შლოპანცები და ფეხის ჯანმრთელობის პრობლემები

დაუჯერეთ ექიმების გაფრთხილებას

ირინა დათაშვილი
ირინა დათაშვილი - მთავარი რედაქტორი
2 წუთიანი წაკითხვა
#image_title
გაზიარებაFacebookLinkedInXTelegramWhatsApp

დაუჯერეთ ექიმების გაფრთხილებას, ჩვენ გთავაზობთ 9 მიზეზს იმისათვის, რომ შლოპანცბი აბაზანის, პლიაჟისა და ბასეინისთვის შეინახოთ.

დაუჯერეთ ექიმების რჩევებს რატომ არ უნდა ვატაროთ ე.წ შლოპანცები ქუჩაში

1. მათ შეუძლიათ ინფექციის გავრცელება

სამწუხაროდ, ეს კომფორტული საზაფხულო ფეხსაცმელი ვირუსების, სოკოვანი ინფექციებისა და ბაქტერიების გადამტანი შეიძლება აღმოჩნდეს. ყოველ ჯერზე, როცა შლოპანსებით ქუჩაში გადიხართ, ისინი უამრავი ბაქტერიით(მაგ. Staphylococcus) იფარება, რასაც ფეხის კანის ძლიერი გაღიზიანების გამოწვევა შეუძლია.

2. უფრო მეტი წყლული?

საიდუმლო არაა, რომ კოჟრები ნებისმიერი ფეხსაცმლის ტარების შემდეგ შეიძლება გაჩნდეს. თუმცა, შლოპანსების ხშირი ტარების გამო, ისინი მუდმივად გაგიჩნდებათ.
თუ თქვენი შლოპანსები პლასტიკისაა და არა ტყავის ან ქსოვილის, დიდი ალბათობით, ყოველდღე არმოაჩენთ ახალ წყლულს მისი ჩაცმის შემდეგ.

3. იწვევს ფეხის თითების დეფორმაციას

ვინაიდან შლოპანსები ფეხებზე ძალიან ცუდად ჩერდება, ეს იწვევს დამატებით დატვირთვას ტერფის ყველა ნაწილში. ასეთი ფეხსაცმლის რეგულარული ტარება გამოიწვევს დეფორმაციას, რომლის დროსაც ერთი თითი მეორისკენ იხრება.
სიმართლე რომ გითხრათ, ეს ძალიან ულამაზოა! ამას გარდა, მხოლოდ ქირურგიულ ჩარევას შეუძლია დაზიანებული ტერფისთვის პირველადი სახის დაბრუნება.

4. ტერფის დაუფიქსირებლობა

მიუხედავად კომფორტულობისა, შლოპანსები ვერ უზრუნველყოფს ტერფის ზედაპირის ფიქსაციას. ყოველ ჯერზე, როცა შლოპანსებს იცვამთ, შესაძლოა, ტერფი გადაბრუნდეს, კოჭები კი დაგეჭიმოთ.

5. იწვევს ბურსიტს

შლოპანსებს შეუძლია ბურსიტის – ფეხის დიდი თითის სახსრის ანთებას. ტერფის წინა ნაწილზე არსებული მეტისმეტი დატვირთვა მტკივნეული შეგრძნებების მიზეზი ხდება, რაც არავის მოსწონს.

6. აუარესებს სხეულის პოზას

საიდუმლო არაა, რომ ფეხსაცმლის ნებისმიერი ტიპი ბრტყელ ძირზე ცუდად მოქმედებს სხეულის პოზაზე. ეს იგივეა, რაც დიდხანს ფეხშიშველი სიარული.

7. ისინი ყველაფერს მოუხერხებელს ხდის

შეუძლებელია შლოპანსებით სწორი ნაბიჯის გადადგმა, რაც ზრდის იმის შანსს, რომ ქუჩაში ფეხი გადაგიბრუნდებათ ან წაიქცევით. ეს არასდროსაა სასიამოვნო.

8. თქვენ ისევ კუდ იქცევით

READ   რომელი ვირუსებია გავრცელებული ქვეყანაში?

ობურნის უნივერსიტეტის მიერ ჩატარებულმა კვლევამ აჩვენა, რომ შლოპანსებიანი ადამიანები უფრო პატარა ნაბიჯებს დგამენ და მათი სიარულის ტემპიც გაცილებით ნელია ნორმალური ფეხსაცმლის მატარებლებთან შედარებით.

9. იწვევს ქუსლის ტკივილს

შლოპანსები ძლიერ ზრდის ზეწოლას ქუსლის უკანა ნაწილზე, ვინაიდან სიარულის დროს მთელი სხეული მას ეყრდნობა. გარდა ამისა, შლოპანსების ტარებას შეუძლია ქუსლზე ნახეთქებისა და კოჟრების გაჩენა.

#drpkhakadze #pitskhelauri

გაიგეთ მეტი ჩვენს ტელეგრამ არხზე შემოგვიერთდით ტელეგრამზე: https://t.me/SheniEkimi

 

სკანირება
QR კოდი
shenisilamaze.ge
სტატიის ციტირება

შენი სილამაზე. (2024). დაუჯერეთ ექიმების გაფრთხილებას. 28 აგვისტო, 2024. https://shenisilamaze.ge/%e1%83%93%e1%83%90%e1%83%a3%e1%83%af%e1%83%94%e1%83%a0%e1%83%94%e1%83%97/

გაზიარებაFacebookLinkedInXTelegramWhatsApp
© 2024 შენი სილამაზე · Public Health Institute of Georgia (PHIG)
გაუზიარეთ ეს სტატია
მთავარი რედაქტორი
მთავარი რედაქტორი — ქალის ჯანმრთელობა და სიახლეები. აშუქებს ჰორმონულ ჯანმრთელობას, ორსულობასა და პროფილაქტიკას, ინტერვიუებს ექიმებთან და ინდუსტრიის სიახლეებს.
კომენტარები ჯერ არ არის