სამშაბათი, აგვისტო 11, 2026
- Advertisement -
Google search engine

10 უნარი, რომელიც წარმატებულ ადამიანებს ახასიათებთ – ფსიქოლოგების კვლევა

0
#image_title

წარმატება მრავალ ფაქტორზეა დამოკიდებული, თუმცა ფსიქოლოგები თვლიან, რომ არსებობს 10 უნარი, რომელიც წარმატებულ ადამიანებს გამოარჩევს. ამ თვისებების განვითარება ყველას შეუძლია, თუ სწორად მიმართავს ძალისხმევას.

წარმატებულ ადამიანებს მკაფიოდ უნდა ჰქონდეთ დასახული მიზანი და მათ მისაღწევად ნაბიჯ-ნაბიჯ მოქმედებდნენ. ისინი არასოდეს კარგავენ ფოკუსს და ყოველთვის გეგმავენ შემდეგ ნაბიჯს.

გეგმების განხორციელება მხოლოდ მაშინაა შესაძლებელი, თუ ადამიანს შეუძლია მუშაობის სტაბილური რიტმის შენარჩუნება და პირადი კომფორტის მსხვერპლად შეწირვა გრძელვადიანი მიზნების მისაღწევად.

წარმატებული ადამიანები გონივრულად მართავენ საკუთარ ემოციებს, რაც ეხმარებათ კონფლიქტების მოგვარებაში და ურთიერთობების სწორად წარმართვაში.

ისინი ანალიზის უნარს სრულყოფილად ფლობენ და გადაწყვეტილებებს ემოციების გარეშე, ობიექტური ინფორმაციის საფუძველზე იღებენ.

ცვლილებები ცხოვრების ნაწილია, ხოლო წარმატებული ადამიანები ახალი გარემოებებისადმი სწრაფად ადაპტირდებიან და პოულობენ ალტერნატიულ გზებს პრობლემების გადასაჭრელად.

სტრესი ყველასთვის ნაცნობია, მაგრამ წარმატებულ პირებს ახასიათებთ სირთულეების დაძლევა მოტივაციის წყაროდ გამოყენების უნარი.

პრიორიტეტების განსაზღვრა და ეფექტური დაგეგმვა საშუალებას აძლევს მათ, მაქსიმალურად გამოიყენონ დრო და არ დაკარგონ პროდუქტიულობა.

წარმატებული ადამიანები ცნობენ სხვის საჭიროებებს და იციან, როგორ მოიპოვონ სხვების მხარდაჭერა. ეს უნარი მათ კარიერულ წინსვლაში ეხმარება.

ისინი მუდმივად ეძებენ ახალ ინფორმაციას და ახალი უნარების შეძენას არასოდეს წყვეტენ.

დადებითი აზროვნება და შეცდომებიდან სწავლის უნარი მათ არ აძლევს საშუალებას, იმედგაცრუებას დაუთმონ ადგილი.

როგორ განვავითაროთ ეს უნარები?

ყველა ეს თვისება შეიძლება განვავითაროთ პატარა ნაბიჯებით – დროის უკეთ დაგეგმვით, ემოციების კონტროლით, წიგნების კითხვით და ახალი უნარების შესწავლით. მთავარია, დავიწყოთ დღესვე!

წარმატება მხოლოდ იღბლის შედეგი არ არის – ეს უნარების განვითარებასა და სწორი მიდგომების ჩამოყალიბებას უკავშირდება. თუ გსურთ წარმატების მიღწევა, დაიწყეთ ამ 10 თვისების განვითარება და თქვენი ცხოვრება უკეთესობისკენ შეიცვლება!

 

ჭარბთმიანობა და მისი გამომწვევი მიზეზები

0
#image_title

ჭარბთმიანობა (ჰირსუტიზმი) არის პრობლემა, რომელიც ხშირად იწვევს დისკომფორტს როგორც ქალებში, ისე მამაკაცებში.

ჭარბთმიანობა შეიძლება გამოიწვიოს სხვადასხვა ფაქტორმა, მათ შორისაა: ჰორმონალური დისბალანსი, გენეტიკა ან ჯანმრთელობის გარკვეული პრობლემები. ამ სტატიაში განვიხილავთ ჭარბი თმის ზრდის ძირითად მიზეზებს.

ჭარბთმიანობის გამომწვევი მიზეზები

1. ჰორმონალური დისბალანსი – მაღალი ტესტოსტერონის ან ანდროგენების დონე ხშირად იწვევს ჭარბთმიანობას.

2. პოლიკისტოზური საკვერცხის სინდრომი (PCOS) – ეს ჰორმონალური დაავადება ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული მიზეზია ქალებში.

3. გენეტიკა – ზოგი ოჯახში ჭარბთმიანობა მემკვიდრეობით გადაეცემა.

4. მედიკამენტები – ზოგიერთი წამალი, როგორიცაა სტეროიდები, შეიძლება გავლენას ახდენდეს თმის ზრდაზე.

5. სტრესი და კვების რეჟიმი – არასწორი კვება და ქრონიკული სტრესი შეიძლება ჰორმონების დისბალანსს იწვევდეს.

ჭარბთმიანობა შეიძლება იყოს როგორც კოსმეტიკური, ისე ჯანმრთელობის პრობლემის მაჩვენებელი. მისი მკურნალობა დამოკიდებულია გამომწვევ მიზეზებზე. საუკეთესო შედეგისთვის მნიშვნელოვანია ექიმთან კონსულტაცია და სწორად შერჩეული მკურნალობა.

ბუნებაში რატომ უნდა გავატაროთ დრო ყოველდღიურად -რას გვირჩევს პროფესორი გიორგი ფხაკაძე

0
#image_title

ბუნებაში უნდა გაატაროთ მინიმუმ 20 წუთი  ყოველდღიურად.

ბუნებაში დროის გატარება ძალიან მნიშვნელოვანი და აუცილებელია, გარდა იმ შემთხვევისა, როცა ძალიან დაკავებული ხართ…

ამ დროს — საჭიროა ერთ საათიანი ყოფნა ბუნებაში.

პროფესორი გიორგი ფხაკაძე გვირჩევს, რომ ბუნება ასუფთავებს გონებას, ამშვიდებს გულს და გვაბრუნებს საკუთარ თავთან. ნუ დაგავიწყდებათ ყველაზე ბუნებრივი თერაპია — ბუნება თავადაა მკურნალი.

ჰონორარის გარეშე ჩატარებული ურთულესი ოპერაცია და მარიამის ახალი ცხოვრება, რომელსაც მთელი საქართველო გულშემატკივრობს

0
#image_title

16 წლის მარიამ კოხრეიძეს, რომელსაც უამრავი ადამიანი გულშემატკივრობდა, ოპერაცია წარმატებით ჩაუტარდა . 

გოგონა სოციალურ ქსელში საზოგადოებამ ფოტოგრაფის და ქველმოქმედის დანტესის, იგივე დავით ოქროპილაშვილის დახმარებით გაიცნო. მარიამი რომელიც 5 შვილიანი ოჯახიდან არის, ჯანმრთელობის სერიოზული პრობლემა ჰქონდა და საჭიროებდა ყბა სახის ქირურგიულ, ურთულეს ოპერაციას, რომელიც კოლოსალურ თანხებთან იყო დაკავშირებული. დანტესის ასევე ექიმ მედეა იობაშვილის, მარიამის მეზობლებისა და  საზოგადოების დახმარებით ოპერაციისთვის საჭირო თანხის მობილიზება მოხერხდა და მარიამი  თურქეთში, სტამბულის ერთ-ერთ კლინიკაში გადაიყვანეს.

მარიამს ყბა-სახსრის პრობლემა ჰქონდა, რომელიც 6-7 წლის ასაკში გამოვლინდა. მისი მდგომარეობა საკმაოდ მძიმე იყო. უჭირდა პირის გაღება და კვებაც კი, ჩაუტარდა ოპერაცია რომელიც 7 საათის განმავლობაში მიმდინარეობდა, საჭირო გახდა ყბის გახსნა და პროთეზის ჩასმა.

ცნობილმა თურქმა  ქირურგმა ალტან ვაროლმა, რომელმაც ამ ურთულესი ოპერაციის ჩატარება თავის თავზე აიღო ჰონორარის აღებაზე უარი განაცხადა. საჭირო გახდა მხოლოდ კლინიკის  და პროთეზების თანხის დაფარვა.

რეაბილიტაციას რაც შეეხება როგორც ექიმები ამბობენ, არც ისე მარტივი პროცესია და პაციენტს გარკვეული პერიოდი მოუწევს თურქეთში დაყოვნება, ექიმების მეთვალყურეობის ქვეშ.

ამჟამად მარიამის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია. გოგონა სტაბილურადაა.  უკვე საკვების მიღებაც დაიწყო და საუბარსაც ცდილობს.

ირმა ხეცურიანმა ხმლით ფარიკაობაში ოქროს მედალი მოიპოვა

0
#image_title

პარა ფარიკაობაში, იტალიაში, ქალაქ პიზაში მიმდინარე 2025 წლის მსოფლიო თასის გათამაშებაზე, ირმა ხეცურიანმა ხმლით ფარიკაობაში ოქროს მედალი მოიპოვა

ირმა ხეცურიანმა ნახევარფინალურ შეხვედრაში პოლონელი სტარვინსკა ანგარიშით 15:7 დაამარცხა, ფინალში იტალიელ ანდრია მოგოსს მოუგო 15:9 და პირველ ადგილზე გავიდა.

ირმას გამარჯვება კიდევ ერთხელ ამტკიცებს რომ შეზღუდული შესაძლებლობები არ არსებობს. და სტიმულს აძლევს ქალების გაძლიერებას.

ანასტასია ჯეირათი -გაიცანით გოგონა საოცარი გარეგნობით

0
#image_title

დედით ქართველი, მამით ინდოელი ანასტასია ჯეირათი, გოგონა, რომლის უცხო გარეგნობამ ყურადღება ეკრანზე გამოჩენისთანავე მიიქცია

ანასტასია ჯეირათი  ინ­ტერ­ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი ოჯა­ხი­დან გახ­ლავთ, დედა – ქარ­თვე­ლია, მამა – ინ­დო­ე­ლი. ბავ­შვო­ბა მა­მის სამ­შობ­ლო­ში გა­ა­ტა­რა და სა­ქარ­თვე­ლო­ში სა­ცხოვ­რებ­ლად მე­ო­თხე კლა­სი­დან ჩა­მო­ვი­და.

მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ ჯერ მხო­ლოდ 22 წლის არის და პრო­ფე­სი­ით ფსი­ქო­ლო­გია, ის უკვე გა­და­ი­ღეს სე­რი­ალ­ში “სტუ­მა­რი”, ახლა კი  ერთ-ერთ არხზე დი­ლის გა­და­ცე­მის წამ­ყვა­ნია. ასე­ვე გა­ფორ­მე­ბუ­ლი აქვს სა­მო­დე­ლო კონ­ტრაქ­ტი რამ­დე­ნი­მე უცხო­ურ სა­ა­გენ­ტოს­თან.

უყ­ვარს მოგ­ზა­უ­რო­ბა, ფო­ტოგ­რა­ფია, ცეკ­ვა და ყვე­ლა­ფე­რი ის, რაც მის ცხოვ­რე­ბას უფრო შთამ­ბეჭ­დავს და სა­ინ­ტე­რე­სოს გახ­დის.

ნანი ბრეგვაძე პროფესორ გიორგი ფხაკაძეს რეზიდენციაში ეწვია

0
#image_title

ქართული ესტრადის ლეგენდა, ნანი ბრეგვაძე, სტუმრად ეწვია პროფესორ გიორგი ფხაკაძის რეზიდენციას.

ნანი ბრეგვაძის სტუმრობა სავსე იყო მუსიკით, საინტერესო საუბარებითა და თბილი ემოციებით.

დიდმა მომღერალმა და ცნობილმა საზოგადოებრივმა მოღვაწემ ერთმანეთს გამოცდილება და კეთილგანწყობა გაუზიარეს.

ნანი ბრეგვაძის ვიზიტი კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს ხელოვნებისა და მეცნიერების ერთიანობას – კულტურა და განათლება ხომ ყოველთვის ერთად ქმნიან პროგრესს.

ნასტასია ლეგრანი -გაიცანით თემურ ბაბლუანის შვილიშვილი

0
#image_title

თემურ ბაბლუანის შვილიშვილის გასაოცარი წარმატება – გაიცანით ნასტასია ლეგრანი

ნასტასია ლეგრანი 20 წლის მოდელია. ის გამოვიდა ისეთი ბრენდების ჩვენებებზე, როგორებიცაა, Alaïa (S/F2025 Show), Courreges (F/W 25 Show), Dries Van Noten (F/W 25 Show), Chloe (F/W 25 Show), Schiaparelli (F/W 25 Show), Louis Vuitton (F/W 25 Show), Chanel (F/W 25 Show) და სხვ.

ვინ არის ნასტასია ლეგრანი?

ნასტასია ლეგრანი ყველასთვის კარგად ნაცნობი და საყვარელი ტელეწამყვანის, ოლგა ბაბლუანისა და ასევე ცნობილი ქართველი კინორეჟისორის, მსახიობის, მწერლისა და სცენარისტის, თემურ ბაბლუანის შვილიშვილია.

ნასტასია ლეგრანი 20 წლისაა, თუმცა უკვე მოახერხა სამოდელო სფეროში საკუთარი სიტყვის თქმა და მნიშვნელოვანი წარმატების მიღწევა. ის, მატილდა გვარლიანის კვალდაკვალ, კიდევ ერთი ახალგაზრდა ქართველი მოდელია, რომლის კარიერული მიღწევებითაც თამამად შეგვიძლია ვიამაყოთ.

ნანუკა გუდავაძე გამორჩეული სტილი და ელეგანტურობა

0
#image_title

ნანუკა გუდავაძე ყოფილი მოდელია, თუმცა ფართო საზოგადოებამ ის, როგორც მილიარდერი  ბერა ივანიშვილის მეუღლე ისე გაიცნო. რეპერმა მოდელზე 2018 წელს იქორწინა.

ნანუკა გუდავაძემ სამოდელო კარიერა 14 წლის ასაკში დაიწყო, როცა დიზაინერი ბიჭოლას ჩვენების ფარგლებში პირველად გამოჩნდა პოდუიმზე. ამის შემდეგ ნანუკა გატაცებული იყო ბლოგპოსტების წერით მოდის სფეროს შესახებ, იშვიათად, მაგრამ მაინც გამოდიოდა ჩვენებებზე. განსაკუთრებით აქტიური იყო “ინსტაგრამზე”, სადაც ბევრი მიმდევარი ჰყავდა.

მაშინ ნანუკას სტილი უფრო ფერადი იყო. დაოჯახების შემდეგ კი უფრო მეტად კლასიკური გახდა და ხშირად წერდნენ, რომ ნანუკას სტილის ინსპირაცია მისი დედამთილი, ეკატერინე ხვედელიძე იყო. ნანუკა გუდავაძე უკვე რამდენიმე წელია, რაც სწორედ ეკატერინესთვის დამახასიათებელი წელში გამოყვანილი პიჯაკებით, მუხლამდე სიგრძის კაბებითა და მკაცრი, უფრო მეტად მასკულინური სტილის სამოსით ჩნდება სოციალურ ქსელში.

 

დემნა გვასალია Gucchi-ს კრეატიული დირექტორი გახდა

0
#image_title

დემნა გვასალია Gucchi-ს  კრეატიული დირექტორი გახდა, დიზაინერი  Balensiaga -ს ტოვებს

დემნა გვასალიას მორიგი წარმატებ და აღიარება მოდის სამყაროში. „ნამდვილად აღფრთოვანებული ვარ, რომ შევუერთდი Gucci-ის ოჯახს. ჩემთვის დიდი პატივია წვლილი შევიტანო სახლში, რომელსაც ღრმად ვცემ პატივს და დიდი ხანია აღფრთოვანებული ვარ. მოუთმენლად ველი, რომ სტეფანოსა და მთელ გუნდთან ერთად Gucci-ის საოცარი ისტორიის ახალი თავი დავწერო“,

ამის შესახებ ინფორმაციას “ინსტაგრამზე” დიზაინერის ოფიციალური გვერდი “demnagram”-ი ავრცელებს.

შენიექიმი
sheniekimi.ge · PHIG
გამარჯობა 👋
სასურველი სერვისი აირჩიეთ ქვემოთ
⚡ გადაუდებელი შემთხვევა?
მყისიერი სამედიცინო დახმარება
📞 112
🩺
სიმპტომების შეფასება
150 კლინიკური სცენარი · WHO · AHA · NICE · 29 CDR
💉
ვაქცინაციის კალენდარი
WHO · ECDC · NCDC საქართველო 2025
💊
დანამატების შემოწმება
supplement.ge — 2,095 ინგრედიენტი
ℹ️ეს სისტემა ახდენს ტრიაჟს — არა დიაგნოზს. ყოველი გადაწყვეტილება დაფუძნებულია WHO, AHA, NICE, BTS სახელმძღვანელოებზე. ექიმის კონსულტაცია სავალდებულოა.
პირადი ინფორმაცია
სიმპტომების ზუსტი შეფასებისთვის შეიყვანეთ ასაკი და სქესი
👤სავალდებულო
📏 ანთროპომეტრია
სიმაღლე · წონა · BMI — არასავალდებულო
🩺 სასიცოცხლო მაჩვენებლები
წნევა · პულსი · ტემპერატურა · SpO2 — არასავალდებულო
ნორმა: 90–129
ნორმა: 60–100
36–37.2
12–20
≥95%
სიმპტომების შეფასება
აირჩიეთ სცენარი სისტემის მიხედვით
🔍
კითხვა 1 / 1
📋 მტკიცებულებითი საფუძველი
World Health Organization (WHO) — IMAI სახელმძღვანელო
American Heart Association (AHA) / ACC
National Institute for Health and Care Excellence (NICE)
ICD-11 (2025) · World Health Organization
ეს ინსტრუმენტი ახდენს ტრიაჟს — არა დიაგნოზს. სიმპტომები შეიძლება მიუთითებდეს — ეს არ ნიშნავს, რომ დაავადება გაქვთ. ექიმის კონსულტაცია სავალდებულოა.
📰 სიახლეები ყველა ›
ვაქცინაციის კალენდარი
აირჩიეთ ასაკობრივი ჯგუფი
WHO ECDC NCDC 2025
📚წყარო: NCDC საქართველო 17.09.2025 · WHO · ECDC
ასაკობრივი ჯგუფი
📚წყარო: NCDC საქართველო 17.09.2025 · WHO · ECDC
📰 ვაქცინაციის სიახლეები ყველა ›
დანამატების შემოწმება
გადადით supplement.ge-ზე და შეამოწმეთ ნებისმიერი პროდუქტი
SUPPLEMENT.GE
საქართველოს სასურსათო დანამატების უსაფრთხოების შემოწმების სისტემა
📊 2,095 ინგრედიენტი 📦 688 პროდუქტი
supplement.ge-ზე გადასვლა
ახალი ფანჯარა გაიხსნება
რას შეგიძლიათ შეამოწმოთ
🔬
ინგრედიენტის შემოწმება
NIH · EU · FDA · Health Canada მონაცემები
📷
ეტიკეტის სკანირება
AI ამოიცნობს ყველა ინგრედიენტს ფოტოდან
🌍
ქვეყნის მიხედვით სტატუსი
რეგულაცია 14 ქვეყანაში — აშშ, ევროკავშირი, კანადა
⚠️
წამალთან ინტერაქცია
აუცილებელი გაფრთხილებები მიმდინარე მკურნალობისას
✅ supplement.ge — საქართველოში ერთადერთი სრული სისტემა დანამატების უსაფრთხოების შესაფასებლად, PHIG-ის (საზოგადოებრივი ჯანდაცვის ინსტიტუტის) კონტროლით.