კოკო შანელი - ლეგენდარული ფრანგი მოდის დიზაინერი

კოკო შანელი და მისი ცხოვრების მთავარი საიდუმლო

ირინა დათაშვილი
ირინა დათაშვილი - მთავარი რედაქტორი
2 წუთიანი წაკითხვა
#image_title
გაზიარებაFacebookLinkedInXTelegramWhatsApp

მთავარი საიდუმლოებები, რომლებსაც კოკო შანელი მალავდა და სურდა, საკუთარი ბიოგრაფიიდან გაექრო

კოკო შანელი ელეგანტურობისა და მოდის რევოლუციის სიმბოლოა. მისმა საკულტო ტვიდის კოსტიუმებმა, პატარა შავმა კაბამ, ლეგენდარულმა Chanel No 5 სუნამომ და სრულიად განსხვავებულმა ხედვამ სამყარო შეცვალა. დღეს ლეგენდარული დიზაინერის ცხოვრებიდან რამდენიმე საინტერესო დეტალს გავიხსენებთ:

გაბრიელ ბონერ შანელი 1883 წელს საფრანგეთის ქალაქ სომიურში, ვაჭრისა და მრეცხავის ოჯახში დაიბადა. ოჯახი საკმაოდ ხელმოკლედ ცხოვრობდა. მომავალ დიზაინერს რთული ბავშვობა ჰქონდა: 12 წლის ასაკში მან დედა დაკარგა, მამამ კი ხუთ შვილზე ზრუნვა ვერ შეძლო და ისინი ობაზინის მონასტრის ბავშვთა სახლში წაიყვანა. მონასტერი მისთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანი ადგილი აღმოჩნდა. ხაზების სიმარტივე, შავი და თეთრი პალიტრა და მკაცრი ესთეტიკა არის გაკვეთილები, რომლებიც მან სწორედ იქ მიიღო და შემდეგ საკუთარ კოლექციებში გამოიყენა.

კოკო შანელს საკუთარი ბავშვობის გახსენება არ უყვარდა და მაშინაც კი, როცა მსოფლიოში ცნობილი დიზაინერი გახდა, ბავშვობაზე საუბარს მაქსიმალურად თავს არიდებდა.

ამბობენ, რომ კოკო შანელი დაბადების თარიღს ცვლიდა. ის ამტკიცებდა, რომ 1893 წელს დაიბადა და სურდა, რეალურ ასაკთან შედარებით, 10 წლით უმცროსად აღექვათ. ასევე, თუკი დიზაინერი საკუთარ ბავშვობაზე საუბრობდა, არასდროს ამბობდა, რომ მკაცრ პირობებში იზრდებოდა.

- Advertisement -
Ad imageAd image

როგორც ცნობილია, დიზაინერს არაერთ გავლენიან მამაკაცთან ჰქონდა რომანი, თუმცა, პირადი ცხოვრების დეტალებს საგულდაგულოდ მალავდა.

უესტმინსტერის ჰერცოგმა მას დაქორწინება შესთავაზა, მაგრამ შანელმა უპასუხა: “ბევრი ჰერცოგია, მაგრამ მხოლოდ ერთი კოკო შანელი”. უარი მისი დამოუკიდებლობის სიმბოლოდ იქცა, თუმცა მასთან დაახლოებული პირები საუბრობდნენ, რომ დიზაინერი მარტოობას ყოველთვის განიცდიდა.

შანელი ილუზიების შექმნისა და სიმართლის დამალვის ოსტატი იყო. ოჯახთან ურთიერთობა, წარმომავლობა და მრავალი გადაწყვეტილების რეალური მიზეზი საიდუმლოდ დარჩა და მისთვის ყველაზე ახლობელმა ადამიანებმაც კი არ იცოდნენ. შანელის ბიოგრაფია დღემდე არაერთი ბუნდოვანი საკითხითაა სავსე, რომლებზეც პასუხები არ არსებობს. ის საკმაოდ იდუმალი ქალი იყო. თუმცა, მისმა ნიჭმა და მოდისადმი სრულიად განსხვავებულმა მიდგომამ სამყარო შეცვალა.

READ  როგორ სტილს ირჩევს Victoria's Secret-ის "ანგელოზი

#drpkhakadze #pitskhelauri

https://shenipositive.ge/  https://shenisilamaze.ge/

- Advertisement -
Ad imageAd image

#აქხარისხია

სკანირება
QR კოდი
shenisilamaze.ge
სტატიის ციტირება

შენი სილამაზე. (2025). კოკო შანელი და მისი ცხოვრების მთავარი საიდუმლო. 16 იანვარი, 2025. https://shenisilamaze.ge/%e1%83%99%e1%83%9d%e1%83%99%e1%83%9d-%e1%83%a8%e1%83%90%e1%83%9c%e1%83%94%e1%83%9a%e1%83%98/

გაზიარებაFacebookLinkedInXTelegramWhatsApp
© 2025 შენი სილამაზე · Public Health Institute of Georgia (PHIG)
გაუზიარეთ ეს სტატია
მთავარი რედაქტორი
მთავარი რედაქტორი — ქალის ჯანმრთელობა და სიახლეები. აშუქებს ჰორმონულ ჯანმრთელობას, ორსულობასა და პროფილაქტიკას, ინტერვიუებს ექიმებთან და ინდუსტრიის სიახლეებს.
კომენტარები ჯერ არ არის