შაბათი, მარტი 29, 2025
- Advertisement -spot_img
მთავარიინტერვიუ"მთელი დღე ჟურნალისტები მირეკავენ და კითხვა ყველას ერთი აქვს..." - ექსკლუზიური ინტერვიუ...

“მთელი დღე ჟურნალისტები მირეკავენ და კითხვა ყველას ერთი აქვს…” – ექსკლუზიური ინტერვიუ თაკო კორინთელთან

მედიაჰოლდინგი “შენი” გამორჩეული სილამაზით დაჯილდოვებულ ჟურნალისტსა და ტელეწამყვანს თაკო კორინთელს ესაუბრა.

რა გზა განვლო ტელე ეკრანზე გამოჩენამდე; რამდენად ხშირად იცვლის იმიჯსა და რას ფიქრობს მასზე გავრცელებულ ბოლო დროინდელ ჭორებზე – ვრცლად წაიკითხავთ ინტერვიუში:

თაკო, გაეცანი ჩვენს მკითხველს…

-მე ვარ თაკო კორინთელი, 32 წლის. პროფესიით ჟურნალისტი, გახლავართ დაოჯახებული.

“მთელი დღე ჟურნალისტები მირეკავენ და კითხვა ყველას ერთი აქვს…” – ექსკლუზიური ინტერვიუ თაკო კორინთელთან | შენი სილამაზე

-რომელი წლიდან გამოჩნდი პირველად ეკრანზე და როგორ დაიწყო შენი კარიერა?

-ჩემი პირველი გამოჩენა, სავარაუდოდ, საზოგადოებას არ ემახსოვრება იმიტომ, რომ ვიყავი ძალიან პატარა, ალბათ 14- 15  წლის, როდესაც გადამიღეს ერთ ერთ სარეკლამო რგოლში. ეს იყო ჩემი პირველი გაელვება ეკრანზე. ჩემი კარიერა დაიწყო, ალბათ, უფრო მას შემდეგ, როდესაც უნივერსიტეტში ჩავაბარე. პარალელურად დავიწყე რადიოში მუშაობა, ასე იწყება ჩემი პროფესიული განვითარება, რამოდენიმე წელი ვიმუშავე რადიოში და შემდეგ გადავედი ტელევიზიაში. ვიყავი  ერთ-ერთ არხზე საინფორმაციო გადაცემის წამყვანი…

“მთელი დღე ჟურნალისტები მირეკავენ და კითხვა ყველას ერთი აქვს…” – ექსკლუზიური ინტერვიუ თაკო კორინთელთან | შენი სილამაზე

– გაგვიზიარე შენი სამსახიობო გამოცდილებაც…

-სხვათაშორის, პროფესიას როდესაც ვირჩევდი, ან სამსახიობოზე მინდოდა ან ჟურნალისტიკაზე. თუმცა არჩევანი შევაჩერე ჟურნალისტიკაზე. ბავშვობიდან სულ მიკროფონი მეჭირა, სულ ვთამაშობდი, რომ ვითომ ვიყავი წამყვანი… მახსოვს პირველად ბავაშვობაში მიკროფონი რომ მიყიდეს, სადენიანი და ე.წ მაგნიტაფონზე შესაერთებელი, მეგონა, რომ ვიყავი ცხოვრებაში ყველაზე ბედნიერი.

რაც შეეხება სამსახიობო გამოცდილებას, თუ არ ჩავთვლით კლიპებს, რეკლამებს რომლებშიც ვიღებდი მონაწილეობას, ყველაზე მასშტაბური ჩემი გამოჩენა ეკრანზე, იყო ” ჩემი ცოლის დაქალებში” ბარბარიკას როლზე. ძალიან კარგად მახსენდება. იყო ძალიან კომფორტული ჩემთვის. ყოველ გადაღებაზე რაღაც ახალს აღმოვაჩენდი საკუთარ თავში. მინდა აღვნიშნო, დღესაც ბევრს ჰგონია, რომ ვარ მსახიობი და ბევრი მომიხსენიებს, როგორც მსახიობ თაკო კორინთელს. ეს სიმართლეს არ შეესაბამება, პროფესიით ვარ ჟურნალისტი.

“მთელი დღე ჟურნალისტები მირეკავენ და კითხვა ყველას ერთი აქვს…” – ექსკლუზიური ინტერვიუ თაკო კორინთელთან | შენი სილამაზე

როგორც ვიცი, ხშირად მოგზაურობ, მეუღლესთან ერთად. თქვენი ყველაზე გამორჩეული ადგილი რომელია? და ბოლოს სად იმოგზაურეთ? 

-ხშირად ვმოგზაურობთ ნამდვილად. ბოლოს ვიყავით თურქეთში, სტამბულში. ძალიან ხშირად დავდივართ ჩემი ქმრის პროფესიიდან გამომდინარე, (თაკო კორინთელის მეუღლე გახლავთ ლევან ნარეშელი, ექიმი რეაბილიტოლოგი, ფიზიკური თერაპევტი ) სტამბულში გვიწევს ხშირად ჩასვლა და ჩვენი ერთ-ერთი საყვარელი ადგილი სწორედ სტამბულია. ძალიან ბევრი მოგონება, ისტორია და თავგადასავალი გვაკავშირებს სტამბულთან. ამიტომ გამორჩეულად გვიყვარს. თუმცა ეს არის ერთ- ერთი ჩვენი საყვარელი ადგილი და არა ერთადერთი. (იცინის)

READ  როგორ ვიკვებოთ ისეთ დროს, როდესაც ზედმეტი წონის გამო საჭიროა ნახშირწყლებისა და ცხიმის მცირე რაოდენობით მიღება

“მთელი დღე ჟურნალისტები მირეკავენ და კითხვა ყველას ერთი აქვს…” – ექსკლუზიური ინტერვიუ თაკო კორინთელთან | შენი სილამაზე

ხშირად ხარ ჭორისა და განხილვის საგანი? 

– არ ვფიქრობ, რომ სულ ეპიცენტრში ვარ, ან სულ განხილვის საგანი ვარ. თუმცა არის ხოლმე რაღაც პერიოდები… თუნდაც ახლა ბოლოს, ჩემი თმის გადაპარსვის ამბავს დიდი გამოხმაურება მოჰყვა. თუმცა მიხარია, რომ 99% ძალიან დადებითად და პოზიტიურად შეხვდა ამ ცვლილებას. თუმცა იყო რამოდენიმე შემთხვევა პირად შეტყობინებაში ძალიან არაადეკვატურად მწერდნენ და მეკითხებოდნენ – რა მჭირდა?… (იცინის) ზოგადად არ ვპასუხობ ასეთებს, მაგრამ ამჯერად წამიცდა ხელი და ვუპასუხე კიდეც. ანუ არ მაქვს უფლება, სტილი შევიცვალო? თმა გამოვაჯანსაღო? (იცინის) აქამდეც მახსენდება კიდევ რამოდენიმე შემთხვევა, ძირითადად პირად მიმოწერაში მწერდნენ და მავიწროვებდნენ წონის გამო. ძალიან მწყინდა არამკითხე მოამბეებისგან. ადამიანები თავს აძლევდნენ უფლებას პირად მიმოწერაში ძალიან უტაქტოდ ეკითხათ წონაზე და ა.შ. ეს იყო შეურაცხმყოფელი. რაღაც დროის მერე გამოვიმუშავე, უკვე მეცინება ასეთებზე.

“მთელი დღე ჟურნალისტები მირეკავენ და კითხვა ყველას ერთი აქვს…” – ექსკლუზიური ინტერვიუ თაკო კორინთელთან | შენი სილამაზე

მართლაც დიდი გამოხმაურება გამოიწვია შენმა ახალმა იმიჯმა, მიიღე კომპლიმენტი ჩვენი მთელი კოლექტივის სახელით, საოცრად გშვენის. ხშირად იცვლი იმიჯს? 

-კი მართლა ისეთი ამბავი ატყდა! მთელი დღე ჟურნალისტები მირეკავენ და  კითხვა ყველას ერთი აქვს. იმიტომ რომ თემა ერთია… იმიჯს ხშირად არ ვიცვლი და აქამდე რადიკალური ცვლილებები ფაქტობრივად არ მქონია. მაგრამ ახლა გადავწყვიტე ასე – გამოვაჯანსაღე თმა. გამიზნულად არ გადამიწყვეტია. ასე გამოვიდა, რასაც მოჰყვა დიდი გამოხმაურება და დადებითი შეფასებები საზოგადოებისგან.

“მთელი დღე ჟურნალისტები მირეკავენ და კითხვა ყველას ერთი აქვს…” – ექსკლუზიური ინტერვიუ თაკო კორინთელთან | შენი სილამაზე

რას ურჩევდით ადამიანებს, რომლებსაც თქვენსავით თვალისმომჭრელი და წარმატებული საეკრანო კარიერა სურთ – ჰქონდეთ? 

– ვერ ვიტყვი, რომ ძალიან თვალისმომჭრელი და წარმატებული ვარ, ჩემზე ბევრად ლამაზები და წარმატებულები არიან ჩემს ირგვლივ და ჩემს თავსაც ვერ მივცემ უფლებას, სხვა დავმოძღვრო და რჩევები გავცე, თუმცა ვინც ახლა იწყებს, ირჩევს ამ პროფესიას, მეგობრულად ვურჩევდი, რომ აუცილებლად ბევრი იშრომეთ, ყველა პროფესიაში და განსაკუთრებით ჟუნალისტიკაში მნიშვნელოვანი არის განწყობა, მუხტი და ენერგია. ასევე მნიშვნელოვანია, რომ დაისახოთ მიზანი და ამ მიზნისკენ სულ წინ იაროთ.

READ  დაივიწყეთ ძვირადღირებული სპა პროცედურები. გამოიყენეთ ჩვეულებრივი ყინული.

ავტორი – თამარ ფიცხელაური.

#drkhakadze #pitskhelauri

გაიგეთ მეტი ჩვენს ტელეგრამ არხზე შემოგვიერთდით ტელეგრამზე: https://t.me/SheniEkimi

მასალის გამოყენების პირობები
author avatar
SheniSilamaze.ge
#drpkhakadze
მსგავსი სიახლეები
რჩევები ტაჯიკეთში მოგზაურობამდე

რჩევები ტაჯიკეთში მოგზაურობამდე

27 March, 2025
ჰერპესის ვირუსი ტვინში უფრო მარტივად აღწევს, ვიდრე აქამდე ვიფიქრებდით!

ჰერპესის ვირუსი ტვინში უფრო მარტივად აღწევს, ვიდრე აქამდე ვიფიქრებდით!

მარტი 28, 2025
რას ნიშნავს საათის ისრის მიმართულებით მოძრაობა და როგორ განისაზღვრა ის

რას ნიშნავს საათის ისრის მიმართულებით მოძრაობა და როგორ განისაზღვრა ის

28 მარტი 2025
იაფი და მოსახერხებელი – “ერთჯერადი” ავეჯი

იაფი და მოსახერხებელი – “ერთჯერადი” ავეჯი

მარტი 28, 2025
29-30 მარტს საქართველოს ზოგიერთ, ხოლო 31 მარტს უმეტეს რაიონში მოსალოდნელია ხანმოკლე წვიმა და ელჭექი

29-30 მარტს საქართველოს ზოგიერთ, ხოლო 31 მარტს უმეტეს რაიონში მოსალოდნელია ხანმოკლე წვიმა და ელჭექი

მარტი 28, 2025
“ერთადერთი ვაჟი ვერ გადაარჩინა” – ჯუნა დავითაშვილის ტრაგიკული ბედი, დაწყევლილი მემკვიდრეობა და წარუმატებელი ქორწინება ქართველ საჯარო მოხელესთან

“ერთადერთი ვაჟი ვერ გადაარჩინა” – ჯუნა დავითაშვილის ტრაგიკული ბედი, დაწყევლილი მემკვიდრეობა და წარუმატებელი ქორწინება ქართველ საჯარო მოხელესთან

21 თებერვალი 2025
თბილისის ფუნიკულიორი 120 წლისაა

თბილისის ფუნიკულიორი 120 წლისაა

მარტი 27, 2025
21 მარტის ასტროლოგიური პროგნოზი

21 მარტის ასტროლოგიური პროგნოზი

მარტი 21, 2024
ამ ფხალეულის მიღება გაზაფხულზე აუცილებელია – ნახეთ, რატომ!

ამ ფხალეულის მიღება გაზაფხულზე აუცილებელია – ნახეთ, რატომ!

მარტი 29, 2025
იტალიის საიდუმლო ტბები – კომოს უკეთესი ალტერნატივები ტურისტული ხმაურის გარეშე

იტალიის საიდუმლო ტბები – კომოს უკეთესი ალტერნატივები ტურისტული ხმაურის გარეშე

28 მარტი 2025
130 წლის შემდეგ „ნავარელი ქალი“ თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრის სცენაზე ბრუნდება

130 წლის შემდეგ „ნავარელი ქალი“ თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრის სცენაზე ბრუნდება

მარტი 29, 2025
საქართველოს ეროვნულ ბანკსა და ჩინეთის ცენტრალურ ბანკს შორის მემორანდუმი გაფორმდა — რა ცვლილებები გველოდება საბანკო სფეროში

საქართველოს ეროვნულ ბანკსა და ჩინეთის ცენტრალურ ბანკს შორის მემორანდუმი გაფორმდა — რა ცვლილებები გველოდება საბანკო სფეროში

მარტი 29, 2025
მედიაჰოლდინგი “შენი”, გიორგი ფხაკაძის ხელმძღვანელობით, 30M+ ნახვით, საქართველოში ლიდერი, დამოუკიდებელი მედიაა

მედიაჰოლდინგი “შენი”, გიორგი ფხაკაძის ხელმძღვანელობით, 30M+ ნახვით, საქართველოში ლიდერი, დამოუკიდებელი მედიაა

თებერვალი 4, 2025
spot_img

ბოლო სიახლეები