შაბათი, მარტი 29, 2025
- Advertisement -spot_img
მთავარიბლოგიინტერვიუ ცნობილ მევიოლინე ბელა მახარაძესთან, რომელიც 18 დეკემბერს საქართველოში საქველმოქმედო კონცერტს გამართავს

ინტერვიუ ცნობილ მევიოლინე ბელა მახარაძესთან, რომელიც 18 დეკემბერს საქართველოში საქველმოქმედო კონცერტს გამართავს

მედიაჰოლდინგი ,,შენი,, გთავაზობთ ინტერვიუს ცნობილ მუსიკოს ბელა მახარაძესთან, რომელიც წლებია, გერმანიაში ცხოვრობს და 18 დეკემბერს საქართველოში საქველმოქმედო კონცერტს მართავს ✨️

 ბელა ბერკემერ-მახარაძე, გერმანიაში მოღვაწე წარმატებული მევიოლინეა,  რომელიც თავის მუსიკოს მეუღლესთან უვე ბერკემერთან ერთად 24 წელია, ემსახურება ქართული კულტურის პოპულარიზაციას უცხოეთში.

მრავალი ტიტულისა და ჯილდოს მქონე მუსიკოსმა, თავის მეუღლესთან ერთად 2 წლის წინ გერმანიაში, კერძოდ, ქალაქ იბბენბიურენში, დააარსა მუსიკალური აკადემია. ის ასევე გახლავთ ქველმოქმედი, რომელიც აკეთებს ქართულ საქმეს და ეხმარება გაჭირვებულ ოჯახებს.

საქველმოქმედო კონცერტის შესახებ, რომელიც დეკემბერში გაიმართება, შეიტყობთ ინტერვიუდან:

ინტერვიუ ცნობილ მევიოლინე ბელა მახარაძესთან, რომელიც 18 დეკემბერს საქართველოში საქველმოქმედო კონცერტს გამართავს | შენი სილამაზე

– მე გახლავართ გერმანიაში მოღვაწე ქართველი მევიოლინე, ბელა ბერკემერი-მახარაძე. უკვე 24 წელია ვცხოვრობ გერმანიაში. აქ გავთხოვდი, ჩემი მეუღლე არის კომპოზიტორი, დირიჟორი და პიანისტი უვე ბერკემერი. უკვე 24 წელია, ჩვენ ერთობლივად ვატარებთ კონცერტებს. არა მხოლოდ გერმანიასა და საქართველოში, არამედ ევროპის მრავალი ქვეყნის მასშტაბით. ამ ბოლო დროს ხშირად მიწევს კონცერტების დამოუკიდებლად ჩატარება, რადგან ჩემს მეუღლეს ჯანმრთელობა ხელს არ უწყობს.

ინტერვიუ ცნობილ მევიოლინე ბელა მახარაძესთან, რომელიც 18 დეკემბერს საქართველოში საქველმოქმედო კონცერტს გამართავს | შენი სილამაზე

რომელი წლიდან ეზიარეთ მუსიკას?

– 5 წლის ვიყავი, როდესაც პირველად  ვეზიარე მუსიკას სოფელ ნატანებში, სამუსიკო სკოლაში. 9 წლიდან სცენაზე ვდგავარ, ბათუმის კამერულ და სიმფონიურ ორკესტრთან ერთად. 2 წელი ბათუმის სამუსიკო სასწავლებელში დავყავი, შემდეგი 2 წელი თბილისის ნიჭიერთა ათწლედში. ამას შემდეგ კონსერვატორიაში განვაგრძე სწავლა, 5 წლიანი ნაყოფიერი წლის განმავლობაში. მესამე კურსიდან უკვე ლიანა ისაკაძის სტიპენდიანტი ვიყავი.

გვიამბეთ თქვენი მიღწევებისა და ჯილდოების შესახებ… 

– გახლავართ მრავალტიტულოვანი მუსიკოსი.  2018 წელს მივიღე ტიტული “წარმატებული ემიგრანტი ქალი”. 2019 მიღებული მაქვს ჯილდო ქართული ბრენდის რეპუტაციისა და ნდობისთვის. 2022 წელს, ჩემი მეუღლის თანადგომით, გავხსენი საკუთარი აკადემია გერმანიაში. 2024 წელს კი გადმომეცა საპატიო  წოდება ,,კულტურის დესპანი ” საქართველოსა და გერმანიას შორის კულტურული ურთიერთობების განმტკიცებაში შეტანილი წვლილისთვის.

ინტერვიუ ცნობილ მევიოლინე ბელა მახარაძესთან, რომელიც 18 დეკემბერს საქართველოში საქველმოქმედო კონცერტს გამართავს | შენი სილამაზე

– რას ნიშნავს თქვენთვის საქართველო?

– საქართველო ჩემი სიცოცხლეა. ვერ წარმომიდგენია ისეთი მონატრება, როგორიც უმრავლეს ემიგრანტებს აქვთ, როდესაც წლების განმავლობაში ვერ ჩამოდიან. მე ვერ გავუძლებდი ამხელა ტკივილს. ჯერ ჩამოსული არ ვარ და უკვე მენატრება. საქართველო ჩემთვის ჰაერია. ამიტომ ყველაფერს ვაკეთებ საქართველოსთვის, ჩამოვდივარ რომ გავაკეთო პროექტები და კონცერტები.

READ  „ოპელი, ვერ გავიგე?!..“ – გიორგი ფხაკაძე გიორგი ღოღობერიძის მოსაზრების

ინტერვიუ ცნობილ მევიოლინე ბელა მახარაძესთან, რომელიც 18 დეკემბერს საქართველოში საქველმოქმედო კონცერტს გამართავს | შენი სილამაზე

საქველმოქმედო კონცერტის შესახებ გვიამებთ დეტალები…

– ახლა რიგით მე-5 საქველმოქმედო კონცერტს ვატარებ. ამჯერად ვაკეთებ საქველმოქმედო საღამოს 18 დეკემბერს, კონსერვატორიის მცირე დარბაზში, სახელწოდებით ,, ბელა და მისი მეგობრები”. სცენაზე ჩემთან ერთად იქნებიან ჩემი მეგობრები და ჩვენ დავემხარებით მინიმუმ 4 ოჯახს. მგონია, რომ ამით საახალწლოდ დიდ საქმეს გავაკეთებ. ყოველი შეძენილი ბილეთი მსმენელის მხრიდან იქნება მათ მიერ გაწეული  ქველმოქმედება. ერთად შევქმნით ამ დიდებულ დღეს ქველმოქმედებისთვის.

სამომავლო გეგმებიც გაგვანდეთ…

– სამომავლო გეგმები უკავშირდება ჩემს ძმას, პაატა ბართოლომეო მახარაძეს, რომელიც სამი წლის წინ გარდაიცვალა. ის პოეტი იყო, რომლის შემოქმედება ცხოვრების განმავლობაში დაფარული რჩებოდა. მე საკუთარ თავზე ავიღე ეს მისია და მინდა, მისი პოეზია გავაცოცხლო. ვმართავ პოეზიის საღამოებსა და კონცერტებს სხვადასხვა რეგიონში.

1-ელ და 8 დეკემბერს მაქვს კონცერტები ლეილა ჭყონიას შვილთან, ნათელა (ნიკოლი) ჭყონიასთან ერთად, რომელიც გახლავთ მეცო-სოპრანო. ჩვენ ერთად შევასრულებთ მუსიკალურ პროგრამას. ასევე ჩაერთვება ჩემი მეუღლეც, ხოლო 18 დეკემბერს, როგორც აღვნიშნე, თბილისში გაიმართება საქველმოქმედო კონცერტი.

ავტორი: თაკო ფიცხელაური 

#drpkhakadze #pitskhelauri

https://shenipositive.ge/  https://shenisilamaze.ge/

გაიგეთ მეტი ჩვენს ტელეგრამ არხზე შემოგვიერთდით ტელეგრამზე: https://t.me/SheniEkimi

მასალის გამოყენების პირობები
author avatar
SheniSilamaze.ge
#drpkhakadze
მსგავსი სიახლეები
რჩევები ტაჯიკეთში მოგზაურობამდე

რჩევები ტაჯიკეთში მოგზაურობამდე

27 March, 2025
ჰერპესის ვირუსი ტვინში უფრო მარტივად აღწევს, ვიდრე აქამდე ვიფიქრებდით!

ჰერპესის ვირუსი ტვინში უფრო მარტივად აღწევს, ვიდრე აქამდე ვიფიქრებდით!

მარტი 28, 2025
რას ნიშნავს საათის ისრის მიმართულებით მოძრაობა და როგორ განისაზღვრა ის

რას ნიშნავს საათის ისრის მიმართულებით მოძრაობა და როგორ განისაზღვრა ის

28 მარტი 2025
იაფი და მოსახერხებელი – “ერთჯერადი” ავეჯი

იაფი და მოსახერხებელი – “ერთჯერადი” ავეჯი

მარტი 28, 2025
29-30 მარტს საქართველოს ზოგიერთ, ხოლო 31 მარტს უმეტეს რაიონში მოსალოდნელია ხანმოკლე წვიმა და ელჭექი

29-30 მარტს საქართველოს ზოგიერთ, ხოლო 31 მარტს უმეტეს რაიონში მოსალოდნელია ხანმოკლე წვიმა და ელჭექი

მარტი 28, 2025
“ერთადერთი ვაჟი ვერ გადაარჩინა” – ჯუნა დავითაშვილის ტრაგიკული ბედი, დაწყევლილი მემკვიდრეობა და წარუმატებელი ქორწინება ქართველ საჯარო მოხელესთან

“ერთადერთი ვაჟი ვერ გადაარჩინა” – ჯუნა დავითაშვილის ტრაგიკული ბედი, დაწყევლილი მემკვიდრეობა და წარუმატებელი ქორწინება ქართველ საჯარო მოხელესთან

21 თებერვალი 2025
თბილისის ფუნიკულიორი 120 წლისაა

თბილისის ფუნიკულიორი 120 წლისაა

მარტი 27, 2025
21 მარტის ასტროლოგიური პროგნოზი

21 მარტის ასტროლოგიური პროგნოზი

მარტი 21, 2024
გემრიელი, დაბალკალორიული და მარტივი – სცადე ეს ბოსტნეულის სალათა დღესვე!

გემრიელი, დაბალკალორიული და მარტივი – სცადე ეს ბოსტნეულის სალათა დღესვე!

მარტი 28, 2025
იტალიის საიდუმლო ტბები – კომოს უკეთესი ალტერნატივები ტურისტული ხმაურის გარეშე

იტალიის საიდუმლო ტბები – კომოს უკეთესი ალტერნატივები ტურისტული ხმაურის გარეშე

28 მარტი 2025
სტინგის კონცერტის ბილეთების ყალბი ვებ-გვერდით გაყიდვის ფაქტი თბილისში — ერთ პირს ფინანსური ზიანის გამო ბრალდება წარუდგინეს

სტინგის კონცერტის ბილეთების ყალბი ვებ-გვერდით გაყიდვის ფაქტი თბილისში — ერთ პირს ფინანსური ზიანის გამო ბრალდება წარუდგინეს

მარტი 28, 2025
3 საიდუმლო, რომელსაც ინვესტორები შენგან მალავენ

3 საიდუმლო, რომელსაც ინვესტორები შენგან მალავენ

მარტი 28, 2025
მედიაჰოლდინგი “შენი”, გიორგი ფხაკაძის ხელმძღვანელობით, 30M+ ნახვით, საქართველოში ლიდერი, დამოუკიდებელი მედიაა

მედიაჰოლდინგი “შენი”, გიორგი ფხაკაძის ხელმძღვანელობით, 30M+ ნახვით, საქართველოში ლიდერი, დამოუკიდებელი მედიაა

თებერვალი 4, 2025
spot_img

ბოლო სიახლეები