დიზაინერებმა გაგვიმხილეს, თუ როგორი დეკორი და დეკორაციები იქნება საახალწლოდ აქტუალური. დიზაინერებისა და დეკორატორების აზრით, ამ სეზონზე განსაკუთრებით ნათელი დეკორაციები იქნება პოპულარული.
დეკორაციები და დეკოორი ტრენდული რომ იყოს გამოიყენეთ რეტრო ესთეტიკა. “სარკის მძივები და ბრჭყვიალა მორთული შუშები ამ სეზონზე მთავარ იმპულსს მოიპოვებენ.
წარსულიდან ჩვენში დაბრუნებული ტენდენცია არის დისკო ბურთები. დიზაინერები გვირჩევენ ნაძვის ხეზე დეკორაციის სახით დისკო ბურთების ჩამოკიდებას, ან ნაძვის ხის ქვეშ დიდი დისკო ბურთის დადებას. თუ მოგწონთ თამამი იდეები, შეგიძლიათ ნაძვის ხის თავზე მოათავსოთ დისკო ბურთი. ასევე შეგიძლიათ მისგან გირლანდის გაკეთება და ოთახის გაფორმება. მაგრამ დისკო ბურთი არ არის ერთადერთი შეთავაზება. ყველაფერი გამოდგება, ნათელი რეტრო ნიმუშებიდან ფერად LED განათებამდე.
ბაფთები და ლენტები მრავალი წლის განმავლობაში პოპულარული საშობაო დეკორაციაა და ეს ტრადიცია ამ შობას არ შეცვლის. “ბაფთები და ლენტები არის წლის მთავარი საშობაო აქსესუარი.”
ეს არის დეკორი მათთვის, ვისაც სურს სახლში ტრადიციული სიმარტივის ნიუანსები შემოიტანოს. შეგიძლიათ ნაძვის ხე დაამშვენოთ დიდი ბაფთით, რომელიც ხის მთელ სიგრძეზე ჩამოეშვება. ლენტები შეიძლება შეკრათ ნაძვის ხის ტოტებზე და გამოიყენოთ სასანთლეების გასაფორმებლად.
Sheni Network
https://shenipositive.ge/ https://shenisilamaze.ge/
გაიგეთ მეტი ჩვენს ტელეგრამ არხზე შემოგვიერთდით ტელეგრამზე: https://t.me/SheniEkimi
ამ სტატიის ციტირება (Vancouver)
SheniSilamaze.ge. ახალი წლის დეკორაციები, 2025 წლის ტენდენციები [Internet]. თბილისი: Shenisilamaze.ge; 2024 [ციტირებულია: 2026 აგვ 27]. ხელმისაწვდომია: https://shenisilamaze.ge/%e1%83%93%e1%83%94%e1%83%99%e1%83%9d%e1%83%a0%e1%83%90%e1%83%aa%e1%83%98%e1%83%94%e1%83%91%e1%83%98/
shenisilamaze.ge



