კვირა, ნოემბერი 24, 2024
- Advertisement -spot_img
მთავარიინტერვიუროგორ და რა ასაკიდან უნდა დავიწყოთ კანის მოვლა - ექსკლუზიური ინტერვიუ კოსმეტოლოგ/ესთეტიკ...

როგორ და რა ასაკიდან უნდა დავიწყოთ კანის მოვლა – ექსკლუზიური ინტერვიუ კოსმეტოლოგ/ესთეტიკ ნინო ხაინდრავასთან

კანის მოვლა; ტრენდული ინექციური ჩარევები; კანის გაახალგაზრდავება/გადაჭიმვა; ყბადაღებული “აკნეს პრობლემა” და მსგავსი თემები, ალბათ, ყველა ქალბატონის და (არამარტო) საფიქრალია. თუ თქვენც შეპყრობილი ხართ ინექციური ჩარევებით  და გაინტერესებთ მსგავსი თემები, აუცილებლად უნდა გაეცნოთ ინტერვიუს, რომელიც მედიაჰოლდინგმა “შენი” კოსმეტოლოგ ნინო ხაინდრავასთან ჩაწერა, რომელიც ფართო საზოგადოებამ სოციალურ ქსელში სასარგებლო ვლოგებით გაიცნო…

რა ასაკიდან უნდა მივმართოთ კოსმეტოლოგს და როგორ უნდა გადავავადოთ დაბერების პროცესი? – ამ და სხვა მნიშვნელოვან საკითხებზე ნინო ხაინდრავა საუბრობს:

– ქალბატონო ნინო, გვიამბეთ თქვენი საქმიანობის შესახებ…

– მე ვარ კოსმეტოლოგ- ესთეტიკი. ეს ნიშნავს, რომ ის უფრო მომართულია კანის მოვლაზე და არა მის რეკონსტრუქციაზე და ჯანმრთელობის ზოგად მდგომარეობაზე, რომელიც მოქმედებს კანზეც… პროცედურები, დაბანა, საცხები და ა.შ.

როგორ და რა ასაკიდან უნდა დავიწყოთ კანის მოვლა - ექსკლუზიური ინტერვიუ კოსმეტოლოგ/ესთეტიკ ნინო ხაინდრავასთან

-როდის დაიწყეთ ამ სფეროში საქმიანობა?

– ეს არის ჩემი მეორე პროფესია –  შეძენილი. ძირითადი პროფესია მეც მქონდა სხვა…  10-15 წლის წინ, როდესაც დავინტერესდი საკუთარი თავის მიმართ ინექციებით და მოვლებით, მივხვდი, რომ ძალიან გამიტაცა ამან და  გადავწყვიტე, ჩავრთულიყავი ამ სფეროში. განათლება მაქვს მიღებული  სანკტ პეტერბურგში. ნატალია ბახოვეცის ,,აიუნა – სილამაზის აკადემიაში”, რომელიც თვითონაც აწარმოებს საკუთარ პროდუქციას. იქ მივიღე დიპლომი და კვალიფიკაცია კოსმეტოლოგ- ესთეტიკის.

– რას ნიშნავს თქვენი მთავარი მესიჯი – ,,გაახალგაზრდავება ინექციების გარეშე”?

-საქმე იმაშია, რომ ჩვენთად ტრენდად იქცა – მხოლოდ ინექცია უნდა გავიკეთოთ, გარეგნობის შესაცვლელად, მოსაწესრიგებლად და გასაახალგაზრდავებლად. ინექცია კი – ეს არის უკვე ღრმა ჩარევა. ჩვენთან ძირითადად რეკონსტრუქციულ ინექციას მიმართავენ, მაგრამ ძირითადად როცა ძალიან გაერთობიან ამ ინექციებით, ავიწყდებათ, რომ ეს არ მოქმედებს კანის ხარისხზე. ალბათ, ბევრს გვინახავს, როცა აქვთ შეყვანილი ფილერი, აჭიმული სახე, გაწეული, დაბერილი, მაგრამ კანის ხარისხი ისეთია, ჯობდა ეს არ გააკეთებინათ. ამიტომაც არის მეთოდები, რომელიც ყოველდღიური შრომის შედეგად გვაძლევს ეფექტს გავიუმჯობესოთ გავიხანგრძლივოთ კანის მდგომარეობა. არ არის ეს მხოლოდ გარეგანი საშუალებები – ეს არის ცხოვრების წესი. ჯანსაღი ცხოვრების წესი თუ არ გაქვთ, ვერც ერთი ნემსი და საშუალება, სამწუხაროდ, ვერ გიშველით.

როგორ და რა ასაკიდან უნდა დავიწყოთ კანის მოვლა - ექსკლუზიური ინტერვიუ კოსმეტოლოგ/ესთეტიკ ნინო ხაინდრავასთან

-რა არის ძირითადი რეკომენდაცია, რომ რაც შეიძლება გვიან დაიწყოს დაბერების პროცესი?

– ეს არის შენარჩუნების პროცესი – ყოველდღიური რუტინა შექმნილი კონკრეტული იდნდივიდისთვის, რომლის შესრულებით და ჯანსაღი ცხოვრების წესით ჩვენ შევძლებთ, რაც შეიძლება, მაქსიმალურად გადავავადოთ დაბერების პროცესი და მაქსიმალურად შევინარჩუნოთ ის პოტენციალი, რაც მოგვყვება ახალგაზდობიდან.

– იქნებ უფრო კონკრეტულად გვესაუბროთ, მაგალითად, ცივ პლაზმაზე…

– ცივი პლაზმა არის ერთ-ერთი აპარატული მეთოდი კოსმეტოლოგიაში, რომელსაც ვიყენებთ კანის ხარისხის გასაუმჯობესებლად. ის აორთქლებს კანის ზედაპირს, რათა წამოვიდეს ახალი ჯანსაღი კანი, რომელიც იქნება მკვრივი და არ ექნება პიგმენტური ლაქები დაზიანებულ კანის ზედაპირზე… ასევე, ის ასტიმულირებს ჰიბრობლასტებს, რომელიც იწვევენ კოლაგენის და ელასტინის აქტიურ გამომუშავებას. ამის ხარჯზე კანი მვკვირვდება, ქრება ნაოჭი, ხდება ელასტიური – ამ ორ ეფექტს იძლევა; კანის ვიზუალი უმჯობესდება და დასტიმულირება ხდება შიდა უჯრედების, რომელიც უფრო აქტიურად იწყებენ მუშაობას. მოკლედ, ორ პლუსს იძლევა.

– რა ინტენსივობით ხდება ამ პროცედურის ჩატარება?

– გააჩნია, რა მაჩვენებელია. ის ხშირად გამოიყენება, როცა იარებზე, ნაჭრილობევზე ვმუშაობთ… ერთხელ ტარდება ზოგჯერ და გამეორებას არ საჭიროებს. ასევე ძალიან ეფექტურია აკნესა და ატროფიული ნაწიბურების დროს.  ამ შემთხვევაში შეიძლება ორჯერ ჩატარდეს – ინტერვალით ერთი თვე. ვისაც პოსტ აკნე აქვს, ბოლომდე რომ მოვიცილოთ.

-კიდევ ერთი მთავარი კითხვა – რა ასაკიდან უნდა დავიწყოთ სახის კანის მოვლა?

– პირდაპირ გავცემდი რეკომენდაციას –  სახის მოვლა უნდა დაიწყოს გარდატეხის ასაკიდან 12 წლიდან.  როცა უკვე ჰორმონალური ცვლილებები იწყება. თუ ბავშვი გვყავს მიჩვეული გელებით ვაბანინებდით სახეს. ამ ასაკიდან უკვე სხვა მიდგომაა საჭირო, რომ შემდგომში არ გაჩდეს ის პრობლემები, რასაც ეძახიან აკნეს. ხშირად თვითონ ისვამენ დიაგნოზს და და მერე იწყება არაადეკვატური მიდგომა და მკურნალობა. თუ გვაქვს შესაძლებლობა,  მივმართოთ კოსმეტოლოგს, მოვლის დაბანის და მინიმალური დატენიანების პროდუქციას შეურჩევთ. 50% ჩვენ ავირიდებთ თავიდან ისეთ არასასიამოვნო მდგომარეობას, რასაც ჰქვია აკნე… მე ვთვლი, რომ 12 წლიდან ეს ჰიგიენური პროცედურები სწორად უნდა ჩატარდეს.

ავტორი – თამარ ფიცხელაური

#drpkhakadze #pitskhelauri

გაიგეთ მეტი ჩვენს ტელეგრამ არხზე შემოგვიერთდით ტელეგრამზე: https://t.me/SheniEkimi

მასალის გამოყენების პირობები
author avatar
SheniSilamaze.ge
#drpkhakadze
მსგავსი სიახლეები
16 საუკეთესო აქტივობა მალიორკაზე, ესპანეთში

16 საუკეთესო აქტივობა მალიორკაზე, ესპანეთში

23 November, 2024
პედიატრიული პაციენტის საექთნო მართვა – სახელმძღვანელო განკუთვნილია პროფესიული და საბაკალავრო პროგრამის ექთნებისათვის

პედიატრიული პაციენტის საექთნო მართვა – სახელმძღვანელო განკუთვნილია პროფესიული და საბაკალავრო პროგრამის ექთნებისათვის

ნოემბერი 23, 2024
დღეიდან 5 ზოდიაქოს ნიშნის ცხოვრება გაუმჯობესდება

დღეიდან 5 ზოდიაქოს ნიშნის ცხოვრება გაუმჯობესდება

22 ნოემბერი 2024
საახალწლო თემატიკის ნივთები ინტერიერის სადღესასწაულოდ გასაფორმებლად

საახალწლო თემატიკის ნივთები ინტერიერის სადღესასწაულოდ გასაფორმებლად

ნოემბერი 24, 2024
როცა ღორი უხალისოდ ჭამს – რას უნდა მიაქციოთ ყურადღება

როცა ღორი უხალისოდ ჭამს – რას უნდა მიაქციოთ ყურადღება

ნოემბერი 22, 2024
როგორ მუშაობს ტვინი, როდესაც წიგნს ვკითხულობთ

როგორ მუშაობს ტვინი, როდესაც წიგნს ვკითხულობთ

20 ნოემბერი 2024
მიცუ ციხე-სოფელი – ის ხევსურეთის საიმედო მცველი იყო

მიცუ ციხე-სოფელი – ის ხევსურეთის საიმედო მცველი იყო

ნოემბერი 22, 2024
21 მარტის ასტროლოგიური პროგნოზი

21 მარტის ასტროლოგიური პროგნოზი

მარტი 21, 2024
ფეიხოა -ძალიან სასარგებლო ხილი

ფეიხოა -ძალიან სასარგებლო ხილი

ნოემბერი 24, 2024
4 ყველაზე სადღესასწაულო მიმართულება ევროპაში შობის აღსანიშნავად

4 ყველაზე სადღესასწაულო მიმართულება ევროპაში შობის აღსანიშნავად

24 ნოემბერი 2024
ტრამვაი და მისი როლი თბილისის ტრანსპორტში

ტრამვაი და მისი როლი თბილისის ტრანსპორტში

ნოემბერი 24, 2024
აშშ-ის მარეგულირებელ ორგანოებს სურთ „გუგლმა“ „ქრომის” ბრაუზერი გაყიდოს

აშშ-ის მარეგულირებელ ორგანოებს სურთ „გუგლმა“ „ქრომის” ბრაუზერი გაყიდოს

ნოემბერი 24, 2024
პროდუქტები რომელიც პოზიტიურად განგაწყობთ და შემოდგომის მელანქოლიის დაძლევაში დაგეხმარებათ

პროდუქტები რომელიც პოზიტიურად განგაწყობთ და შემოდგომის მელანქოლიის დაძლევაში დაგეხმარებათ

ოქტომბერი 7, 2024
spot_img

ბოლო სიახლეები