ჯანსაღი საუზმე მაგიდაზე გვიანი დილის საათებში

გვიანი საუზმე და მისი სიკეთეები

ანა კვარაცხელია
ანა კვარაცხელია - ჟურნალისტი
1 წუთიანი წაკითხვა
#image_title
გაზიარებაFacebookLinkedInXTelegramWhatsApp

გვიანი საუზმისა და ადრეული სადილის შერწყმა წონის დაკლებას უწყობს ხელს, ამ დასკვნამდე მივიდა ბრიტანელ მეცნიერთა ჯგუფი, რომელთა ნაშრომის შესახებ პორტალი Science Dayli წერს.

გვიანი საუზმე ამასთან ადრეული სადილი კვლევისას სწავლულებმა გააანალიზეს, რა გავლენას ახდენს კვების რაციონსა და მეტაბოლურ პროცესებზე ორგანიზმში. ამასთან მათ შეისწავლეს ასეთ შემთხვევაში დიაბეტისა და გულის დაავადებათა განვითარების რისკები.

ექსპერიმენტში 29-დან 57 წლამდე ასაკის 16 მოხალისე მონაწილეობდა. ცხრა მათგანი ათი დღის განმავლობაში ჩვეულებრივზე ნახევარი საათით გვიან საუზმობდა, ხოლო სადილს საათნახევრით ადრე მიირთმევდა. დანარჩენი შვიდი კი მათთვის ჩვეული კვებითი რეჟიმით ცხოვრობდა. ამასთან, ექსპერიმენტის ყველა მონაწილე კვების ტრადიციულ რაციონს იღებდა და არ იცავდა მკაცრ დიეტას.

გაირკვა, რომ იმ ადამიანებმა, რომლებმაც კვების დრო შეცვალეს, საშუალოდ ორჯერ მეტი დაიკლეს წონაში, ვიდრე საკონტროლო ჯგუფმა. გარდა ამისა, როგორც თავად განაცხადეს, მადაც დაუქვეითდათ და კვებებს შორის სასუსნავის მიღების სურვილიც.

კვლევის ერთ-ერთი ავტორის, დოქტორ ჯონათან ჯონსტოუნის თქმით:

- Advertisement -
Ad imageAd image

მიუხედავად იმისა, რომ ეს მცირე კვლევა იყო, მან მაინც ძალიან ღირებული ინფორმაცია მოგვცა იმის თაობაზე, თუ რა სარგებელი მოაქვს კვების რეჟიმში შეტანილ მცირე ცვლილებას ადამიანის ორგანიზმისთვის.

მეცნიერმა განმარტა, რომ ექსპერიმენტით მიღებული შედეგები მასშტაბურ კვლევებში იქნება გამოყენებული.

#drpkhakadze #pitskhelauri

გაიგეთ მეტი ჩვენს ტელეგრამ არხზე შემოგვიერთდით ტელეგრამზე: https://t.me/SheniEkimi

სკანირება
QR კოდი
shenisilamaze.ge
სტატიის ციტირება

შენი სილამაზე. (2024). გვიანი საუზმე და მისი სიკეთეები. 17 ნოემბერი, 2024. https://shenisilamaze.ge/%e1%83%92%e1%83%95%e1%83%98%e1%83%90%e1%83%9c%e1%83%98-%e1%83%a1%e1%83%90%e1%83%a3%e1%83%96%e1%83%9b%e1%83%94/

გაზიარებაFacebookLinkedInXTelegramWhatsApp
© 2024 შენი სილამაზე · Public Health Institute of Georgia (PHIG)
READ  ცილა – ვიტამინის დიეტა ერთ-ერთი ყველაზე მარტივი და ეფექტურია: მინუს 5-7 კგ 10 დღის განმავლობაში! უსაფრთხო მეთოდი, რომელიც უნაკლოდ მუშაობს!
გაუზიარეთ ეს სტატია
ჟურნალისტი
ჟურნალისტი — კვება და ჯანსაღი ცხოვრება. აშუქებს წონის მართვას, კალორიებსა და დიეტებს მეცნიერული თვალსაზრისით, ვარჯიშსა და ყოველდღიურ ჯანსაღ ჩვევებს.
კომენტარები ჯერ არ არის