სამშაბათი, ივნისი 24, 2025
- Advertisement -spot_img
მთავარიბლოგიროგორ შევარჩიოთ საჩუქრები საახალწლოდ

როგორ შევარჩიოთ საჩუქრები საახალწლოდ

საახალწლო საჩუქრების არჩევა  განსაკუთრებული ადამიანებისთვის  საკმაოდ რთული პროცესია.

საჩუქრები სწორად რომ შევარჩიოთ, თუ მოარულ ხმებს დავუჯერებთ, ეს შრომატევადი საქმიანობა განსაკუთრებულ ყურადღებასა და დაფიქრებას საჭიროებს, თუ საჩუქარი ქალბატონებისთვის გვინდა შევარჩიოთ, მითუმეტეს.

გასათვალისწინებელია ისიც, რომ მნიშვნელობა არ აქვს ვისთვის ვქმნით სასიამოვნო სიურპრიზს, იქნება ეს ორიგინალური საჩუქარი მეგობარს, შეყვარებულს, ცოლს, დედას, ბებიას თუ დას, – ნებისმიერ შემთხვევაში წლის ერთ-ერთ ყველაზე დიდ გამოწვევასთან გვაქვს საქმე. საჩუქარი გოგოებსა და ბიჭებს თანაბრად ახარებთ, თუმცა გოგონების შემთხვევაში გამოწვევა შემდეგია, – კარგად შევისწავლოთ საჩუქრის სამიზნე აუდიტორიის: სურვილები,  ჰობი, საყვარელი აქსესუარები და სხვა.

რადგან ქალბატონებმა, უმეტესწილად, ზედმიწევნით კარგად არ იციან რა სურთ, რა მოსწონთ, რა გაახარებთ და რა სჭირდებათ. თუმცა, ამან არ უნდა შეგვაშინოს, ვინაიდან გულით შერჩეული საჩუქარი ადამიანებს ყოველთვის ახარებთ, ხოლო თუ შევძლებთ და ისეთ რაიმეს შევარჩევთ, რაც ჩვენი საჩუქრის ადრესატის გემოვნებასა და წარმოდგენებს ემთხვევა, შეგვიძლია ჩავთვალოთ, რომ ჩვენთვის მოვლენები საუკეთესო სცენარის მიხედვით განვითარდა.

თუ ამ ბლოგის კითხვისას შენს მეხსიერებაშიც ამოტივტივდა,  ქალბატონი რომლისთვისაც დაგრჩა საჩუქარი საყიდელი,  – არ იდარდო, აქ ლაბირინთიდან გასასვლელს აუცილებლად იპოვი.

აქვე მოვიშველიებ  ბრაიან თრეისის სიტყვებს:

“ყოველთვის გაეცი დამახსოვრების გარეშე და მუდამ ისე მიიღე, რომ არასოდეს დაივიწყო”.

#drpkhakadze #pitskhelauri

https://shenipositive.ge/  https://shenisilamaze.ge/

#აქხარისხია

გაიგეთ მეტი ჩვენს ტელეგრამ არხზე შემოგვიერთდით ტელეგრამზე: https://t.me/SheniEkimi

author avatar
SheniSilamaze.ge
#drpkhakadze
READ  წელს მონიკა ბელუჩი 60 წლის ხდება - გაგაცნობთ ულამაზესი მსახიობის შთამბეჭდავ ბიოგრაფიასა და სილამაზის საიდუმლოს ✨️🌸
მსგავსი სიახლეები

[fetch_posts]

spot_img

ბოლო სიახლეები