ელენა მალიშევამ 8 დღეში საკუთარი თავი მშვენიერ დედოფლად აქცია

0
18
#image_title

ექსცენტრიკულმა ტელეწამყვანმა ელენა მალიშევამ გადაწყვიტა წონაში რადიკალურად დაეკლო, რათა მნიშვნელოვან ღონისძიებაზე ახალი კაბა ჩაეცვა. ელენას მიზანი იყო -5კგ 10 დღეში. თავის ექსტრემალურ დიეტაზე დაწვრილებით ბლოგში მოგვიყვა.

ელენა მალიშევამ 8 დღეში საკუთარი თავი მშვენიერ დედოფლად აქცია

“გაიღიმე და მოითმინე!” ასეთია მალიშევის დევიზი. ცნობილია, რომ თამამ ტელეწამყვანთან ერთად ბევრმა გულშემატკივარმა დაიწყო შიმშილობა.

«დავიეყ წონის კლების 10 დღიანი მარათონი. გაიღიმე და მოითმინე – ასე იცხოვრეთ ეს 10 დღე. დღეს, მთელი დღის მანძილზე 5 მწვანე კოქტეილს მივიღებ. ვამზადებ 375გ მწვანილისგან და ნახევარი ლიტრა წყლისგან. აქვე ვამატებ ვაშლს. მას 5 პორციად ვყოფ. ესაა ჩემი საკვები. წყალი განუსაზღვრელი რაოდენობი.”

ელენა მალიშევამ 8 დღეში საკუთარი თავი მშვენიერ დედოფლად აქცია

მარათონის პირველ დღეს მალიშევამ 1.600 კგ დაიკლო. წამყვანი გვარწმუნებს, რომ ამ დღის განმავლობაში შიმშილი არ განუცდია. დიეტის მეორე დღეს მან 200გ ქათმის ბარკლები დაუმატა (370კალორია), 200გ კომბოსტო ან კალე (100კალორია), 250გ ბროკოლი (85 კალორია) და 360გ ფერადი კომბოსტო (90კალორია).

ელენა მალიშევამ 8 დღეში საკუთარი თავი მშვენიერ დედოფლად აქცია

დიეტის მესამე დღემ აჩვენა, რომ არცერთი კილოგრამი არ დაკლებულა. როგორ მოდა? ელენამ ის ნორმად ახსნა. მისი სიტყვებით, ორგანიზმს განუწვეტელ რეჟიმში კლება არ შეუძლია და პირველი შედეგის შემდეგ აუცილებლად იქნება შეფერხება. მისი რაციონი ამჯერად შედგებოდა 2 ბერძნული იოგურტისგან (140-140გ). მალიშევა აღიარებს, რომ ეს პრაქტიკულად შიმშილია.

ელენა მალიშევამ 8 დღეში საკუთარი თავი მშვენიერ დედოფლად აქცია

რატომ არ დაიცვა თავისი საავტორო დიეტა, რომელიც 1 თვე გრძელდებოდა და შეძლებდა მიერთვა სწორად და დაბალანსებულად? იმიტომ, რომ ამჯერად 1 თვე არ ჰქონდა და მხოლოდ მკაცრი დიეტა უშველიდა.

ასე ახასიათებს ელენა მარათონის მეოთხე დღეს: “1.200კგ დავიკელი. ვიცი, რომ ასეთი ხერხით წონა უცებ შეიძლება დაბრუნდეს, მაგრამ მე მჭირდება კვირის ბოლოს სასურველი კაბა ჩავიცვა. ჩემი დღევანდელი დღე ასეთი იყო: ქათამი ჩათუშული ხახვით 200გ (400კკ), 800 გ ნედლი პომიდორი (160კკ)”

ელენა მალიშევამ 8 დღეში საკუთარი თავი მშვენიერ დედოფლად აქცია

ყოველ ჯერზე, როცა მალიშევა საჭმელზე ფიქრობს, 1 ჭიქა წყალს სვამს. მეხუთე დღეს მიირთვა ომლეტი ორი კვერცხისგან რძით (150კკ). 100გ ქათამი ჩათუშული ხახვით (200კკ), 800 გ წითელი პომიდორი (160კკ). წამყვანს არასდროს ავიწყდება, რომ მკაცრი დიეტა ჯანმრთელობისთვის საზიანოა და ექიმთან კონსულტაცია აუცილებელია.

ელენა მალიშევამ 8 დღეში საკუთარი თავი მშვენიერ დედოფლად აქცია

 

დიეტის მეექვსე დღეს ასე მიირთვა: 200გ ხაჭო (2%ცხიმით) – 227კკ, 170გრამიანი 3 იოგურტი (3% ცხიმით) – 161 კკ. შემდეგი სამი დღე მხოლოდ ჩაისა და წყალზე გადაატარა. იმისთვის, რომ სისხლში შაქრის რაოდენობა არ მომატებულიყო, ელენა დამატებით დღეში 1 ვაშლს იღებდა, წონით 120გ. მასთან ერთად, დაშვებულია 2ჩ.კ. შაქარი დღეში.

ელენა მალიშევამ 8 დღეში საკუთარი თავი მშვენიერ დედოფლად აქცია

მისმა ტანჯვამ შედეგი გაიღო. სასურველი სამოსი მოერგო და წამყვანმა თავი დედოფლად იგრძნო.

ელენა მალიშევამ 8 დღეში საკუთარი თავი მშვენიერ დედოფლად აქცია

 

მასალის გამოყენების პირობები

დატოვე პასუხი

გთხოვთ, მიუთითოთ თქვენი კომენტარი!
გთხოვთ, შეიყვანოთ თქვენი სახელი აქ