“მომავლის ჯეიმს ბონდი” – პირს ბროსნანის 23 წლის ვაჟი სოციალური მედიის ახალი ვარსკვლავია და მას ცნობილ მამას უამრავი ადამიანი ადარებს
ჯეიმს ბონდი ახალ თაობაში, ასე აფასებენ და ხედავენ პირს ბროსნანის 23 წლის ვაჟს. პერისი სოციალური მედიის ახალი ვარსკვლავია და უამრავი გულშემატკივარი ჰყავს. ბიჭს ვარსკვლავ მამას ადარებენ.
23 წლის ახალგაზრდა საკუთარ ძალებს სამოდელო ბიზნესში სცდის. თუმცა, პირს ბროსნანის გულშემატკივრები ამბობენ, რომ მას ჯეიმს ბონდის როლში ხედავენ და სამსახიობო კარიერასაც უწინასწარმეტყველებენ. პერისი არაერთ ცნობილ ბრენდთან თანამშრომლობს და სარეკლამო გადაღებებშიც იღებს მონაწილეობას. 2019 წელს ის ლონდონის მოდის კვირეულზე გამოჩნდა. 2022 წელს კი GQ magazine-თვის მამასთან და ძმასთან ერთად გადაღებაში მიიღო მონაწილეობა.
ცოტა ხნის წინ, 23 წლის მოდელმა ინსტაგრამზე ახალი ფოტოები გამოაქვეყნა, რომელმაც ძალიან დიდი გამოხმაურება მოიპოვა. გულშემატკივრები წერდნენ: “მამის ზუსტი ასლია”, “ძალიან სიმპათიურია”, “ყველაფერი საუკეთესო, რაც მამას აქვს, მემკვიდრეობით ერგო”, “მომავლის ჯეიმს ბონდი” – ეს და მსგავსი არაერთი კომენტარი დაიწერა. გულშემატკივართა შორის იყვნენ ისეთებიც, რომლებმაც პერისი დედას მიამსგავსა და კომპლიმენტები არ დაიშურა.
https://shenipositive.ge/ https://shenisilamaze.ge/
გაიგეთ მეტი ჩვენს ტელეგრამ არხზე შემოგვიერთდით ტელეგრამზე: https://t.me/SheniEkimi
მასალის გამოყენების პირობები