე ნახეთქებს. შეიზილეთ და ჩაიცვით ბამბის წინდა ძილის წინ. ორი პროცედურის შემდეგ კანი გახდება რბილი და ვარდისფერი.

 

 

 

სკანირება
QR კოდი
shenisilamaze.ge
სტატიის ციტირება

შენი სილამაზე. (2024). ეს ნაოჭების საწინააღმდეგო შხამია. 2 წუთიანი მანიპულაცია უმკლავდება ნაოჭებს და საოცრად კვებავს კანს.. 21 აგვისტო, 2024. https://shenisilamaze.ge/%e1%83%94%e1%83%a1-%e1%83%9c%e1%83%90%e1%83%9d%e1%83%ad%e1%83%94%e1%83%91%e1%83%98%e1%83%a1-%e1%83%a1%e1%83%90%e1%83%ac%e1%83%98%e1%83%9c%e1%83%90%e1%83%90%e1%83%a6%e1%83%9b%e1%83%93%e1%83%94%e1%83%92/

გაზიარებაFacebookLinkedInXTelegramWhatsApp
© 2024 შენი სილამაზე · Public Health Institute of Georgia (PHIG)
READ  N 1 პროდუქტი შესანიშნავი ჯანმრთელობისთვის და საოცნებო სხეულისთვის. გამოვიყურები 20 წლით უფრო ახალგაზრდად, კანი საოცრად ხავერდოვანი მაქვს…
გაუზიარეთ ეს სტატია
სილამაზის რედაქტორი
სილამაზის რედაქტორი — კანის მოვლა და ესთეტიკური მედიცინა. წერს კანის ტიპებზე, აკნესა და პიგმენტაციაზე, კოსმეტიკურ პროცედურებსა და ანტი-ეიჯინგზე დერმატოლოგების რჩევებით.
კომენტარები ჯერ არ არის