პირადი ჰიგიენის დაცვა, ხელების დაბანა საპნით

როგორ დავიცვათ პირადი ჰიგიენა – წესები

ირინა დათაშვილი
ირინა დათაშვილი - მთავარი რედაქტორი
1 წუთიანი წაკითხვა
გაზიარებაFacebookLinkedInXTelegramWhatsApp

კანი ორგანიზმს იცავს გარემოს შესაძლებელი ზემოქმედებისგან, ამიტომ სისუფთავის დაცვა განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რადგან დამცველობითის გარდა მას აქვს

თერმორეგულაციის, ცვლითი, იმუნური, სეკრეტორული, რეცეპტორული, სასუნთქი და სხვა ფუნქციები.

  • ყოველდღე დაიბანეთ ტანი თბილი წყლით. ადამიანის კანიდან კვირის განმავლობაში გამოიყოფა 300 გრ-მდე ცხიმი და 7 ლ-მდე ოფლი. კანის დამცველობითი ფუნქცია რომ არ დაირღვეს, აუცილებელია ამ გამონაყოფის რეგულარული ჩამობანა. წინააღმდეგ შემთხვევაში კანზე იქმნება მიკრობების, სოკოებისა და სხვა მავნე მიკროორგანიზმების გამრავლებისთვის ხელსაყრელი პირობები.
  • ყურადღება მიაქციეთ ხელებისა და ფრჩხილების სისუფთავეს. კანის ღია უბნები განსაკუთრებით ექვემდებარება დაბინძურებას. ჭუჭყში არსებული მიკროებები შეიძლება ხელიდან პირში მოხვდეს საკვებთან ერთად. დიზენტერიას ასეც უწოდებენ “ჭუჭყიანი ხელების დაავადებას”. ხელი უნდა დავიბანოთ საპირფარეშოში შესვლამდე, აუცილებლად, ტუალეტის შემდეგ, ჭამის წინ და შემდეგ, ცხოველებთან კონტაქტის შემდეგ. ქუჩაში ყოფნისას, ხელები გაიწმინდეთ სველი ხელსახოცით, მიკრობების ნაწილის მოშორების მიზნით.
  • ფეხები უნდა დაიბანოთ ყოველდღე გრილი წყლითა და საპნით, რაც ოფლის გამოყოფასაც შეამცირებს.

წყარო: https://mkurnali.ge/

სკანირება
QR კოდი
shenisilamaze.ge
სტატიის ციტირება

შენი სილამაზე. (2024). როგორ დავიცვათ პირადი ჰიგიენა – წესები. 22 თებერვალი, 2024. https://shenisilamaze.ge/higiena/

გაზიარებაFacebookLinkedInXTelegramWhatsApp
© 2024 შენი სილამაზე · Public Health Institute of Georgia (PHIG)
READ  ზეითუნის ზეთი - საუკეთესო მკვებავი კანისთვის
გაუზიარეთ ეს სტატია
მთავარი რედაქტორი
მთავარი რედაქტორი — ქალის ჯანმრთელობა და სიახლეები. აშუქებს ჰორმონულ ჯანმრთელობას, ორსულობასა და პროფილაქტიკას, ინტერვიუებს ექიმებთან და ინდუსტრიის სიახლეებს.
კომენტარები ჯერ არ არის