ჭიქა თბილი წყლით, ლიმონით და თაფლით

ყველას ვურჩიე მიეღო ეს ბუნებრივი კოქტეილი და ჩემს გარშემო არავინ აღარ ავადდება გრიპით!

მარიამ ლომიძე
მარიამ ლომიძე - ჟურნალისტი
2 წუთიანი წაკითხვა
#image_title
გაზიარებაFacebookLinkedInXTelegramWhatsApp

ტრადიციული მედიცინა მრავალი დაავადების წინააღმდეგ ბრძოლის ეფექტური საშუალებაა. გასაკვირი არ არის, რომ ჩვენი წინაპრები ბუნების საჩუქრებს იყენებდნენ და როგორღაც ცდილობდნენ გადარჩენას.

ერთმა ქალმა მირჩია, ყოველ დილით დამელია თბილი წყალი ლიმონით და თაფლით, რა თქმა უნდა გავსინჯე და ძალიან მომეწონა. ერთი წლის განმავლობაში ჩემი სხეული მართლაც შეიცვალა, მთლიანად გარდაიქმნა.

არასდროს მწამდა ხალხური მედიცინის, ყოველთვის შესაბამის წამალს აფთიაქში ვეძებდი. ამ სასმელის ყოველდღიურად მიღების შემდეგ დავივიწყე გაციება, ქრონიკული დაღლილობა, კუნთების ტკივილი.

წამლების ნაცვლად უკვე თან დამაქვს თაფლი და ლიმონი, სადაც არ უნდა ვიყო, დილით აუცილებლად ვსვამ ამ საოცარ სასმელს.

დილას ყავის ნაცვლად ვიწყებ ამ სასმელით, უფრო ადვილად ვფხიზლდები და ენერგიულიც ვარ. მეხსნება ყველანაირი დაძაბულობა.

ყველას ვურჩიე მიეღო ეს ბუნებრივი კოქტეილი და ჩემს გარშემო არავინ აღარ ავადდება გრიპით, არ ვიცი როგორ, მაგრამ ნამდვილად ჯადოსნურად მოქმედებს ორგანიზმზე. შედეგი ის არის, რომ  ნაწლავები  მუშაობს კარგად, კანი ხდება უფრო სუფთა და ჯანსაღი ფერის.

ერთ ჭიქაში ვწურავ ნახევარ ლიმონს, ვუმატებ 1 ჩ/კ თაფლს,  ვასხამ თბილ წყალს და უზმოზე მივირთმევ. შეიძლება სხვადასხვა გემო ჰქონდეს სასმელს, რადგან ეს დამოკიდებულია თაფლზე და ლიმონზე.

ეს სასმელი შველის შეკრულობას და ცისტიტს, კარგია საჭმლის მომნელებელი სისტემის სწორი მუშაობისთვის. აძლიერებს იმუნურ სისტემას, ბუნებრივი ენერგეტიკია.

ლიმონს ბევრი უპირატესობა გააჩნია კანისთვის, წყალი ასტიმულირებს კოლაგენის წარმოქმნას. ლიმონი კი ეხმარება ახალი უჯრედების სწრაფად წარმოქმნას სისხლში.

დამეთანხმეთ, რომ ჩაის და ყავას ნამდვილად სჯობია დილა დაიწყოთ ისეთი სასმელით, რომელიც სიამოვნებასთან ერთად იზრუნებს თქვენს ჯანმრთელობაზე.

სცადეთ დღეიდან და ისიამოვნეთ ამ გემრიელი და მკურნალი კოქტეილით!

სკანირება
QR კოდი
shenisilamaze.ge
სტატიის ციტირება

შენი სილამაზე. (2024). ყველას ვურჩიე მიეღო ეს ბუნებრივი კოქტეილი და ჩემს გარშემო არავინ აღარ ავადდება გრიპით!. 21 აგვისტო, 2024. https://shenisilamaze.ge/%e1%83%a7%e1%83%95%e1%83%94%e1%83%9a%e1%83%90%e1%83%a1-%e1%83%95%e1%83%a3%e1%83%a0%e1%83%a9%e1%83%98%e1%83%94-%e1%83%9b%e1%83%98%e1%83%94%e1%83%a6%e1%83%9d-%e1%83%94%e1%83%a1-%e1%83%91%e1%83%a3/

გაზიარებაFacebookLinkedInXTelegramWhatsApp
© 2024 შენი სილამაზე · Public Health Institute of Georgia (PHIG)
READ  100 წელია ეს ბალზამი არსებობს, მაგრამ მის ამგვარ გამოყენებას ვერც კი მიხვდებოდით
გაუზიარეთ ეს სტატია
ჟურნალისტი
ჟურნალისტი — ბუნებრივი საშუალებები და დღის რუტინა. წერს ნიღბებზე, ზეთებსა და მცენარეულ რეცეპტებზე, დილისა და საღამოს მოვლის რუტინაზე და სეზონურ რჩევებზე.
კომენტარები ჯერ არ არის