გიცდიათ აქამდე აფროდიტას დიეტა? – ჩადექით ღვთაებრივ ფორმაში.

0
261
წონაში დაკლება
#image_title

აფროდიტას დიეტა კვების მარტივი სისტემაა მინიმალური წესებით და შეზღუდვებით, რომელიც ღვთაებრივ ფიგურას ერთ თვეში მიგაღწევინებთ.

დაშვებული პროდუქტები

 

აფროდიტას დიეტა პროდუქტების სამ ჯგუფად გაყოფაზეა დაფუძნებული. მნიშვნელობა აქვს სიხშირეს: ყოველდღიურები, კვირაში ორჯერ და თვეში სამჯერ ნებადართული პროდუქტები.

ყოველდღე შეგიძლიათ მიირთვათ:

  • მთლიანმარცვლოვანი ფაფები და პური;
  • ნებისმიერი ხილი და ბოსტნეული;
  • თხილი და გოგრის მარცვლები;
  • ზეითუნის ზეთი;
  • წითელი მშრალი ღვინო;
  • პარკოსანი;
  • ხაჭო და თხის ყველი.

 

კვირაში ორჯერ აუცილებლად უნდა მიირთვათ:

  • კვერცხი;
  • ცოტაოდენი შავი შოკოლადი ან ნატურალური თაფლი;
  • თევზი და ზღვის პროდუქტები.

 

კვირაში სამჯერ დაშვებულია::

  • ბატკნის და საქონლის ხორცი;
  • უცხიმო ღორის ხორცი;
  • ინდაური და ქათამი.

 

დიეტის წესები

აფროდიტას დიეტის დროს შემდეგი წესები უნდა დაიცვათ:

  1. აუცილებლად მიირთვით დღეში 5-ჯერ 200-250 გ პორციებით.
  2. კალორიების დღიური ნორმა 1500 კალორიას არ უნდა აჭარბებდეს.
  3. დალიეთ არანაკლებ 1.5 ლ სუფთა წყალი. ასევე დაშვებულია მწვანე ჩაი და შავი ყავა შაქრის გარეშე.
  4. ეცადეთ მთლიანად გამორიცხოთ რაციონიდან მარილი. მის მაგივრად გამოიყენეთ მწვანილი, საკმაზები და სუნელები.

 

დიეტის მენიუ

მენიუ პროდუქტებისგან, რომლებიც ყოველდღე დაშვებულია:

საუზმე: 150 გ შვრიის ფაფა წყალზე, ბანანი და 200 მლ მწვანე ჩაი უშაქროდ.
ლანჩი: 100 გ ნებისმიერი თხილი.
სადილი: 200 გ ჩათუშული ბოსტნეული, 2 ნაჭერი პური და გრეიფრუტი.
წახემსება: 150 გ თხის ყველი.
ვახშამი: 200 გ ხაჭო, 50 გ თხილი და 100 მლ ახლადდაწურული ხილის წვენი.

 

მენიუ პროდუქტებისგან, რომლებიც კვირაში ორჯერაა დაშვებული:

საუზმე: 1 მოხარშული კვერცხი და 100 გ თხის ყველი.
ლანჩი: ფორთოხალი.
სადილი: 150 მლ ტომატის კრემ-სუპი, 100 გ მოხარშული კრევეტები და 100 მლ მწვანე ჩაი.
წახემსება: 50 გ თხილი.
ვახშამი: 200 გ გამომცხვარი თევზი, 100 გ ჩათუშული ბოსტნეული 50 გ შავი შოკოლადი.

 

მენიუ ხორცის კერძებით:

საუზმე: 100 გ გრეჩიხის ფაფა, 2 პომიდორი და 100 მლ შავი ყავა.
ლანჩი: 150 გ თხის ყველი.
სადილი: 200 მლ ქათმის ბულიონი, 100 გ მოხარშული ფილე, 1 ნაჭერი მთლიანმარცვლოვანი პური.
წახემსება: 2 ბანანი.
ვახშამი: 150 გ უცხიმო ღორის ხორცი, 100 გ ბოსტნეული ორთქლზე და 1 ჩ.კ. თაფლი.

READ  ლამაზ მუცელსა და წვრილ წელზე ოცნება აღარაა მიუღწეველი, წაიკითხეთ რეკომენდაციები

 

ვისთვის არ შეიძლება დიეტა

აფროდიტას დიეტა ყველას არ უხდება. არ დაიწყოთ, თუ:

  • ორსულად ხართ;
  • ძუძუთი კვებავთ;
  • ქრონიკული დაავადება გაქვთ;
  • 18 წელზე ნაკლების ხართ;
  • ოპერაციის შემდგომ რეაბილიტაციას გადიხართ.

ასევე, კატეგორიულად აკრძალულია მათთვის, ვისაც ზღვის პროდუქტებზე ალერგია აქვს ან ალქტოზას ვერ იღებს.

 

ნებისმიერი დიეტის დაცვის წინ აუცილებლად გაიარეთ კონსულტაცია ექიმთან. ეს დაგეხმარებათ ჯანმრთელობის პრობლემები თავიდან აიცილოთ.

გაიგეთ მეტი ჩვენს ტელეგრამ არხზე შემოგვიერთდით

ტელეგრამზე: https://t.me/SheniEkimi

author avatar
SheniSilamaze.ge
დამოუკიდებელი, აპოლიტიკური და ნეიტრალური მედია — ფაქტებზე დაფუძნებული სანდო ინფორმაცია. შენთვის და შენი საქართველოსთვის. #აქხარისხია #drpkhakadze #sheniambebi

დატოვე პასუხი

გთხოვთ, მიუთითოთ თქვენი კომენტარი!
გთხოვთ, შეიყვანოთ თქვენი სახელი აქ