როგორ მოვამზადოთ ფაფა ისე, რომ არ დაკარგოს სასარგებლო თვისებები – ეს საიდუმლო გამოცდილმა მზარეულმა გაგვიმხილა.

0
28
#image_title

თუ რაციონში ფაფას დაამატებთ, მთელი ცხოვრება ჯანმრთელი სხეული გარანტირებული გაქვთ. მხოლოდ სწორად მომზადება უნდა იცოდეთ, რომ ბურღულმა სასიკეთო თვისებები არ დაკარგოს. ზოგიერთი 2 წუთში მზადდება, ზოგს მთელი ღამით წყალში ტოვებენ. გასწავლი თ, ყველაზე პოპულარული ფაფების მომზადების ხრიკებს.

ბრინჯის ფაფის მომზადება

იმისათვის, რომ ბრინჯის ფაფა გამოვიდეს გემრიელი და სასარგებლო, აადუღეთ 1 ლიტრი რძე, დაამატეთ გემოვნებით მარილი და შაქარი, ჩაყარეთ 1 ჭიქა გარეცხილი მრგვალი ბრინჯი, ადუღეთ 2-3 წუთი. გადმოდგით ცეცხლიდან და 30 წუთით შეფუთეთ თბილად. უგემრიელესი ბრინჯის ფაფა მზად არის.

 

როგორ მოვამზადოთ ფაფა ისე, რომ არ დაკარგოს სასარგებლო თვისებები – ეს საიდუმლო გამოცდილმა მზარეულმა გაგვიმხილა.

წიწიბურას ფაფა

ერთ ჭიქა წიწიბურას ძილის წინ დაასხით წყალი და დატოვეთ მთელი ღამით. დილით გადაწურეთ წყალი, დაასხით 2 ჭიქა და აადუღეთ, დაამატეთ მარილი და კარაქი გემოვნებით. გადმოდგით ცეცხლიდან და 15 წუთით შეფუთეთ.

 

როგორ მოვამზადოთ ფაფა ისე, რომ არ დაკარგოს სასარგებლო თვისებები – ეს საიდუმლო გამოცდილმა მზარეულმა გაგვიმხილა.

შვრიის ფაფა გემრიელი გამოვა, თუ მას საღამოს მოამზადებთ და საუზმეზე მიირთმევთ. 8 ს/კ. ბურღულს დაასხით 1 ლიტრი ადუღებული რძე. ადუღეთ 2-3 წუთი და დილამდე შეფუთეთ. დილით შეათბეთ, დაამატეთ მარილი და კარაქი და გემრიელად მიირთვით.

 

როგორ მოვამზადოთ ფაფა ისე, რომ არ დაკარგოს სასარგებლო თვისებები – ეს საიდუმლო გამოცდილმა მზარეულმა გაგვიმხილა.

მანის ფაფა

შეცდომაა ის, რომ მანანის ბურღულს ყრიან ადუღებულ რძეში. 4 ა/კ. მანანის ბურღული გახსენით ერთ ლიტრ რძეში, ურიეთ და მიიყვანეთ ადუღებამდე. 2 წუთის შემდეგ, გადმოდგით ცეცხლიდან, დააფარეთ თავსახური და 20 წუთით დატოვეთ. ასე მომზადებული სასარგებლოც არის და გემრიელიც.

 

როგორ მოვამზადოთ ფაფა ისე, რომ არ დაკარგოს სასარგებლო თვისებები – ეს საიდუმლო გამოცდილმა მზარეულმა გაგვიმხილა.

სიმინდის ფაფა

ეს ერთადერთი ბურღულია, რომელსაც დიდხანს ხარშვა სჭირდება. აუცილებლად ადუღებულ წყალში უნდა ჩაიყაროს. 1 ჭიქა სიმინდის ღერღილს დაასხით 2,5 ჭიქა ადუღებული წყალი და 30 წუთი დაბალ ცეცხლზე ხარშეთ. მისი მომზადება ღუმელშიც შეიძლება. დაასხით ადუღებული წყალი, დაამატეთ გემოვნებით მარილი, შაქარი, ქიშმიში და 180 გრადუსზე შედგით 40 წუთით.

 

როგორ მოვამზადოთ ფაფა ისე, რომ არ დაკარგოს სასარგებლო თვისებები – ეს საიდუმლო გამოცდილმა მზარეულმა გაგვიმხილა.

ყველა დიასახლისს თავისი საიდუმლო მომზადების წესი აქვს. გაგვიზიარეთ კომენტარებში, თქვენ როგორ ამზადებთ ფაფებს.

მასალის გამოყენების პირობები

დატოვე პასუხი

გთხოვთ, მიუთითოთ თქვენი კომენტარი!
გთხოვთ, შეიყვანოთ თქვენი სახელი აქ