სამშაბათი, აპრილი 22, 2025
- Advertisement -spot_img
მთავარიბლოგისოფი ლორენის უმშვენიერესი შვილიშვილი გაიცანით

სოფი ლორენის უმშვენიერესი შვილიშვილი გაიცანით

გაიცანით სოფი ლორენის შვილიშვილი, ლუსია პონტი

სოფი ლორენის შვილიშვილი, 18 წლის ლუჩია პონტი რომელიც ცნობილი მსახიობის, საშა ალექსანდერისა და სოფის ვაჟის, ედუარდო პონტის შვილია, პირველად დაესწრო პარიზის დებიუტანტების წვეულებას, რომელიც გაიმართა მდიდრულ სასტუმრო Shangri-La Paris-ში. ღონისძიებაზე ლუჩია ბრწყინავდა Giorgio Armani-ის ვინტაჟურ, ზოლიან და მაქმანებიან კაბაში.

სოფი ლორენის უმშვენიერესი შვილიშვილი გაიცანით | შენი სილამაზე

,,ჩემს ბებიას ყოველთვის სჯეროდა ელეგანტურობის, რომელიც დროს ვერ დაექვემდებარება. ის მიზიარებდა რჩევებს, თუ როგორ უნდა მეტარებინა ისეთი სამოსი, რომელიც ჩემს ნატურას გამოხატავდა. ბავშვობაში მან მასწავლა სიმარტივის დაფასება და იმავდროულად, ჩაცმულობაში განსაკუთრებული დეტალის დამატება.“ლუჩიას თქმით, მისი ბებიის გარდერობი „სავსეა ისტორიებით დატვირთული ნივთებით,“ და სწორედ ამ პრინციპის მიხედვით ირჩევს თავადაც სამოსს.

სოფი ლორენი, თეატრისა და კინოს იტალიელი მსახიობი, ამერიკული კინოაკადემიის ჯილდოს მფლობელი და საყოველთაოდ აღიარებული ვარსკვლავია. იგი არა მხოლოდ სილამაზისა და სტილის ეტალონად ითვლება, არამედ მე-20 საუკუნის საკულტო პიროვნებაცაა და დღემდე არ კარგავს აქტუალურობას. მისი გამოჩენის დღიდან მისი სტილი და ჩაცმულობა მთელ მსოფლიოში მილიონობით ქალმა გადაიღო.

 

მსახიობის წარმატება სილამაზის კონკურსით დაიწყო, როცა დედამისმა ქუჩაში განცხადება ნახა: “გინდა, გახდე ზღვის პრინცესა? მიიღე მონაწილეობა კონკურსში!” მან შვილს გამოცხადებულ კონკურსში მონაწილეობა ურჩია, სადაც სოფიმ მეორე ადგილი დაიმსახურა. სწორედ ამის შემდგომ დაიწყო კინოკარიერა. 1950-იანი წლების დასასრულს მან ითამაშა ფილმებში: “ბიჭი დელფინზე” და “სიამაყე და ვნება”, სადაც თამაშობდა კერი გრანტთან და ფრენკ სინატრასთან ერთად. ლორენს და გრანტს ჰქონდათ რომანი, რომელიც ჰოლივუდის ისტორიაში ერთ-ერთ ყველაზე რომანტიკულ რომანადაა მიჩნეული.

#drpkhakadze #pitskhelauri

https://shenipositive.ge/  https://shenisilamaze.ge/

#აქხარისხია

გაიგეთ მეტი ჩვენს ტელეგრამ არხზე შემოგვიერთდით ტელეგრამზე: https://t.me/SheniEkimi

 

author avatar
SheniSilamaze.ge
#drpkhakadze
READ  „დიდი ხარვეზები რჩება ცნობილსა და გლობალურ ჯანმრთელობას შორის“
მსგავსი სიახლეები

[fetch_posts]

spot_img

ბოლო სიახლეები